კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოიგონა ბავშვობაში წყალბადის შემადუღებელი აპარატი დათა გაბუნიამ და რატომ ეკრძალებოდა მას ძმის მანქანებთან მიკარება

დათა გაბუნია დაახლოებით 2 წელია, რაც გადაცემა „ბიზნეს კურიერის” ტექნიკური პროდიუსერია. მანამდე კი მთელი 10 წლის განმავლობაში, ყველაზე ცხელ წერტილებში უწევდა მუშაობა. დათა ყველასთვის საყვარელი დიქტორის, ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილი და საკმაოდ სასიამოვნო პიროვნებაა – ბევრი საკითხისადმი განსხვავებული და საინტერესო დამოკიდებულებებით. 

 

დათა გაბუნია: ბავშვობაში ყოველთვის მაინტერესებდა რაღაცეების გამოგონება, შექმნა. რადგან მაშინ ბევრი მასალის შოვნა ჭირდა, ამიტომ ვფიქრობდი, თუ მე ვერ ვშოულობ, იქნებ თავად შევქმნა-მეთქი. მაგალითად, მანქანას ვაწყობდი და რატომღაც საბურავები ვერ გავუკეთე. დავფიქრდი, ქიმიის წიგნი ავიღე, სადაც ეწერა, რისგან მზადდებოდა კაუჩუკი და შემდეგ ვულკანიზაციის შედეგად – რეზინა. ასე გავყევი, გავყევი და ქიმიამ ისე დამაინტერესა, საბურავების გაკეთება დამავიწყდა. სკოლაში დავდიოდი, დაბალ კლასში ვიყავი, წყალბადის შემადუღებელი აპარატის გაკეთება რომ ვცადე და აივანზე ამიფეთქდა. სახლ-კარი არ დამიწვავს. სახესთან ამიფეთქდა ბოთლი და ისეთი ძლიერი აფეთქება იყო, ნარჩენებიც კი არ დარჩენილა. სამაგიეროდ, მერე გავაუმჯობესე შედეგი. მაინც ავაწყვე წყალბადის შემადუღებელი აპარატი, რომელიც უფრო იუველირებისთვის იყო. ანუ, პატარა ნივთის შედუღება თავისუფლად შეიძლებოდა. ძალიან მიყვარდა  მანქანების გადაკეთება. კარგი გერმანული სათამაშოები სულ მქონდა. მანქანები ძრავათი, ელექტროძრავათი, ზოგი პულტით იმართებოდა, მაგრამ მაინც არ მაკმაყოფილებდა და ხან მეორე ძრავას ჩავუდგამდი. ხან კარს გავუჭრიდი, მოკლედ, ჩემებურად გადავაკეთებდი. სიმართლე გითხრა, დღეს რომ მითხრა, გააკეთე ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებსო, ეს იქნებოდა ავტომანქანის ინდივიდუალურად მორგება. ეს კი, ჩვენთან საკმაოდ ძვირია და თავიდან ფული გჭირდება. ძალიან კარგია „ტოიოტა”, „მერსედესი”, „ფერარი”,  მაგრამ მინდა იყოს ისეთი, როგორსაც  მე მიმაჩნია საჭიროდ და მორგებულად. ნახაზები და ნახატები მაქვს სახლში. ჩემი ემბლემაც კი გავაკეთე, რომელსაც თუ რამეს დავხატავდი, ზედ ვადებდი.

ძმები: დათა და გიორგი გაბუნიები 

ოჯახის წევრები ყველაფერს მიჩვეულები იყვნენ, მათთვის ეს არანაირი პრობლემა არ იყო. უბრალოდ, ჩემი ძმა თავის მანქანებზე ხელს არ მაკარებინებდა. რატომღაც ისე ახერხებდა, რომ მანქანა, რომელიც მე მინდოდა მქონოდა, მას ჰქონდა. მე ხელს ვერ მოვკიდებდი, რადგან არ მქონდა უფლება. ასე ვიყავით გაზრდილები: ეს იმისია და არ უნდა მოჰკიდო ხელიო. სამაგიეროდ ჩემი ყველა მანქანა  დაჭრილი, გადაკეთებული იყო. საერთოდ, ვართ – ორი ძმა და ერთი და. გიორგი შუათანაა, და – უფროსი, მე უმცროსი ვარ. როგორც უმცროსი, არასდროს ვყოფილვარ დაჩაგრული, პირიქით, ისინი იჩაგრებოდნენ. დამნაშავე რომ ვიყავი, მაინც ჩემთვის მოჰქონდათ საჩუქრები და ამაზე გიჟდებოდნენ. ეს აშავებს და რადგან ცუდ ხასიათზეა, ამიტომ ჩუქნით საჩუქარებსო?! ისინი ხუთოსნები იყვნენ, ყველაფერს ასრულებდნენ, წესიერად სწავლობდნენ, კითხულობდნენ, თავის დროზე იძინებდნენ, მე – არა. ვუჯერებდი ჩემებს, მაგრამ ვცდილობდი, სკოლიდან გავპარულიყავი, რაღაც გამეფუჭებინა. რა თქმა უნდა, სერიოზული არაფერი – ეზოში მინდოდა ყოფნა, შატალოზე წასვლა. პირველ სკოლაში ვსწავლობდი. იქ რომ ვერ მიპოვიდნენ, მერე ლაღიძეში დამადგებოდნენ. ყველაზე მეტად ძმასთან ერთად მიყვარს სადმე წასვლა. თურქეთში დასასვენებლად მასთან ერთად ვიყავი, რადგან ყველაზე მეტად მასთან ერთად მსიამოვნებს ყოფნა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყველაფერი იცის და გიდივით მყავს და თან, ამ სამყაროს, მაინც ერთნაირად ვუყურებთ, ერთნაირი შეხედულებები გვაქვს... არასდროს მიგრძნია, რომ დედა მთელი დღე არ იყო სახლში. ძიძა არასდროს გვყოლია, ბებია იყო, ძირითადად, სახლში. მაგრამ, დედა ჩვენს აღზრდაში ბოლომდე იყო ჩართული. როცა მუშაობდა, დედის დედასთან ვიყავით. როდესაც მშობლები სახლში არ იყვნენ, მშვენივრად ვგრძნობდი თავს, რადგან ბებიას ვაგიჟებდით. სახლში ოლიმპიურ თამაშებს ვაწყობდით, ხან ჰოკეის ვთამაშობდით, ხან „როლიკებით“, ველოსიპედით დავქროდით. პარკეტზე, რომ ვამუხრუჭებდი ველოსიპედს და შავ ზოლს ტოვებდა, ეს მომწონდა. მერე მოვიდოდნენ, მეჩხუბებოდნენ, გააპრიალებდნენ პარკეტს და მეორე დღეს ისევ ისე გრძელდებოდა... 

ქიმიური

ფაკულტეტიდან – ტელევიზიაში

სკოლა რომ დავამთავრე, ქიმიურ ფაკულტეტზე  ჩავაბარე. მაგრამ იმ დროს „გეპეიში“ გაიხსნა ავტომატური ელექტროკავშირგაბმულობა. ეს უფრო პერსპექტიულად ჩავთვალე, ამიტომ ქიმიურს შევეშვი და ამ ფაკულტეტზე ჩავაბარე. 2000 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი და ზაფხულში დავიწყე პირველ არხზე მუშაობა. მაშინ შემოვიდა სატელიტური გადამცემი, მოძრავი სადგური, რომელსაც „ფლაი ვეი” ჰქვია. არ მიყვარს შენობაში, კაბინეტში მუშაობა – გრაფიკი. ამიტომ, ეს სამსახური ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო: სულ გარეთ ვიყავით, თან მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველანაირ სიტუაციაში. ომი იყო, გატაცება, ხანძარი, დიდთოვლობა თუ ახალი წელი, ყველაფერზე დავდიოდით, „ნიუსებში” ვმუშაობდით და ყველგან პირველები მივდიოდით. ვხუმრობდით, მაშველები ვართ-მეთქი. რეაქცია არ მაქვს არაფერზე, ავარია იყო თუ ხანძარი პირველი გავრბოდი. რთულიც იყო, შეიძლება 24 საათი გემუშავა და ვერ დაგეძინა. ომის დროს სამი ღამე არ მძინებია, მაგრამ ამას არც შევუწუხებივარ. იმ დროს სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი. ოჯახის წევრებიც ნერვიულობდნენ, მაგრამ მიეჩვივნენ, რადგან ვაკეთებდი იმას, რაც მომწონდა. 2005 წელს გადავედი „რუსთავი 2-ში”, იქაც „ფლაი ვეიზე” ვმუშაობდი. ამ საქმეზე დიდხანს ვიმუშავე, 10 წელი, დავიღალე... თუმცა, ახლა რომ ვიხსენებ, ძალიან მწყდება გული, მენატრება... 2 წელია, „ბიზნეს კურიერის” ტექნიკური პროდიუსერი ვარ და რა მივლინება, რის მივლინება. ვზივარ სამსახურში და 10-ის ნახევრიდან 7 საათამდე, გარეთ ფეხს არ ვყოფ. შაბათ-კვირას ვისვენებ. ზოგისთვის ეს შეიძლება, საოცნებო გრაფიკია, მაგრამ მე ჯერ ცოლი არ მყავს, არც ვაპირებ მოყვანას. თან, ასაკის მიუხედავად, თავს ბებრად არ მივიჩნევ. მეგობრებთან ერთად ვიყავი, დამირეკეს. მეორე დღეს მივედი როცა „ბიზნეს კურიერიდან”, გამესაუბრნენ. ყველაფერზე ვუქნევდი თავს, არადა ნახევარზე მეტს ვერ ვხვდებოდი: რა იყო, რა უნდა გამეკეთებინა. 10 წელი გარეთ ხეტიალი, უკვე დამღლელი გახდა, ამიტომ, რაც არ უნდა ყოფილიყო გასაკეთებელი, მაინც გავაკეთებდი. უარს არაფერზე ვამბობ. ვიცი, თუ დამჭირდება, წარმოდგენაც რომ არ მქონდეს საქმეზე, მაინც გავაკეთებ. პასუხისმგებლობა მომემატა, ეს წინა სამსახურშიც მქონდა, მაგრამ იქ საკუთარი თავის უფროსი ვიყავი. ახლა ჩემზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ რაღაც პრობლემაა, მეკითხებიან: კი თუ არა და მე უნდა გადავწყვიტო. მუშაობის პროცესში, რა თქმა უნდა, ვნერვიულობ და ვჩხუბობ კიდეც. ჩხუბი არ მიყვარს, უშუალოდ, ჩემი ქვეშევრდომები ვინც არიან, მათთვის ერთხელ არ ამიწევია ხმა. ისე კარგად ვართ ყველანი შეკრულები, რომ არ მჭირდება ზედმეტი მითითებები. ჩხუბი, ძირითადად, რამდენიმე ჟურნალისტთან მომდის, რომლებიც პირდაპირ მე არ მექვემდებარებიან: შენ რა გინდა, ტექნიკური პროდიუსერი ხარ, ჩვენი უფროსი კი არაო. მეც მიწევს იმის თქმა, რომ თქვენი უფროსი ვარ იმ შემთხვევაში, თუ ჩემს საქმესაც უშლით ხელს-მეთქი. 

 შაბათ-კვირას ვცდილობ, სახლში ვიყო, რადგან კვირის განმავლობაში 5 დღე არ ვარ სახლში. ამიტომ, უკვე მიყვარს სახლში ყოფნა: მშობელია, ძმა – დაელაპარაკები, საქმეებს გააკეთებ. ისე არ ვარ, რომ პარასკევს საღამოს დავლიო, გავერთო. რა თქმა უნდა, მიყვარს გართობა, კლუბში წასვლა, მაგრამ იშვიათად. ვინმემ რომ შემახსენოს: რას შვრები, შვილო, ცოლი არ მოგყავსო, გამეცინება. იციან, რომ მოვიყვან მაშინ, როცა მომინდება. თუ არ მოვიყვან, ვიცხოვრებ ვინმე გოგონასთან. იმის თქმა: შვილო, ასეთი უნდა იყოს, ოჯახის შვილი და ასე შემდეგ – რა სისულელეა, ვინც იქნება, ის იქნება. ამაზე არც მე მაქვს გართულება და არც მშობლებს. არანაირი კრიტერიუმიც არ მაქვს. შეიძლება,  გოგოს შევხედო, მომეწონოს, მაშინვე შემიყვარდეს, გადავირიო, ამოვიჩემო. მაგრამ, როგორც უცებ გადავირევი, შეიძლება, ასევე, უცებ საერთოდ აღარ შევხედო. საკუთარ თავზე კი არ მაქვს დიდი წარმოდგენა, უბრალოდ მე ყველაფერს ძალიან მარტივად ვუყურებ. რომ ამბობენ: ჩემი მეგობარი გოგონა უნდა იყოს ჭკვიანი, ნაკითხიო. ჩემთვის მთავარია, როგორ აზროვნებს, როგორ გესაუბრება, ჩემსას როგორ გაიგებს.

 

 

скачать dle 11.3