კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

ის, ვინც ძლიერია...

 

ერთი შეხედვით, იდეალური სიტუაცია ასეთია: მამაკაცებს უნდათ, იყვნენ ლიდერები, თავი იგრძნონ დომინანტებად; ქალებს აქვთ სურვილი, გვერდით ძლიერი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, წარმატებული მამაკაცი ჰყავდეთ. რა ხდება რეალურად?! რატომ არ გრძნობს ბედნიერად თავს არც ერთი მათგანი?! რატომ ან როდის ირღვევა სქესთა შორის ბალანსი?! სინამდვილეში ბალანსი დიდი ხნის წინ დაირღვა, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან – სწორედ მაშინ დაიბადა ფემინიზმი, რომლის იდეები ნამდვილად არ არის ცუდი. თავისუფლება, უფლებები ქალებს, თანასწორობა უფლება თვითგამორკვევისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისა...

ვინ იტყვის, რომ ეს ყველაფერი აუცილებელი არ არის?!

მაგრამ, ყველა ფსიქოლოგი თანხმდება, რომ სწორედ მამაკაცებთან ქალების გათანაბრების სურვილი უქმნის მთავარ პრობლემას ოჯახის მთლიანობას, სწორედ ეს ანგრევს ურთიერთობებს. „არაფერი დავუთმოთ კაცებს!“ „არაფერში ჩამოვრჩეთ მათ!“ – ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც, შეიძლება, ქალმა მამაკაცთან ურთიერთობაში დაუშვას.

მამაკაცები გამუდმებული წნეხისა და ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, რადგან მათ ბრძოლა გამოუცხადეს, თუმცა, არც ქალები არიან უკეთეს დღეში – სტრესი მათ მუდმივ თანამგზავრად იქცა. მეტისმეტი აქტიურობა და მიზანსწრაფვა ქალის ბუნებისთვის იმდენად შეუფერებელია, რომ ისინი ნელ-ნელა ყალიბდებიან ნევრასთენიკ, ისტერიკულ, დეპრესიულ არსებებად, მამაკაცებს კი ნაკლებად მოსწონთ ასეთი ქალები. მაგრამ, რა ქნას ქალმა, თუკი მას მამაკაცის იმედი აღარ აქვს; თუ საკუთარ პრობლემებთან ჭიდილი თავად უწევს; თუ სულ აღარ დარჩნენ ნებისყოფიანი, ძლიერი მამაკაცები მტკიცე, პრინციპული ხასიათით, რომლებიც საკუთარსაც და ქალის სათრევ ტვირთსაც უდრტვინველად ზიდავდნენ?! ჰოდა, მივიღეთ ასეთი სურათი: ლიდერობს ის, ვინც ძლიერია.

ახლა, ალბათ, აღარ გაგიკვირდებათ, რატომ მომრავლდნენ ლიდერი ქალები.

 

ცოტა ფსიქოლოგია

ზოგჯერ ფსიქოლოგსაც უნდა დაუჯერო – რაც უნდა იყოს, სერიოზული მეცნიერებაა. მოკლედ, ფსიქოლოგები შემოგთავაზებთ რჩევებს და, დაუჯერებთ, თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია.

რაღაც კარგის მოლოდინი ყოველთვის ამარტივებს სირთულეებს, თანაც, საკმაოდ სერიოზულს. ჭეშმარიტად რთული ცხოვრებისეული სიტუაცია მარტივად გადაიჭრება, თუკი მოახერხებთ და მას მომავლის გადასახედიდან დაინახავთ. ყველაფერი დღევანდელი აუცილებლად იქცევა წარსულად. უიმედო სიტუაცია და გადაუჭრელი პრობლემა რომ არ არსებობს, ეს უკვე აქსიომაა, რაღაც დროის გასვლის შემდეგ თითქოს ყველაფერი  თავისით ლაგდება და, შეიძლება, გაგეღიმოთ კიდეც, როცა გაიხსენებთ, რამდენი ცრემლი დაღვარეთ და როგორ ინერვიულეთ მის გამო. თუმცა, ფსიქოლოგები იმასაც გვასწავლიან, რომ რეალობის მომავლის გადმოსახედიდან დასანახავად კარგად განვითარებული ოპტიმიზმია საჭირო.

ფიზიკური აქტიურობა ძალიან კარგი წამალია. ის არ გიტოვებს დროს მოსაწყენად და, სხეულთან ერთად, სულსაც აჯანსაღებს.

ძალიან კარგია სწორი ცხოვრებისეული რიტმი – თითქმის მთავარი ფაქტორი იმისთვის, რომ თავი კარგად და კომფორტულად იგრძნოთ. დააკვირდით, როდის უფრო აქტიური ხართ, როდის უკეთ გამოგდით საქმეები. მაგალითად, თუ დილაა თქვენთვის უფრო პოზიტიური და აქტიური, ის, რაც რთულად მოსაგვარებელია, დილიდანვე დაგეგმეთ.

თქვენ თავად უნდა იყოთ, საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი. იყავით აქტიური, რასაც ხელს მოჰკიდებთ, ეცადეთ, ბოლომდე მიიყვანოთ... ერთი სიტყვით, სულ ცოტა ფსიქოლოგია ნამდვილად არ გაწყენთ.

 

ყურებით... ან, იქნებ, თვალებით?!

ქალებს უყვართ ყურებით, მამაკაცებს – თვალებით; ქალები ემოციების კარნახით მოქმედებენ და მათი გავლენის ქვეშ არიან, მამაკაცები კი აზროვნებენ და მოქმედებენ რაციონალურად. ჭეშმარიტად განსხვავებული ფსიქოლოგიაა, მაგრამ, ემოციური პრობლემები აბსოლუტურად იდენტურია და როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ხშირად სწორედ ეს პრობლემებია ქალისა და მამაკაცის შემკვრელ-გამაერთიანებელი. თქვენი შიშები, შფოთვა, უცნაურობები, განუხორციელებელი ოცნებები, თუ კომპლექსები პარტნიორს არათუ არ უნდა აღიზიანებდეს, არამედ, კარგად ნაცნობი და გასაგებიც უნდა იყოს მისთვის. თუ ეს ასეა, თქვენი წყვილი შედგება. თუმცა, ამ შემთხვევაში სიფრთხილე აუცილებელია, რათა ორივე არ გაერთიანდეს და არ „ჩარჩეს” კონკრეტულ ფსიქოლოგიურ პრობლემაში.

ქალმა ის იმ გადატანილი ტანჯვისთვის შეიყვარა, რომლისთვისაც ცხოვრებამ გაწირა, კაცი კი ასეთი თანაგრძნობის მიმართ გულგრილი ვერ აღმოჩნდა და... გაჩნდა ოჯახი, მაგრამ აქ არაფერია ნათქვამი, რამდენის მოთმენა მოუწევს ცოლს და რამდენ ხანს დააფასებს ქმარი მის თავგანწირვას. იქნება კი ეს ყველაფერი მათ შორის სიყვარულის კოცონის გამჩაღებელი?! არასოდეს თქვათ, მე რომ არა, დაიღუპებოდაო. არავითარ შემთხვევაში. ადრე თუ გვიან ვიღაც გამოუჩნდებოდა, ვის კალთაშიც გამოიტირებდა საკუთარ უბედობას. ნუ იქნებით მისი პერსონალური ფსიქოლოგი, და მარად მზადმყოფი დახმარებისთვის, ის ამისთვის არ შეგიყვარებთ. თუმცა, ერთი უპირატესობა მაინც აქვს: ქმარი ყოველთვის დარწმუნებული იქნება თქვენში, თქვენს მეკავშირეობაში. დაუმატეთ ამას ქალური მომხიბვლელობა და ინტრიგა და – ყველაფერი წესრიგში იქნება. გახსოვდეთ, კაცებს თვალებითაც უყვართ!

 

განგაშის დროა?!

ემოციები აუცილებლად უნდა აკონტროლოთ. ჭარბი ყველაფერი ცუდია – როგორც პოზიტივი, ისე ნეგატივი. არც ერთი არ უნდა გექცეთ პრობლემად. ამიტომ, შეეცადეთ, ზუსტად გამოიცნოთ როდის უნდა შემოჰკრათ განგაშის ზარებს.

მაგალითად, დროა ცვლილებებზე იფიქროთ, თუ:

* თითქმის ყოველ საღამოს მოწყენილი და დაღონებული ხართ. საკუთარ თავს ატყობთ, რომ ადრე ასე არ იყავით.

* ვერ პოულობთ სიმშვიდეს, მუდმივად შფოთავთ და ვერც წყნარად გძინავთ; არც გათენება გიხარიათ, არც შოპინგებისკენ მიგიწევთ გული და არც გართობა გაინტერესებთ.

* აშკარად დაგიქვეითდათ თვითშეფასების მაჩვენებელი. ხშირად გქენჯნით სინდისი, გაქვთ დანაშაულის განცდა, თუმცა, ვერ ხვდებით, რისთვის ან რატომ. „რაღაც გავაფუჭე,” „რაღაც ჩემი ბრალია,” „მე რომ უფრო ჭკვიანი ვყოფილიყავი”... – საკმარისია, ნუღარ შეიცოდებთ საკუთარ თავს. თქვენი მდგომარეობა ახლოსაა წინადეპრესიულ პერიოდთან. ნახევარი ნაბიჯი და – დეპრესიაც არ დააყოვნებს. სასწრაფოდ იზრუნეთ იმაზე, რომ ნეგატივისგან გათავისუფლდეთ. იფიქრეთ, რატომ ხართ ასე? რა უნდა შეცვალოთ და დაგეგმოთ, სხვა „ბილიკზე” რომ გადახვიდეთ? ცხოვრება ყოველთვის არ გაგანებივრებთ, თუ ინიციატივას თავად არ აიღებთ ხელში. ასე რომ, გეყოფათ მოწყენა, იმოქმედეთ!

P.S. როცა დიდი ხნის განმავლობაში ხართ მოწყენილი გაცილებით საღად აფასებთ მოვლენებს. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ!

 

скачать dle 11.3