კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რატომ ვერ მიდის ნინო ქორიძე ფესტივალზე ციმბირში და რაზე შეიძლება ის უცებ აფეთქდეს

ნინო ქორიძესა და თორნიკე გოგრიჭიანს სამი თვის გოგონა – ნატალია ჰყავთ. ნინოსა და მთელი მისი ოჯახის ყურადღება ბავშვზეა გადატანილი, თუმცა ნინომ, ჩვენთან სასაუბროდ, სულ ცოტა დრო მაინც გამონახა. ცხოვრებაში მისთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი შვილებია. ნინოს პირველი შვილი ირაკლი 19 წლის არის. 9 თებერვალს კინოთეატრებში ნაჩვენები იყო ახალი ქართული ფილმი „მარილივით თეთრი“, სადაც ნინო მთავარ როლს თამაშობს. პროფესიით მხატვარია და გაფორმებული აქვს ზურა გეწაძის სპექტაკლები: „გმირი“, „მელოტი მომღერალი ქალი“ და „შვიდი პატარა პიესა“.

 

– კინოთეატრებში გამოვიდა ახალი ქართული ფილმი „მარილივით თეთრი“, სადაც თქვენ მთავარ როლს თამაშობთ. ამის შესახებ გვიამბეთ.

– ეს არის ქეთი მაჭავარიანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც კარგი გამოხმაურება ჰქონდა და არაერთ ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა. ორი პრიზი აიღო ევროპაში – გერმანიაში – „კოტბუსის“ ფესტივალზე. მიწვეულია ფესტივალზე ციმბირშიც. მე მთავარ როლს ვთამაშობ. ორივეგან მიმიწვიეს, მაგრამ ვერ წავედი. კოტბუსში ვიყავი ნომინირებული. ახლაც, ამ ფესტივალზე ძალიან მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ ვახერხებ. ბავშვს ვერც დავტოვებ და ციმბირშიც ისეთი სიცივეებია, ვერც წავიყვან. მე თვითონაც არ მიყვარს სიცივე.

–  კინოსთან შეხება ბავშვობიდან გქონდათ, რატომ აირჩიეთ პროფესიად მხატვრობა და არა მსახიობობა?

– 3 წლის ასაკიდან ვხატავდი და ძალიან მიყვარს ეს პროფესია. რაც შეეხება კინოს, რადგან ბავშვობიდან მქონდა შეხება მსახიობობასთან, ჰობად უფრო მექცა, ვიდრე პროფესიად. ამიტომაც, ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ პარალელურად, მსახიობობის მიმართაც მქონდა ინტერესი. ალბათ, მამის გამოც. თუმანიშვილის თეატრში სულ თან დავყავდი – მხატვარი იყო და ამ სამყაროს შიდა სამზარეულო ძალიან კარგად ვიცოდი, რომელიც ბავშვობაში ცოტა ზღაპრულს ჰგავს. 6 წლის ვიყავი, როცა ბუბა ხოტივარმა გადამიღო „დემეტრე თავდადებულში“. გადაღებები ჩემთვის გართობა უფრო იყო და სერიოზულად ვერ აღვიქვამდი. არც მიფიქრია, სამსახიობოზე ჩემებარებინა. ვიცოდი, რომ ხატვა უფრო მინდოდა. თან, საკმაოდ მორცხვი ვარ. ფსიქოანალიზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ კომპლექსების გამო სხვა რაღაცეებზეც მითქვამს უარი. თუმცა, ბავშვობიდან დღემდე, კინოსთან იმდენად მქონდა შეხება, რომ ახლა მიმაჩნია – ორივე ჩემი პროფესიაა.

– სად გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად – კინოში, თეატრში, პოდიუმზე, რეკლამებში, სერიალში – რა უფრო ახლოსაა თქვენს ხასიათთან?

– რასაკვირველია, კინოში. მაგრამ კამერის შიში ბავშვობიდან მაქვს. ფილმი, მოდების ჩვენება, ფოტოგადაღება – სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ, მაინც არ მაქვს კამერის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება და სულ ვღელავ. სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ ძალიან ვნერვიულობდი, მხატვრულ ფილმზე მუშაობის პროცესი სხვა არის. სერიალი უფრო სამსახურივითაა და თითქოს ზედაპირულია, მაგრამ თავიდან, ისე ვნერვიულობდი, კინაღამ გადავირიე და უკან წამოვედი, მერე მივეჩვიე. ხარისხს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომაც ვნერვიულობ, რომ ცუდად არ გამომივიდეს.

– კიდევ მიიღებდით სერიალში მონაწილეობას? ამ სერიალმა ხომ ბევრი კარგი რამ „მოგიტანათ“.

– ბავშვობიდან მქონდა დრამატული როლების მიმართ ლტოლვა და არ მიყვარდა მხიარული გოგოს როლი, მიუხედავად იმისა, რომ დრამატული და მძიმე ხასიათი არ მაქვს. ფილმს რომ ვუყურებ, ჩემთვის ხშირად მითამაშია რაღაც როლები. არ ვიცი, მივიღებ თუ არა სერიალში კიდევ მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მახსენდება და ბევრი რამეც ვისწავლე. სერიალის შემდეგ იყო ქეთის ფილმი და ძალიან რთულ რეჟიმში – თვე-ნახევარი აჭარაში ვიყავით. დილის 6 საათზე ვდგებოდით და საღამომდე ვმუშაობდით. ასეთ დროს თავიდან მოტივირებული, მთელი ენერგიით ხარ, მაგრამ მერე, რამდენიმე დღეში იღლები. სერიალმაც ძალიან მიშველა – გამოცდილებას იღებ. მაგრამ, დიდხანს რომ ხარ სერიალში, ეგ უკვე ძნელია. ფაქტია, რომ ტრენინგივით არის და ჩვენთანაც თუ დაიხვეწებიან და გადაიღებენ კარგ სერიალებს, კარგი იქნება. „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზეც სულ სერიალები იყო. ამ სერიალმა „მომიტანა“ თორნიკე და შემდეგ ნატალია.

– 14 ნოემბერს გახდით პატარა ნატალიას დედა. თქვენი ცხოვრების რიტმი და დღის რეჟიმიც, ალბათ, ძალიან შეიცვალა?

– არა მარტო ჩემთვის, თორნიკესთვისაც და ირაკლისთვისაც შეიცვალა ბევრი რამ. ყველანი პატარა ნატალიას დავტრიალებთ თავს. ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს – 24 საათის განმავლობაში. თორნიკე არაჩვეულებრივი მამაა. ძიძა არ მყავს. ბავშვს მე და თორნიკე ვუვლით. სირთულეები ყოველთვის თან ახლავს ბედნიერ წუთებს. ამას ვერ გაექცევი და საერთოდ, ბავშვის გაზრდა არ არის ადვილი.

– როგორია დედობის განცდა 19 წლის შემდეგ? როდის უფრო ადვილი იყო ან ძნელი – მაშინ თუ ახლა?

– 19 წლის წინ და ახლაც, ზუსტად იგივე ემოცია მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პატარა ვიყავი, ის პირველი ემოცია ძალიან მძაფრად მახსოვს. მეორე მხრივ, პირველი იყო და სტრესია, საოცარი ემოცია და ვერაფერს შეადარებ. მაშინ დედაჩემი მეხმარებოდა. ახლა მარტო ვარ, პასუხისმგებლობაც მეტი მაქვს. პატარა რომ ხარ, პასუხისმგებლობა გაუცნობიერებელია. მე თვითონ მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. ჩვენ ექვსნი ვართ და ჩემთვის ბავშვის თემა არ იყო უცხო. თან, უფროსი ვარ და დედაჩემს სულ ვეხმარებოდი. მაგრამ, როცა შენია, სულ სხვა პასუხისმგებლობა გაქვს. ირაკლი რომ თვეების იყო, გაცივდა და მითხრეს, ვაშლის წვენი ჩააწვეთეო და გადასცდა. უცებ დაკარგა ფერი და ცუდად გახდა. ახლა ნატალიაზეც დამემართა, ზუსტად იგივე. ჭამის დროს გადასცდა და იგივენაირად შემეშინდა, ფეხები და ხელები წამერთვა და ორივე სიტუაციაში ერთნაირი ემოცია მქონდა. უბრალოდ, გამოცდილება მაინც სხვა არის. პირველ დღეებში, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მყარად უნდა ვყოფილიყავი, მაინც მეგონა, რომ პირველად დავიჭირე ბავშვი ხელში.

– თქვენი შვილი, ირაკლი 19 წელი დედისერთა იყო, ხომ არ ეჭვიანობს ცოტას?

– დიდია და სად 19 წლის რომ ეჭვიანობს და სად – პატარა. მაგრამ, მაინც ცოტა ყურადღების ნაკლებობას, ალბათ, გრძნობს. ეს შეიძლება, იუმორში იყოს ყველაფერი გატარებული, მაგრამ ალბათ მაინც არის. მეც ხომ შვილი ვარ და მეც მქონია ეს განცდა. მაგრამ, ირაკლის ძალიან უყვარს თავის და, ჩემი წამალიაო, ამბობს. სახელიც მან დაარქვა ნატალიას. ირაკლი ძალიან მეხმარება. ჩემი შვილია და მისი დაა, ვალდებულიც არის. მონდომებულია და გამოსდის.

– საკმაოდ საინტერესო ცხოვრება გაქვთ, რაზე გწყდებათ გული, რა გამოტოვეთ?

– არაფერზე არ მწყდება გული პროფესიული შემოთავაზების გარდა. რაღაცეებზე უარი არ უნდა მეთქვა და სერიოზულად მივდგომოდი. მაშინ, ალბათ, უფრო მეტს გავაკეთებდი.

– თქვენს პირად ცხოვრებაზე ბევრი ლაპარაკობს, ალბათ, ძალიან გაღიზიანებთ... კიდევ რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად? მშვიდი ადამიანი ჩანხართ, რამ შეიძლება, გამოგიყვანოთ წყობიდან?

– მიმაჩნია, რომ ჩემი პირადი ცხოვრება, ისევეა, როგორც ყველასი და არავის საქმე არ არის ის. კი არ მაღიზიანებს, უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ ეს საჯაროდ განხილვის თემა უნდა იყოს. იმას, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველას ვერ ავუხსნი – რაღაცა ჩანს, რაღაცა არ ჩანს. ძალიან გამაღიზიანებელი ჭორები არც გამიგია. მდგომარეობიდან გამოვყავარ უსამართლობას, რომელიც მართლა აღარაფერში წერია. რადიკალურად არ ვწყვეტ ურთიერთობას, ვფიქრობ და მინდა, რომ გავუგო სხვასაც. ძალიან დიდხანს შემიძლია პატიება, მაგრამ თუ მართლა არ ვიმსახურებ და ზღვარს გადადის, შემიძლია, ძალიან უხეშად გადავჭრა. ხანდახან ფიცხი ხასიათი მაქვს, მაგრამ არ მეტყობა. შეიძლება, ავფეთქდე უცებ. განმარტოება და სიმშვიდე მიყვარს. ალბათ, იმიტომ, რომ ბევრ ბავშვთან ერთად ვიზრდებოდი. სულ მინდოდა, რომ მარტო წავსულიყავი. დღემდე მიყვარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, მიყვარს ექსპერიმენტები, ერთფეროვნება მბეზრდება და ბავშვობიდან ერთ ადგილას ვერ ვჩერდები.

– რა იყო ყველაზე დიდი სიურპრიზი თქვენს ცხოვრებაში?

– ჩემი შვილები და ადამიანი, რომელიც მიყვარს და მინდა, რომ ჩემ გვერდით იყოს – ეს არის თორნიკე.

– კრიტიკის გეშინიათ? საერთოდ, კრიტიკა ცვლის ბევრ რამეს...

– კრიტიკის არ მეშინია. მე თვითონ იმდენს ვფიქრობ და იმდენ ხანს იმაზე, რასაც ვაკეთებ და პროცესი იმდენად მსიამოვნებს, გარშემო  აღარ ვფიქრობ არავისზე. კრიტიკა ხანდახან კარგია, რომ თვითონვე გამოფხიზლდე და რაღაცა გააკეთო. ისე, მთლიანობაში, არ მომწონს.

 

 

скачать dle 11.3