კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

გაბრიელ ეპისკოპოსი: ჭეშმარიტი ლოცვა კაცის სულს აცხოველებს და კეთილი საქმეებისკენ იზიდავს; ადამიანის გულში იგი კეთილ ზრახვებს აღძრავს, ხოლო უკეთურ აზრებსა და სურვილებს სპობს. ის აიძულებს კაცს, საქმით ადიდოს ღმერთი. თუ ადამიანის ხორციელ ცხოვრებას აზრი და მოქმედება შეადგენს, მისი სულიერი ცხოვრება ლოცვითა და საქმით შედგება. ლოცვა, რომელიც საქმედ არ გადაიქცევა, არ არის ჭეშმარიტი ლოცვა. ყოველი კეთილი საქმე, ჩვენგან აღსრულებული, იგივე ლოცვაა, რამდენადაც ნაყოფია ლოცვისა. 

გრიგოლ ღვთისმეტყველი: ადამიანის ჭეშმარიტი ბუნებისთვის დამახასიათებელია ცხოვრებისეული, უშრეტი სულიერი სიმდიდრის შეძენა. გარშემო არსებულ მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა კი ადამიანისა და შემთხვევითობისადმი მონურ მორჩილებამდე მიგვიყვანს.

წმიდა სილუანი: ირწმუნე, რომ სულის გარდა, სხვა საკუთრება არ გაგაჩნია. გაბედულად აირჩიე ცხოვრების საუკეთესო წესი და ჩვევა მას სიამოვნებად გიქცევს. სიმდიდრე არასასიამოვნო ნავსაყუდელია, დიდება – უფრო უარესი. ასევეა სხეულიც, ძალაუფლებაც, პატივიც; ყველაფერი ეს უმნიშვნელოა და არაფერს წარმოადგენს. რა არის ცხოვრებისთვის საიმედო დასაყრდენი? მხოლოდ სათნოება. ასეთია ღვთის კანონი, მხოლოდ სათნოებაა მტკიცე და ურყევი, სხვა დანარჩენი კი – არაფერია.

იოსებ ათონელი: ვისაც ჰგონია, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონია, ვერ იქნება თავმდაბალი, რადგან არავის წინაშე არ მიიჩნევს თავს ვალდებულად. ვინც თავის დანიშნულებას ღმერთის სამსახურში ხედავს, შეუძლებელია, არ იყოს მორჩილი, რადგან ის მუდმივად წუხს, რომ ბოლომდე ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას.

კიპრიანე კართაგენელი: მონანიებით აღსრულდება სამარცხვინო საქმეებში ჩადენილ სიბილწეთაგან განწმენდა. შემდგომ ამისა, თანაზიარვექმნებით სულიწმიდას, მაგრამ, ზერელე დამოკიდებულებით კი არა, რწმენის ძალით, უდრეკად და მორჩილი სულის ღრმა სინანულში მყოფობით.

ეფრემ ასური: უნდა გავექცეთ უსარგებლო საუბრებს და არ დავუკავშირდეთ მათ, ვინც ღვთის შიშს არად აგდებს, რადგან ისინი სასარგებლოს არაფერს ამბობენ, არაფერს აკეთებენ უფლისთვის; არ საუბრობენ არც სათნოებებზე, არც ღვთისმოსაობაზე, არც სიწმიდეზე. მათი საუბარი – სიკვდილით სიკვდილია; მათი რჩევა – ჯოჯოხეთის უფსკრული; მათთან ერთობა – სულიერი დაღუპვა. 

ნეტარი ავგუსტინე: ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი, სხვა კი – სულისთვის. ერთისგან თავდაცული და მეორის მიმართ დაუდევარი იმის მსგავსად იქცევა, ვინც თავისი ვენახი მაღალი ღობით შემოღობა მხეცებისგან დასაცავად და, ამასთან ერთად, მტაცებელი ფრინველებისთვის სრულიად დაუცველი დატოვა.

იოანე ოქროპირი: ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დატკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დატკბებიან ცათა შინა.

სქიმიღუმენი იოანე: მონაგებთა სიუხვე, მშობელთა სიყვარული და ქება-დიდება გარშემო მყოფთაგან, დაბრკოლებაა სულიერი ცხოვრების გზაზე. წმიდა მამებს ძალიან ეშინოდათ ცოდვის ამ მიზეზების, ყოველმხრივ განერიდებოდნენ მათ და ამიტომ მიდიოდნენ მონასტრებსა და უდაბნოებში, მაგრამ, შენ ნურსად გაიქცევი, არამედ, ეცადე, იყო ბრძენი, ვითარცა გველი და უმანკო, ვითარცა მტრედი. სხვა ყოველივე წარმავალია, ამაოა, ყალბია. უფალო, შეგვიწყალე!

 

 

скачать dle 11.3