კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (105)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: ვიყიდე მკვებავი კრემი, რომელსაც აწერია, რომ მის შემადგენლობაში შედის პეპტიდები. თუ შეიძლება, ამიხსენით ამ სიტყვის მნიშვნელობა.

პასუხი: პეპტიდები არის ცილის მოლეკულის სტრუქტურული ელემენტი, რომელიც შედგება ამინომჟავების სხვადასხვა სიგრძის „ძეწკვებისგან“. პეპტიდები ადვილად აღწევს კანის შიგნით და „თან მიჰყავს“ სხვა მკვებავი ნივთიერებები, ვიტამინები და მცენარეული ექსტრაქტები. მაგრამ, მისი განსაკუთრებული დადებითი თვისებაა უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება.

კითხვა:  დღეში რამდენჯერ და როგორ უნდა დავიბანო პირი, თუ ნორმალური ტიპის სახის კანი მაქვს?

პასუხი: ნორმალური კანის შემთხვევაში, ძირითადი ჰიგიენური პროცესი ხდება საღამოს. ამიტომ, საპნით ნორმალურ კანს ვიბანთ საღამოთი, დღეში ერთხელ.

დაბანამდე აუცილებელია მთელი მაკიაჟის მოშორება; მერე იბანთ შესაფერისი კოსმეტიკური საპნით, ისვამთ ღამის მკვებავს, რომელსაც იჩერებთ 20 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც სახეზე იფენთ ქაღალდის ხელსახოცს (დარჩენილი მკვებავის ასაშრობად).

ქუთუთოებზე უნდა წაისვათ განსხვავებული (უფრო ნაზი) საცხი ან თვალის გელი.

საღამოს პროცედურები დაიწყეთ დაძინებამდე 2 საათით ადრე.

კითხვა: ვიცი, რომ კანისთვის ყველაზე საჭირო და აუცილებელია A ვიტამინი. მაინტერესებს, რას იწვევს ორგანიზმში ამ ვიტამინის ნაკლებობა?

პასუხი: A ვიტამინის ნაკლებობა იწვევს: „ქათმის სიბრმავეს“, კანის გამოშრობას, თმის ცვენას, თმის მსხვრევადობას, „ბატის კანს“, ლორწოვანი გარსის სიმშრალეს.

კითხვა: მაქვს საშუალო სიგრძის სწორი თმა. ყოველთვის, როცა ფენით ვივარცხნი, ძალიან ცოტა ხანს ინარჩუნებს ფორმას. თმის ლაკი არ მიყვარს და ამიტომ არ ვიყენებ. რას მირჩევთ, რომ თმამ რამდენიმე საათს მაინც შეინარჩუნოს ახალდავარცხნილის იერი?

პასუხი: ცხელი რეჟიმით გაშრობის შემდეგ ფენი გადართეთ ცივ რეჟიმზე და თმას მთელ სიგრძეზე რამდენჯერმე გადაატარეთ ცივი ჰაერი – ასე თმა გაცილებით დიდხანს შეინარჩუნებს  ფორმას.

კითხვა: ნებისმიერი სავარცხლით დავარცხნის შემდეგ თმა ისე მაქვს დაელექტროებული, რომ თითოეული ღერი ყალყზე დგება. როგორი სავარცხელი უნდა ვიყიდო, რომ ეს არ მოხდეს?

პასუხი: ტახის ჯაგრისგან დამზადებული სავარცხელი ყველაზე კარგად აცლის თმას სტატიკურ ელექტრობას და სასიამოვნო ბზინვარებასაც სძენს მას.

 

 

скачать dle 11.3