კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად ჩაყვინთა ბაიკალის ტბის ფსკერზე მონღოლეთის პრეზიდენტმა ცახიაგიინ ელბეგდორჟმა და რა აკავშირებს მას „U2-თან” და ლიუკ ბესონთან

 

ის 1990 წლის მშვიდობიანი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერია, რომელმაც წერტილი დაუსვა მონღოლეთის სახალხო პარტიის 75-წლიან დიქტატორულ მმართველობას; ლიბერალური შეხედულებების პოლიტიკოსი გახლავთ, რომელსაც ორჯერ ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ერთხელ ვიცე-სპიკერის პოსტი სახელმწიფო ჰურალეში, მონღოლეთის პარლამენტში. ცახიაგიინ ელბეგდორჟი მონღოლეთის მეოთხე პრეზიდენტი და მსოფლიოში ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსია, რომლის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ. 

* ცახიაგიინ ელბეგდორჟი 1963 წლის 30 მარტს, ზერეგ აიმაკში, მონღოლეთის რესპუბლიკაში, მომთაბარე მწყემსის ოჯახში დაიბადა. მამამისი, 1939 წელს მონღოლეთის საზღვართან, საბჭოთა კავშირის ჯარების იაპონიის იმპერიის შენაერთებთან მომხდარი ბრძოლის – „ჰალხინ-გოლის ბრძოლის” ვეტერანი იყო. ელბეგდორჟი ოჯახში მერვე შვილი გახლდათ. როცა მას 16 წელი შეუსრულდა, ოჯახი იურტიდან კეთილმოწყობილ ბინაში, ქალაქ ერდენეტში გადავიდა საცხოვრებლად. იქ დაასრულა კიდეც მან საშუალო სკოლა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, ელბეგდორჟს ულან-ბატორის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სურდა ჩაბარება. თუმცა, იმ წელს ამ სპეციალობაზე კონკურსი  არ იყო გამოცხადებული და იგი ერთი წლის განმავლობაში, ჯარში გაწვევამდე, მემანქანედ მუშაობდა საბჭოთა-მონღოლურ, ერთობლივ საწარმოში „ერდენეტში” – ქვეყნის უმსხვილეს სპილენძის მომპოვებელ საწარმოში. სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში, ელბეგდორჟი არმიულ გაზეთში თავის ლექსებსა და მოთხრობებს აქვეყნებდა და ამით დააინტერესა გაზეთის მთავარი რედაქტორი. მან კი სწავლის გაგრძელება საბჭოთა კავშირში, ლვოვის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ სასწავლებელში, სამხედრო ჟურნალისტიკისა და მარქსიზმ-ლენინიზმის ფაკულტეტზე შესთავაზა. სერჟანტმა ელბეგდორჟმა სამი გამოცდა ჩააბარა და მონღოლეთისთვის განკუთვნილი ორი ადგილიდან ერთი აიღო, მსურველთა რიცხვი კი 500 გახლდათ.

* უკრაინაში, ლვოვის სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდში, ელბეგდორჟმა თანაკურსელთან ერთად სტუდენტური გაზეთის გამოცემა დაიწყო. თუმცა, პირველი ნომრის გამოსვლის შემდეგ, ის სასწავლებელთან მიმაგრებულმა უშიშროების სამსახურმა დაიბარა და კატეგორიულად მოსთხოვა გაზეთის დახურვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ელბეგდორჟს სასწავლებლიდან გარიცხვითა და სამწლიანი პატიმრობით დაემუქრნენ. 1988 წელს ელბეგდორჟი დაბრუნდა ულან-ბატორში და რამდენიმე წლის განმავლობაში სამხედრო გაზეთის, „წითელი ვარსკვლავის” სპეციალურ კორესპონდენტად მუშაობდა. თავის სტატიებში ელბეგდორჟი საბჭოთა კავშირში დაწყებული „პერესტროიკისა” და „გლასნოსტის” იდეებს იზიარებდა და 80-იანი წლების ბოლოს, ის ახალგაზრდა მონღოლ დემოკრატთა ლიდერად ჩამოყალიბდა. მის მიერ იყო ორგანიზებული ერთ-ერთი პირველი მშვიდობიანი დემონსტრაცია ულან-ბატორის ცენტრში კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. საბოლოოდ, 1992 წლისთვის, მონღოლეთის პოლიტბიურო დაიშალა, ხოლო ქვეყანამ ახალი კონსტიტუცია მიიღო.

* 1990 წელს  ცახიაგიინ ელბეგდორჟმა პირველი დამოუკიდებელი მონღოლური გაზეთი „დემოკრატია” დააარსა და მისი პირველი რედაქტორი გახდა. გარდა ამისა, მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა მონღოლეთის მეწარმეთა კავშირი, რომელმაც მწყემსებს საქონლის პრივატიზაციის უფლება და კოლექტივიზაციის დროს დაკარგული ქონების დაბრუნების საშუალება მისცა. გარდა ამისა, მის სახელს უკავშირდება პირველი მონღოლური, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, „იგლ ტვ-ს” გახსნა 1994 წელს. დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ერთგულებისთვის, ცახიაგიინ ელბეგდორჟს 1992 წლიდან „მონღოლ თომას ჯეფერსონს” უწოდებენ. მას დიდი წვლილი მიუძღვის მონღოლეთის ახალი კონსტიტუციის მიღებაში. მისი ინიციატივით მიიღეს ეგრეთ წოდებული „რეაბილიტირებულთა კანონი”, რომლის თანახმადაც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთ 37 ათას ადამიანს მოეხსნა ნასამართლეობა და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ. გარდა ამისა, 1998 წელს ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მონღოლი, რომელსაც ოდესმე დაუკავებია პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. თუმცა, ორი წლის შემდეგ ელბეგდორჟი უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ამხილეს, კერძოდ, მას ბრალად ედებოდა სახელმწიფო სტრუქტურის „რეკონსტრუქციის ბანკის” მიყიდვა კერძო „გოლომტ ბანკისთვის”. ჰურალეში ნდობის მანდატის დაკარგვისთანავე მან დატოვა თანამდებობა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

* 2001 წელს ცახიაგიინ ელბეგდორჟმა დაამთავრა კოლორადოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ხოლო 2002 წელს ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა, სადაც სახელმწიფო მართვის მაგისტრის წოდება მიიღო. 2002-2003 წლებში ელბეგდორჟი გაეროს შტაბ-ბინაში „ათასწლეულის განვითარების” პროგრამაზე მუშაობდა და ვაშინგტონში პროექტ „თავისუფალი პრესის” საბჭოს კონსულტანტი გახლდათ. 2004 წელს ელბეგდორჟი სამშობლოში დაბრუნდა, მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და კვლავ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. თუმცა, ორი წლის შემდეგ ისევ გადადგა და ბოლო მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „მიდის, რათა დაბრუნდეს”.

* 2006 წელს პოლიტიკური ექსპერტების, პოლიტოლოგების აზრით და სხვადასხვა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, ცახიაგიინ ელბეგდორჟი გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის სავარაუდო შემცვლელად სახელდებოდა. ის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ კანდიდატად ითვლებოდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნისთვის. თუმცა, საბოლოოდ, გენმდივნის თანამდებობა სამხრეთ კორეელმა დიპლომატმა, პან გი მუნმა ჩაიბარა. 

* საერთაშორისო ასპარეზზე ცახიაგიინ ელბეგდორჟი ცნობილია ლიბერალური ნაბიჯებით. მისი ინიციატივით, ჩრდილოეთ კორეიდან ჩინეთის გავლით, მონღოლეთში გაქცეულ ადამიანებს, ეძლეოდათ საცხოვრებელი ფართი და სამსახური. გარკვეული დროის შემდეგ კი მათ სამხრეთ კორეაში აგზავნიდნენ, სადაც მათთვის ცხოვრებისთვის უკეთესი პირობები იყო. ელბეგდორჟის განკარგულებით, 2005 წლიდან მონღოლეთის ჯარები სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდნენ ერაყში და სწორედ მისი პრემიერობის პერიოდში მონღოლეთს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. გარდა ამისა, ელბეგდორჟი ცნობილი ბირმელი ოპოზიციონერისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, თავისი მეგობრის – აუნ სან სუ ჩჟის პატიმრობიდან გათავისუფლების საერთაშორისო მოთხოვნის შედგენის ინიციატორი იყო. ცნობისთვის,  აუნ სან სუ ჩჟის ცნობილმა ჯგუფმა „U2-მ” სიმღერა „Walk on” მიუძღვნა. ფრანგმა რეჟისორმა, ლიუკ ბესონმა კი მის შესახებ ავტობიოგრაფიული ფილმი გადაიღო.

* მონღოლეთის პრეზიდენტის მეუღლე ბოლორმაა ხაჯიდსურენია. წყვილმა ერთმანეთი ლვოვში სწავლის პერიოდში, ერთ-ერთ სტუდენტურ წვეულებაზე გაიცნო, რომელიც ყინულის მოედანზე იმართებოდა. მათი პირველი შვილი ლვოვში დაიბადა. სულ კი ელბეგდორჟს ოთხი ვაჟიშვილი და ერთი აყვანილი ქალიშვილი ჰყავს. მისი მეუღლე საქველმოქმედო ფონდს, „ბოლორ ფაუნდეიშენს” პატრონობს, რომელიც უდედმამოდ დარჩენილ ბავშვებს ეხმარება. 

* რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის დროს, ცახიაგიინ ელბეგდორჟი, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აქვს რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან, ბაიკალის ტბის ფსკერზე ჩაიყვანეს სპეციალური წყალქვეშა აპარატით „მირ-1”. ის ოკეანეებისა და ტბების ფსკერზე მუშაობისთვის არის განკუთვნილი. ელბეგდორჟი დაახლოებით 400 მეტრი სიღრმეზე ჩავიდა ტბაში და მასთან ერთად იმყოფებოდნენ მონღოლი და რუსი მეცნიერები, რომლებიც ერთობლივად შეისწავლიდნენ ტბის ფსკერს. აღსანიშნავია, რომ მონღოლეთის პრეზიდენტამდე, ამ აპარატით ტბის ფსკერი ვლადიმირ პუტინმა და ჯგუფ „მაშინა ვრემენის” სოლისტმა, ანდრეი მაკარევიჩმა დაათვალიერეს.

* მიუხედავად იმისა, რომ მონღოლეთში ფეხბურთი ნაკლებად პოპულარულია, სწორედ სპორტის ეს სახეობა ითვლება ცახიაგიინ ელბეგდორჟის საყვარელ სპორტად. საგარეო ვიზიტების დროს, ის ცდილობს, ერთ საფეხბურთო მატჩს მაინც დაესწროს ევროპაში ან რუსეთში. მისი საყვარელი კლუბი იტალიის მილანის „ინტერია”, რომელსაც ელბეგდორჟი 80-იანი წლებიდან ქომაგობს. იტალიაში ვიზიტად ყოფნისას ელბეგდორჟი „ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ მოინახულა და კლუბის ათნომრიანი მაისური გადასცა, რომელზეც მონღოლეთის პრეზიდენტის გვარი ეწერა.

 

 

скачать dle 11.3