კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება შვილისთვის მომავალი წარმატების კოდის ჩაკეტვა მშობლის მიერ და რა გავლენას ახდენს ეჭვიანობით დაზიანებული კარმა სასიყვარულო ურთიერთობაზე

 

ჩვენს გარშემო ზოგი ადამიანი ჰარმონიულად ცხოვრობს, უხარია, განიცდის და ტკბება ბედნიერებით, ზოგიც დადარდიანებულია, საყვარელ ადამიანთან პრობლემები აქვს, ვერ ართმევს თავს ცხოვრებისეულ ბარიერებს და მცირედი პრობლემაც კი დეპრესიაში აგდებს. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანი ამბობს, ადამიანის ცხოვრებაში მომხდარ ნებისმიერ მოვლენაზე კარმა დიდ გავლენას ახდენს. ასევე, მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევთ შვილს, რადგან სახელი, მომავალში, ბევრ რამეზე აგებს პასუხს, მათ შორის, ბედნიერ სიყვარულზე, კარიერულ წინსვლასა და ჰარმონიულ ოჯახურ თანაცხოვრებაზე.

ნანი: ცხოვრებაში ყოველთვის ისე არ ვითარდება მოვლენები, როგორც ეს ჩვენ გვსურს, ან წარმოგვიდგენია. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა მთავარი, მაინც ადამიანის კარმაა. ანუ, ჩვენ ცხოვრებაში იმას ვიღებთ, რასაც გავცემთ. სასიყვარულო ურთიერთობაზე კი კარმა უდიდეს გავლენას ახდენს. სწორედ მასზეა დამოკიდებული, იღბლიანი და ბედნიერი იქნებით თუ არა ამ მხრივ და რამდენად გიმართლებთ ბედში. ჩვენ დამსახურებულად ვიღებთ ამ ცხოვრებაში იმას, რაც წინა ცხოვრებაში, ანუ წარსულში დავთესეთ. დამსახურებულის მიღება კი, ხშირად არ გვსიამოვნებს. თუ სიყვარულში ბედნიერების მიღწევა გსურთ, მაშინ ამ მხრივ რაღაც-რაღაცეების გათვალისწინებაც მოგიწევთ. 

– არ მეგულება ადამიანი დედამიწის ზურგზე, ვისაც ეს არ სურდეს. და მაინც,  კერძოდ, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წარმატებებს სიყვარულში ადვილად მივაღწიოთ?

– კარმა, მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ მიერ წარსულში და წინა ცხოვრებაში ჩადენილი საქციელის ასახვის პრინციპია. ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგი ქმედებები და მცდელობები, კარგ კარმას გვაძლევს, ცუდს კი – საწინააღმდეგო, ცუდი კარმისკენ მივყავართ. როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, კარმის პრინციპები ცოტა უფრო რთულად აღსაქმელი ხდება. მოგეხსენებათ, სიყვარული საკმაოდ რთული, ვნებიანი და ყველაფრის მომცველი გრძნობაა. მას შეუძლია ყველაზე გონიერ ადამიანსაც კი დააკარგვინოს თავი და ისეთი სისულელეები ჩაადენინოს, რაც სხვისგან გაუკვირდებოდა. ამიტომ, ამ მხრივ, თუ სიფრთხილე და წინდახედულება არ გამოიჩინეთ, შეიძლება, ისე დააზიანოთ სასიყვარულო კარმა, აზრზეც ვერ მოხვიდეთ. 

– როგორ საქციელს შეუძლია სასიყვარულო კარმის დაზიანება?

– სასიყვარულო კარმის დაზიანება და დანგრევა შეუძლია ტყუილს, ღალატს, შეურაცხყოფას, დანაშაულის გრძნობას და ასე შემდეგ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. თქვენს ჰარმონიულ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობაში მცირედი ეჭვიანობაც, ან რაიმე მიზეზის გამო წარმოქმნილი დანაშაულის გრძნობაც კი, სასიყვარულო კარმას საგრძნობლად აზიანებს და ის დანგრევამდე მიჰყავს. ხომ გსმენიათ, ყველაფერი კარგად იყო წყვილს შორის და მოულოდნელად დაშორდნენ. ამის მიზეზი კი გაუგებარია. ეს სწორედაც რომ, კარმის დაზიანების შედეგია, რამაც დაშორებამდე მიიყვანა შეყვარებული წყვილი. ხოლო, თუ კარმის გამოსწორება გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ წარსულში რაიმე ცუდი თუ  ჩაიდინეთ. შეიძლება, ჩადენილის გამოსწორება ვერც მოხერხდეს, სამაგიეროდ, ამჟამინდელი პრობლემების მიზეზთა გაანალიზებით, შეგიძლიათ სწორად განაგრძოთ წინსვლა და ჯანსაღი სასიყვარულო კარმის შექმნა თქვენი მომავლისთვის. გამოხატეთ გრძნობები, შეეცადეთ მუდმივად ასიამოვნოთ პარტნიორს, არ დაიშუროთ კომპლიმენტები, იყავით კეთილი და ყურადღებიანი მისი გრძნობების მიმართ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს კარგი კარმის მოზიდვას თქვენს ურთიერთობაში. სამწუხაროდ, ხშირად ისე ვართ დაკავებული საკუთარი თავით, რომ მცირედი ყურადღების გამოხატვაც კი გვავიწყდება. მომავალში კი ეს ფაქტი უარყოფითად აისახება ჩვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე. პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ გადალახოთ ის გაღიზიანება, კონფლიქტური სიტუაციები და უარყოფითი ატმოსფერო, რომელიც თქვენ შორის იქმნება და რომელიც ეჭვიანობის, წყენის, გარიყულობის, მიტოვების მიზეზი ხდება. არ ჩაიკეტოთ ამ დროს საკუთარ თავში, ჯობია, გულახდილად გაარკვიოთ სიტუაცია რჩეულთან, რადგან ეს თქვენს კარმაზე დადებითად აისახება. ასევე, როდესაც წყენას და ბოღმას აგროვებთ ადამიანების მიმართ, ეს თქვენს სასიყვარულო კარმასაც დიდ ზიანს აყენებს. ამ უარყოფით ემოციებს კი უძლიერესი ენერგია აქვს, რომელსაც მთელი ცხოვრება ვერ მოიშორებთ და ნელ-ნელა საკუთარ ცხოვრებასაც დაანგრევთ და ურთიერთობებსაც ვერ გააანალიზებთ სწორად. უბრალოდ, ისწავლეთ ადამიანების გაგება და პატიება, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, უმნიშვნელოვანესია პარტნიორთან სინქრონულობა. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას გამოიყენოთ ეზოთერულ-პარაფსიქოლოგიური წესები. ანუ, ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ასევე, ცოდნა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თან სდევდა ადამიანს და საკუთარ ბედში გარკვევისა და სწორი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებოდა. ასე, ადვილად შეძლებთ, თქვენს ურთიერთობაში მინუსებისა და პლუსების დანახვას, დაფარული ზრახვების ამოცნობას და იმის გაანალიზებას, რაც სიყვარულში გაფერხებთ. 

– იმასაც ხომ ამბობენ, ნამდვილი სიყვარული კამათში იბადებაო?

– რადგან სიყვარული ვნებიანი გრძნობაა, პარტნიორებს შორის ჩხუბი და კამათიც „მოსულა“. ამიტომაც ხშირია, შეყვარებულ წყვილებს შორის უთანხმოება. ამიტომ, უნდა აკონტროლოთ ემოციები და თუ გრძნობთ, რომ აგრესია მოგეძალათ საყვარელი ადამიანის მიმართ, სასწრაფოდ დალიეთ დაფნის ფოთლების ნახარში და ხელები გამდინარე წყალს შეუშვირეთ. ეს სიმშვიდეს დაგიბრუნებთ და რჩეულთან კამათსაც თავიდან აგარიდებთ. სხვათა შორის, დადებით და უარყოფით აზრებს, მოვლენების გამოწვევის ძალა გააჩნია. თუ ნეგატიურად დაიტვირთები, რაიმე ცუდი აუცილებლად მოხდება თქვენს ცხოვრებაში. მაგალითად, თუ ხშირად ფიქრობთ, რომ სასიყვარულო პარტნიორი გღალატობთ, ის აუცილებლად გიღალატებთ. ხომ იცით, ადამიანის ფიქრის რეალიზება რეალურად შესაძლებელი ფაქტია და ის კოსმოსიდან, სამყაროდან ბუმერანგივით დაბრუნებული „საჩუქარია”. დადებითი მოვლენების მოსაზიდად აუცილებლად დადებითად უნდა იაზროვნოთ. უარყოფით აზრებს კი „იგნორი უნდა გაუკეთოთ“. მთავარია, მოინდომოთ და ყველაფერი გამოგივათ.

– პარაფსიქოლოგები ამბობენ, ადამიანის სახელში ერთგვარი კარმული კოდია ჩადებულიო. სასიყვარულო ურთიერთობაში თუ ახდენს ეს გავლენას?

– რასაკვირველია. ადამიანისთვის დარქმეული სახელი დაბადებიდანვე დიდ ზეგავლენას ახდენს მისი პიროვნების, ფსიქოტიპის ჩამოყალიბებასა და სამომავლო ბედის განსაზღვრაზე. გეტყვით, რომ მამის, ბიძის, ბაბუის ან ოჯახის სხვა წევრის სახელის დარქმევა კარგი არ არის. საქმე ისაა, რომ შვილს არასდროს არ უნდა დაარქვათ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც მძიმე, ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა, ხშირად ავადმყოფობდა, ადრე დაიღუპა, მძიმე ბედი ხვდა წილად, წარუმატებელი, უშვილო ან უბრალოდ, ტრაგიკული პიროვნება იყო. ასეთი ადამიანის პატივსაცემად დარქმეულმა სახელმა, შეიძლება, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვის განვითარებასა და მომავალზე. თუ თქვენი ოჯახის წევრი ყველანაირად შემდგარია, და ისეთი წარმატებული, რომ მის ბედს ბევრი შენატრის, მაშინ თამამად შეგიძლიათ, დაარქვათ ახალშობილს მისი სახელი. ასე რომ, ბავშვისთვის შერჩეული სახელი წარმატებული ბედის უნდა იყოს. ასევე, შეეცადეთ, ყოველთვის გაარკვიოთ არჩეული სახელის მნიშვნელობა, ისტორია და გადახედოთ მსგავსი სახელის მქონე სხვა ადამიანების ბედს. ნებისმიერ შემთხვევაში, ლამაზი ჟღერადობის გარდა, სახელის დადებით მნიშვნელობასა და მუხტზეც იფიქრეთ. ასე, თქვენი პატარა მომავალში ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული იქნება. მაგრამ, უარყოფითი მუხტისა და წარუმატებელი ადამიანის სახელის დარქმევით, მას იღბალს უკეტავთ და ამაზე დროულად დაფიქრდით.

 

 

скачать dle 11.3