კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მიიღო ისლამი ფრანგმა ნიკოლას ანელკამ და რა მიზეზით შეიცვალა რელიგია ფრანკ რიბერიმ

 

მათი საფეხბურთო მიღწევებით მილიონობით ფეხბურთის ქომაგი აღფრთოვანებულია, ისინი თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან.  ბოლო დროის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავთა შორის, უამრავმა მუსლიმანმა ფეხბურთელმა გაიბრწყინა. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ იმ ფეხბურთელებისგან შემდგარ ტოპ-ათეულს, რომლებიც დაბადებიდან მუსლიმანები არიან ან ისლამი, როგორც ჭეშმარიტი რელიგია, მოგვიანებით მიიღეს.

ნიკოლას ბილალ ანელკა

ლონდონის „ჩელსიდან” ამ ზამთარს ჩინურ „შანხაი შენხუაში” გადასულმა ნიკოლას ანელკამ ისლამი 2004 წელს მიიღო. ბავშვობის მეგობრებთან რელიგიაზე საუბრის შემდეგ, ნიკოლასი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრა და იქ, ერთ-ერთ მეჩეთში, ისლამი მიიღო. ნათლობისას მას სახელად  აბდულ სალამ ბილალი ეწოდა. კარიერის განმავლობაში ანელკას არაერთი ევროპული ტოპ-კლუბის მაისური მოურგია: „არსენალი”, „რეალ-მადრიდი”, „ჩელსი”, „ლივერპული”, „პარი სენ ჟერმენი”. მის სახელს უამრავი სკანდალი უკავშირდება, რომელთაგან უკანასკნელი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, სამხრეთ აფრიკაში განვითარდა. რაიმონ დომენეკის მუშაობით უკმაყოფილო ანელკამ  მთავარ მწვრთნელს „ბინძური ნაბიჭვარი” უწოდა და ნაკრები დატოვა. მოგვიანებით, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ანელკას 18-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, ხოლო თავად ფეხბურთელმა, სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა განაცხადი.

ფრანკ ბილალ რიბერი

ავტოკატასტროფაში მიღებული ნაიარევებით ცნობილმა ფრანგმა, ფრანკ რიბერიმ ისლამი რამდენიმე წლის წინ მიიღო. ერთ-ერთ ინტერვიუში „ბაიერნის” ლიდერს ნათქვამი აქვს: „მე დღეში ხუთჯერ ვლოცულობ და ლოცვის შემდეგ თავს უკეთესად ვგრძნობ”. მისი მეუღლე ვაჰიბა და ორივე ქალიშვილი – ჰიზია და შაჰინეზი, ასევე მუსლიმანები არიან. სწორედ მეუღლის გამო მიიღო ფრანკმა ისლამი. ალჟირელი ვაჰიბა ბელჰამის მშობლები წინააღმდეგები იყვნენ შვილი სხვა რელიგიის მიმდევარს გაჰყოლოდა და ფრანკმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რელიგიის ცვლილებასთან დაკავშირებით, ერთ საათში მიიღო. სხვათა შორის, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობის დროს, ფრანკ რიბერი და ფრანგთა ლიდერი – ზინედინ ზიდანი ერთად ლოცულობდნენ.

კოლო ჰაბიბ ტურე

„მანჩესტერ სიტისა” და კოტდივუარის ნაკრების მცველი, კოლო ტურე მორწმუნე მუსლიმანია. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ სურს, გახდეს სამაგალითო ადამიანი ახალგაზრდა ბრიტანელი მუსლიმანებისთვის. თუმცა, კარგად გამოსდის თუ არა მას ეს საქმე, რთული სათქმელია. 2011 წლის დასაწყისში კოლო ტურეს დოპინგის მოხმარებისთვის, ნახევარი წლით ფეხბურთის თამაში აუკრძალეს. კოლო ტურეს ძმა, ასევე, ცნობილი ფეხბურთელია, „ბარსელონას” ყოფილი წევრი და ამჟამად ძმასთან ერთად „სიტიში” მოთამაშე – იაია ტურე, ასევე, ჭეშმარიტი მუსლიმანია.

ფრედერიკ უმარ კანუტე

ესპანური „სევილიას” თავდამსხმელმა, საფრანგეთში დაბადებულმა ფრედერიკ კანუტემ ისლამი 20 წლის ასაკში მიიღო. 34 წლის ფეხბურთელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებას ელოდებოდა. თუმცა, საბოლოოდ „ფიფას“ მიერ მიღებული ახალი კანონით ისარგებლა, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელებს ეხებოდა და 2004 წლიდან, მალის ნაკრების კეპი მოირგო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კანუტეს, რომელიც, ცნობისთვის, 2007 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელია, ამ საზამთრო სატრანსფერო პერიოდში „სევილიას” რიგები უნდა დაეტოვებინა. თუმცა, სეზონის ბოლომდე იგი კვლავ პრიმერადივიზიონში ითამაშებს.

ქარიმ ბენზემა

საფრანგეთის ნაკრების ლიდერისა და „რეალ-მადრიდის” თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემას მშობლები ალჟირის ღარიბი სოფლიდან ფრანგულ ლიონში ჩასახლებული ემიგრანტები არიან. ქარიმი ბავშვობიდან ეზიარა ისლამს და „ყურანი” მისი სამაგიდო წიგნია. ბენზემაზე დიდ იმედებს ამყარებს საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლორან ბლანი. სწორედ ის უნდა იქცეს გუნდის საკვანძო ფიგურად „ევრო-2012-ზე“. სავარაუდოდ, ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრების რიგებში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშებს მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ ეტაპზე.

სამირ ნასრი

ალჟირული წარმოშობის კიდევ ერთი ფრანგი ვარსკვლავი, რომელსაც წლების წინ სამშობლოში „ახალი ზიდანი” შეარქვეს – სამირ ნასრი დაბადებიდან მუსლიმანია და ამჟამად „მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავს. იქ ის არსენ ვენგერის ვარსკვლავების სამჭედლოდან, ლონდონის „არსენალიდან” გადავიდა. ცნობისთვის, თავისი სადებიუტო გოლი ნაკრებში სამირ ნასრიმ საქართველოს ნაკრებს გაუტანა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში.

ჰატემ ბენ არფა

„ნიუკასლის” ფრანგი შემტევი, ჰატემ ბენ არფა ტუნისელი ემიგრანტების შვილი და ჭეშმარიტი მუსლიმანია. თავის დროზე, ბენ არფას ტუნისის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე გასვლას სთავაზობდნენ, თუმცა მან საფრანგეთის ნაკრების ღირსების დაცვა ამჯობინა. მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელები არ წყალობენ, მან მაინც მოახერხა 2 გოლის გატანა 8 შეხვედრაში. 

ჰალიდ ბულაჰრუზი

ჰოლანდიის ნაკრებისა და გერმანული „შტუტგარტის” მცველი ჰალიდ ბულაჰრუზი მაროკოელი ბერბერების შთამომავალია. ბერბერების უმეტესობა კი, მუსლიმანი-სუნიტები არიან. ჰალიდე სისტემატურად თამაშობს ჰოლანდიის ნაკრებში, სადაც მისი დებიუტი 2004 წელს შედგა. იგი 2010 წლის მუნდიალის ვერცხლისმედალოსანია. 2008 წელს, რუსეთის ნაკრებთან მეოთხედფინალური მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჰალიდის მეუღლემ ლოზანის სამშობიაროში იმშობიარა. თუმცა, ჩვილი გარდაიცვალა და, ამის გამო ჰალიდს მატჩის გამოტოვება მოუხდა. ის პირადად მარკო ვან ბასტენმა გაათავისუფლა. მატჩზე მთელი ნაკრები შავი სამკლაურებით გამოვიდა. ოჯახური ტრაგედიის მიუხედავად, ჰალიდმა ფეხბურთში დაბრუნება მოახერხა და 2010 წელს მას მეორე შვილი, ამაია ეყოლა. 

აბუ დიაბი

არსენ ვენგერის მიერ აღმოჩენილი კიდევ ერთი ტალანტი, საფრანგეთის მოქალაქე – აბუ დიაბი ლონდონის „არსენალის” უცვლელი წევრია 2006 წლიდან. ის, ასევე, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია. აბუ დიაბი მუსლიმანია, როგორც საფრანგეთის ნაკრების სხვა წამყვანი ფეხბურთელები. 

მესუთ ოზილი

„რეალ-მადრიდის” ფეხბურთელი, თურქული წარმოშობის გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მესუთ ოზილი ისლამის ჭეშმარიტი მორწმუნეა. ცნობილია, რომ ფეხბურთელი ყოველი მატჩის წინ ყურანს კითხულობს. გასახდელში კი, ლოცულობს და მისმა თანაგუნდელებმა იციან, ამ დროს მასთან საუბარი არ შეიძლება. ოზილი ბოლო დროის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ის თავის დროზე ჩვენებური, ლევან კობიაშვილის თანაგუნდელი იყო „შალკე 04-ში”. შემდეგ „ვერდერში” აგორებდა ბურთს და ამჟამად ესპანეთის სამეფო კლუბში თამაშობს. მიმდინარე პრიმერადივიზიონში ოზილი საუკეთესო ასისტენტია. თავისი გოლების უმრავლესობა კრიშტიანუ რონალდუმ სწორედ მისი პასებით გაიტანა.

 

скачать dle 11.3