კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ფინანსურ წელს ჰპირდება კონკრეტულ წლებში დაბადებულ ადამიანებს 2012 წელი და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ მხრივ

 

იმისთვის, რომ შავი დრაკონის წელიწადში ფინანსურად გაგიმართლოთ და მეტი შემოსავალი მიიღოთ, აუცილებელია, დროულად გათავისუფლდეთ უსარგებლო კავშირებისგან, შემოიკრიბოთ სანდო ადამიანები და საქმეში მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ. წელს მაქსიმალურად მოერიდეთ ფულის არასანდო ადამიანებზე გასესხებას, რადგან ეს თქვენს ბიუჯეტზე ნეგატიურად აისახება და, არ არის გამორიცხული, თავად აღმოჩნდეთ მევალის პოზიციაში. თუ როგორ უნდა განსაზღვროთ მომავალი ფინანსური კეთილდღეობის  შესაძლებლობები, ამაში, თქვენი დაბადების წლის მიხედვით  2012 წლის პროგნოზი დაგეხმარებათ.

ვირთხა მთავარია, გქონდეთ კონტაქტი გამოცდილ, საქმიან პარტნიორებთან და ენდობოდეთ მათ. მეტი დაფიქრება გმართებთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. კოლეგების მხრიდან დახმარება პირდაპირ აისახება თქვენს ფინანსურ სფეროზე. ნუ იქნებით ზედმეტად კატეგორიული და მომთხოვნი საქმიან პარტნიორებთან. ჯობია, დათმობებზე წახვიდეთ და ამით თქვენს კარიერულ და პროფესიულ სფეროში სტაბილურობა შეინარჩუნოთ. გამოიყენეთ მეტი დიპლომატია და კომუნიკაბელურობა – ეს თქვენი იდეებისა და მიზნების განხორციელებაში დაგეხმარებათ. კარგად გაიაზრეთ, სანამ რაიმე მოთხოვნას წამოუყენებთ პროფესიონალურ პარტნიორებს. მთავარია, ორიენტირებული იყოთ კოლეგებისა და ხელმძღვანელი პირების მოქმედებებსა და ქცევებზე. არ თქვათ უარი კონტრაქტებსა და ფინანსურ შემოთავაზებებზე.  თავი დაიცავით ფინანსური მაქინაციებისგან, რადგან დიდია წაგებისა და დანაკარგების შანსი.

ხარი – იმოქმედეთ გააზრებულად და კანონის დაცვით. კარიერული თვალსაზრისით, მოსალოდნელია სასიკეთო ძვრები, რაც, ასევე, დადებითად აისახება თქვენს შემოსავლებზე. დაუგდეთ ყური თქვენს ინტუიციას და მიჰყევით მოვლენებს. თუ გაორმაგებულად შეუდგებით შრომას, არ დაყრით ფარ-ხმალს და კეთილსინდისიერად შეასრულებთ დაკისრებულ სამუშაოს, ფინანსური შემოსავლები, ნამდვილად გაგიორმაგდებათ. მიუხედავად მოუცლელობისა, მეტი დრო დაუთმეთ ახალ საქმეს, გამოიჩინეთ მეტი ენთუზიაზმი, პრაქტიკულობა და გააკეთეთ სწორი არჩევანი, რათა შემდგომ ყოველივე ეს თქვენი მყარი შემოსავლების გარანტად იქცეს. მთავარია, გაუაზრებლად ნუ დახარჯავთ თანხებს და მხოლოდ იმისთვის გადადეთ ფული, რაც აუცილებელია. 

ვეფხვი – შეძლებთ ყველა იმ საქმის წარმატების დასრულებას, რაც გასულ წელს დაიწყეთ. კომუნიკაბელურობა კი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. კარგად დაფიქრდით და ისე გადადგით ნაბიჯი. დროა, გამოავლინოთ თქვენი პროფესიონალიზმი და შემოსავლებიც არ დააყოვნებს. დიპლომატიური მიდგომით ბევრ პრობლემურ საკითხს დადებითად გადაწყვეტთ. დაიჭირეთ დისტანცია კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას. აუცილებლად გადაამოწმეთ ყველა საბუთი და კარგად გაიაზრეთ თქვენამდე მოსული ინფორმაცია. დააკვირდით, რისი გაკეთებაა დღეს საჭირო, რომ ხვალ ამით დიდი შემოსავალი მიიღოთ და ისე იმოქმედეთ. შემოსავლების მხრივ ამ წელს ფორტუნა ნამდვილად თქვენს მხარეზეა, თუმცა, გათვალეთ ყოველი თეთრი და ისე ხარჯეთ ფული, რომ ვალებში არ აღმოჩნდეთ.

კატა (კურდღელი) – წელს თქვენთვის აუცილებელია, შემართება და მაქსიმალური შრომისუნარიანობა, რათა სამომავლოდ კარგად იგრძნოთ თავი ფინანსურად. გამოიყენეთ თქვენი ინტუიცია – ის გიკარნახებთ, როდის გადადგათ სწორი ნაბიჯი. გამოიყენეთ საკუთარი შესაძლებლობები და გააკეთეთ მაქსიმუმი, რათა შემოსავლების მხრივ თავი უზრუნველყოფილად იგრძნოთ. დაამყარეთ ურთიერთობა გავლენიან და საქმიან ხალხთან. დაივიწყეთ სიზარმაცე და თამამად შეუდექით მუშაობას. არ არის გამორიცხული, ახალ პროექტებში ჩაებათ და ეს თქვენს ფინანსურ მხარეზე დადებითად აისახება. ნუ შეგეშინდებათ სამსახურებრივი ცვლილებების, ნუ ჩავარდებით დეპრესიაში და ნუ მიატოვებთ დაკისრებულ ვალდებულებებს. იყავით ეკონომიური და ფულის სწორად გადამნაწილებელ-მხარჯველი. ნუ დააყენებთ ემოციებს გონებაზე მაღლა. კარგად გათვალეთ შემოსავალ-გასავალი და მთელი წლის განმავლობაში ისე ხარჯეთ ფინანსები. 

დრაკონი – უნდა იშრომოთ, რათა არსებული ფინანსური მდგომარეობა შეინარჩუნოთ. სწორედ წელს შეძლებთ იმ იდეებისა და პროექტების განხორციელებას, რაც გასულ წელს ვერ მოასწარით ან რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორის გამო გადაიდო. ასევე, თუ პროფესიულ ასპარეზზე ცვლილებებს გეგმავთ, მაშინ ეს წელს მოახერხეთ. გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა. არ არის გამორიცხული, ახალ კონტრაქტზე მოგიწიოთ ხელის მოწერა, ეს კი სამომავლოდ დადებითად აისახება თქვენს შემოსავლებზე. კარიერაში სერიოზული გართულებები არ არის მოსალოდნელი, უბრალოდ, აკონტროლეთ გარშემო მყოფი კოლეგებისა და თანამოაზრეების საქციელი. დაისახეთ ისეთი გეგმები და პროექტები, რაც კარგად აისახება შემოსავლებზე მომავალში, ანუ, ეს დიდ შემოსავლებს გპირდებათ. 

გველი – არ არის მოსალოდნელი რაიმე გართულება, პრობლემები და წინაღობები. მთავარია, არ დაარღვიოთ წესები და კანონები და იმოქმედოთ კეთილსინდისიერად. ნუ იტყვით უარს გავლენიანი მეგობრებისა და ნაცნობების შემოთავაზებებზე. ამ წელს ფულის მოზიდვის გაცილებით უკეთესი შანსები გამოჩნდება, ვიდრე ეს გასულ წელს იყო. ამიტომ, იყავით ორიენტირებული გარემოებებზე, რათა ხელიდან არ გაუშვათ შანსები. გამოსწორდება კოლეგებთან ურთიერთობებიც, რაც დადებითად აისახება მატერიალურ შემოსავალზეც. აკონტროლეთ ემოციები და ნუ გამოიჩენთ სამსახურში ისეთ თვისებებს, რაც თქვენს რეპუტაციას შელახავს. იყავით ორიენტირებული ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებაზე, ამაში კი თქვენი გამძაფრებული ინტუიცია და ვარსკვლავების კეთილგანწყობა დაგეხმარებათ.

ცხენი – გამოიჩინეთ მაქსიმალური დაკვირვება და სიფრთხილე. სამუშაოს მხრივ არაერთი შემოთავაზება გექნებათ ახლობელი ადამიანებისგანაც, მაგრამ, კარგად დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა მათ შესრულებას. ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით, თუ ფულს უმიზნოდ დახარჯავთ. მაქსიმალურად გაიაზრეთ ყოველი ჩანაფიქრი და გეგმა, რათა არ მოგიწიოთ ვალების აღება, რისი გასტუმრებაც წელს ნამდვილად გაგიჭირდებათ. კარგად გადაამოწმეთ თქვენამდე მოსული ინფორმაცია, რომ შეცდომაში არ შეხვიდეთ.  ორიენტირებული იყავით იმაზე, თუ საიდან შეიძლება ფინანსების მოძიება და მათი სამომავლოდ მომგებიანად დაბანდება. ყველა ხარჯი აკონტროლეთ და მაქსიმალურად ეცადეთ, არ აიღოთ ვალი. ჯობია, ის იკმაროთ, რასაც პატიოსანი შრომით გამოიმუშავებთ.

თხა – ნუ დახარჯავთ დროს უქმად. გაამყარეთ ურთიერთობა კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან. 2012 წელს დაივიწყეთ სიზარმაცე. დიდი შანსია, ძველი ჩანაფიქრების განხორციელება წელს მოახერხოთ და ამით საგრძნობლად გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. იყავით აქტიური და სერიოზულად მიუდექით საქმეებს. პრობლემები და გართულებები პროფესიულ საქმეებში არ არის მოსალოდნელი, თუმცა ყველა დეტალს უნდა დააკვირდეთ, რათა სადმე გაუთვითცნობიერებელი შეცდომა არ დაუშვათ. არ არის გამორიცხული, წელს დასახულმა გეგმებმა უახლოეს მომავალში კარგი მატერიალური სარგებელი მოგცეთ, მაგრამ, სანამ არ დაასრულებთ ძველ საქმეებს, ნუ დაიწყებთ ახალს. კარგად გადააფასეთ თქვენი პროფესიული საქმიანობა და იფიქრეთ ფინანსური პრობლემების გადაჭრის გზებზე. ნუ გარისკავთ, რადგან წელს თქვენთვის რისკი არ არის გამართლებული და, შესაძლოა, უარეს ვალებში აღმოჩნდეთ. გაითვალისწინეთ ფინანსურ საქმეებში გამოცდილი და გავლენიანი ხალხის გამოცდილება და მუშაობის მეთოდები.

მაიმუნი – მთავარია, ოპტიმისტურად იყოთ განწყობილი და ყველაფერი გამოგივათ. გაიმყარეთ პოზიციები პროფესიულ სფეროში და ეს თქვენს ბიუჯეტზე სასიკეთოდ აისახება. წელს  ნამდვილად მოსალოდნელია კარიერული ზრდა, რაზეც აუცილებლად უნდა იყოთ ორიენტირებული. გარშემო მყოფებს უნდა დაანახვოთ თქვენი შრომისუნარიანობა, მებრძოლი სულისკვეთება და შემართება. ეცადეთ, იყოთ ყურადღების ცენტრში. მთავარია, არ აკეთოთ ბევრი საქმე ერთად, უმჯობესია, ისინი რიგრიგობით და გულდასმით შეასრულოთ. ყველაფერი კარგად გაიაზრეთ და ისე გადადგით ნაბიჯი წინ. თუ კარგად გადახედავთ თქვენს შესაძლებლობებს და აირჩევთ თქვენთვის მისაღებ საქმეს, მაშინ ფინანსების მხრივ წელს ნამდვილად არ გექნებათ საწუწუნო. ფრთხილად მიუდექით საბუთებს და ნუ გარისკავთ. ნურც მაქინაციურ გეგმებს შეიმუშავებთ. ჯობია, კანონის დაცვით იმოქმედოთ და მიიღოთ იმდენი, რამდენიც რეალურად გეკუთვნით. 

მამალი შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმდენ დატვირთვას, რის შესრულებასაც ვერ შეძლებთ და თქვენს ძალებს აღემატება. დიდი შრომა და ძალისხმევა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ წელს ფინანსები დააგროვოთ, თუმცა, ამის დიდი შანსი გაქვთ. უმჯობესია, თანამოაზრეებთან ერთად იმოქმედოთ. იყავით კონცენტრირებული მიზანზე და მის ასრულებაზე. საქმიანი შეხვედრების დროს  ნუ იქნებით დაბნეული და ხელმძღვანელი პირებისგან მოითხოვეთ ის შემოსავალი, რასაც იმსახურებთ. ნუ იტყვით უარს ახალ კომერციულ შემოთავაზებაზე, რადგან ეს საგრძნობლად წაადგება თქვენს მატერიალურ მდგომარეობას.  დიდი შანსი გაქვთ გამოასწოროთ ფინანსური მდგომარეობა და ამით საკუთარ თავს დაუმტკიცოთ, რომ ამდენი ხნის შრომა ამად ღირდა. პროფესიულ ასპარეზზე თამამად გადადგით ნაბიჯები და დაელოდეთ წარმატებებს ფინანსებში. ნუ აჩქარდებით. მიჰყევით გარემოებებს მშვიდად და დაუგდეთ ყური გამძაფრებულ ინტუიციას.

ძაღლი ფინანსების მხრივ ეს წელი მეტ დადებით მომენტებს გპირდებათ. მთავარია, არ გადაუხვიოთ იმ გზას, რომელზეც დგახართ და არ შეცვალოთ მუშაობის სტილი. დროა, დაასრულოთ ის პროექტები და ბიზნესგეგმები, რომელზეც დიდი ხანია მუშაობთ. კარგად დააკვირდით მოვლენებს და ნუ გაუშვებთ ხელიდან მომგებიან შანსებს. საქმიან პარტნიორებთან იყავით პირდაპირი. გამოიყენეთ თქვენი დიპლომატია და შემოქმედებითი პოტენციალი. ნუ ეცდებით მაქინაციური გზებით ფულის მოპოვებას – ეს მხოლოდ შარში გაგხვევთ და, არ არის გამორიცხული ვალების აღებაც დაგჭირდეთ.  იმოქმედეთ კანონის დაცვით, იყავით ყურადღებით და დააკვირდით როგორ მოქმედებენ თქვენი საქმიანი პარტნიორები. ეს თავად მიგახვედრებთ, როგორ იმოქმედოთ, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ.

ტახი – მთავარია, ისწავლოთ ფულის  ეკონომიურად ხარჯვა და გადანაწილება, რათა არ განიცადოთ ფინანსური კრახი. ნუ გექნებათ სხვების დახმარების იმედი. ფინანსური კეთილდღეობა წლის ბოლოსთვისაა შესაძლებელი, მანამდე კი მაქსიმალური მოთმინება უნდა გამოიჩინოთ და რაც შეიძლება ბევრი იშრომოთ. იყავით მეტად კონტაქტური, თამამად გამოააშკარავეთ თქვენი გეგმები და მიზნები კოლეგებთან. რეალურად გადააფასეთ თქვენ გარშემო მომხდარი ფაქტები და დროულად ჩამოიშორეთ ის ადამიანები, რომლებიც საქმეში გიშლიან ხელს. ენდეთ შინაგან ხმას, გარისკეთ და ასე მიაღწიეთ წარმატებებს პროფესიულ ასპარეზზე, რაც მომავალში თქვენი შემოსავლების მყარი გარანტი იქნება. ჯობია, მიზანი წელს  დაისახოთ, თანხები დაზოგოთ და მომავალი წლისთვის განკარგოთ ის. ენდეთ ახლობელი ადამიანების რჩევა-დარიგებებს, რადგან ისინი მატერიალურ დახმარებას გაგიწევენ.

 

скачать dle 11.3