კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით არ უკავშირდებოდა 24 წლის განმავლობაში მამა შვილს და ვინ იპოვა მშობელი ასტანიდან თბილისში

 

27 წლის მარინა ალექსანდრეს ასული კაირგელდი ეძებდა 47 წლის ალექსანდრე გოგის ძე ალექსიშვილს.

ისტორია: ვეძებ მამაჩემს, 47 წლის ალექსანდრე გოგის ძე ალექსიშვილს. მამაჩემი ბოლოს რომ ვნახე, 3 წლის ვიყავი. მას შემდეგ მის შესახებ არც მე, არც დედამ არაფერი ვიცით. მამა თბილისში ცხოვრობდა, როგორც ვიცი, კრილოვის ქუჩაზე (შეიძლება, ქუჩის სახელწოდება ამჟამად შეცვლილია). ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ასტანაში გაიცნეს, მათ შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ, ვერ დაქორწინდნენ მამის მშობლების გამო (რომლებიც ამ ქორწინების წინააღმდეგები იყვნენ). მე ვცხოვრობ დედასთან ერთად, ქალაქ ასტანაში, ყაზახეთში. სამწუხაროდ, მამას დამოუკიდებლად ვერ ვპოულობ. ძალიან გთხოვთ, დახმარება გამიწიოთ მშობლის პოვნაში.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულებში“ 2011 წლის ოქტომბერში დაიბეჭდა, დღესდღეობით მარინას მამა, ალექსანდრე გოგის ძე ალექსიშვილი, ნაპოვნია, მაგრამ მან ინტერვიუზე უარი განაცხადა. მამა-შვილს შორის კავშირი აღდგენილია.

– მარინა, ალბათ გიხარია, მამა რომ იპოვე.

– დიახ, მე ძალიან ბედნიერი ვარ. ვერც კი ვიჯერებ, რომ მამა მაინც ვიპოვე. დედაჩემმა, გულნარა სულეიმანის ასულმა კაირგელდმა მამაჩემი ასტანაში გაიცნო, სადაც მამა ჯარში მსახურობდა. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და შედეგად, 1984 წელს, მეც გავჩნდი. ფიზიკურად დედას ვგავარ, მაგრამ, ხასიათით, როგორც დედა მეუბნებოდა – მამას. ყოველთვის მაინტერესებდა მამაჩემის გაცნობა და ნახვა, მაგრამ, ვინაიდან ჩემი მშობლები ვერ დაქორწინდნენ, ამიტომ მე უმამოდ გავიზარდე. 3 წლის ვიყავი, როდესაც მამა საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ ჩვენ ის აღარ გვინახავს. დედაჩემი ყოველთვის წინააღმდეგი იყო, რომ მამა მომეძებნა. მისი აზრით, ჩემი ამ საქციელით მას მხოლოდ დავუნგრევდი პირად ცხოვრებას. აღმოჩნდა, რომ მამაჩემს აქვს ოჯახი – ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. გამოდის, რომ მე მყავს ნახევარდა-ძმა, რომლებიც ასევე არასდროს მინახავს. სამწუხაროდ, მამაჩემის ოჯახმა ჩემ შესახებ მხოლოდ თქვენ მიერ დაბეჭდილი სტატიიდან გაიგო, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემი არსებობის ამბავი, ასე თუ ისე, ობიექტურად მიიღეს. მამას უკვე სამჯერ ვესაუბრე ტელეფონით. მან მითხრა, რომ ახლო მომავალში აუცილებლად ვნახავთ ერთმანეთს პირადად. ჯერჯერობით კი მასაც და მის ოჯახსაც რაღაც დრო სჭირდებათ, რომ ეს ყველაფერი გაიაზრონ. მინდა, ვისარგებლო თქვენი  რუბრიკით და მივმართო მამაჩემსა და მისი ოჯახის წევრებს: მე ჩემს წინა ინტერვიუშიც ვთქვი (როდესაც ჯერ კიდევ ვეძებდი მამას) და ახლაც იმავეს ვიმეორებ: მე მამისგან არაფერი მინდა, უბრალოდ, მინდოდა მისი გაცნობა და ნახვა, თუკი ეს ჩემი სურვილი ცალმხრივი არ იქნება. ბუნებრივია, პატარა ბავშვი არც მე ვარ და, ამიტომ, კარგად მესმის მათი გრძნობები – ისინი ხომ მე არც კი მიცნობენ, მაგრამ, თუკი ოდესმე მოუნდებათ ჩემი გაცნობა (ჩემს ნახევარდა-ძმას), მე ყოველთვის მზად ვიქნები, ისინი მივიღო.

– დედაშენმა თუ იცის, მამა რომ იპოვე და როგორი იყო მისი რეაქცია, რა აზრის არის ის ამ ყველაფერზე?

– როგორც ვთქვი, დედა წინააღმდეგი იყო, რომ მამა მომეძებნა. ის სულ მეუბნებოდა, მამაშენს ჩვენი ნახვა რომ მოენდომებინა, შენ მაინც აუცილებლად გნახავდა და გიპოვიდაო (ჩვენ ხომ მისამართიც კი არ გვაქვს შეცვლილი). მაგრამ, ამჟამად დედა მოხარულია, რადგან ჩემს ბედნიერებას ხედავს. მე ბოლომდე მჯეროდა, რომ, არ არსებობს, მამაჩემს არ ვახსოვდე და არ აინტერესებდეს, როგორი ვარ. მესმის, რომ ჩემს მშობლებს ურთიერთობა ვერ აეწყოთ და მათ ვერ დაარეგისტრირეს თავისი ქორწინება; რომ მამაჩემმა საბოლოო არჩევანი მშობლების აზრის გათვალისწინებით გააკეთა, მაგრამ, არავინ იცის, ცუდია ეს თუ კარგი. ჩემი აზრით, მეტად ეგოისტურია იმაზე ფიქრი, რომ მამაჩემმა მცდარი არჩევანი გააკეთა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. შეიძლება, ასე უკეთესიცაა, თორემ, ვინ იცის, რა იქნებოდა მომავალში. მე არ ვადანაშაულებ არავის და თავს ბედნიერად ვგრძნობ. მყავს უამრავი კარგი მეგობარი და საუკეთესო დედა, ახლა კი აღმომაჩნდა ნახევარდა-ძმა.

– თავად მამაშენი რას გეუბნება, რა იყო იმის მიზეზი, რომ წლების განმავლობაში არც ერთხელ არ დაგკავშირებია?

– მამამ მითხრა, რომ მას სულ ვახსოვდი, მაგრამ, ვერ ბედავდა ჩვენთან დაკავშირებას. მას შემდეგ კი, რაც მან ოჯახი შექმნა, საერთოდ ერიდებოდა. როდესაც მან თქვენი სტატია წაიკითხა, გულმა ვერ მოუთმინა და გამოგეხმაურათ. მან მითხრა, რომ ხშირად უფიქრია ჩემზე. ეგონა, რომ მე მასზე განაწყენებული ვიყავი და, რომც დამკავშირებოდა, არ ვისურვებდი მასთან საუბარს. ამჟამად ჩვენ სატელეფონო კავშირი გვაქვს ერთმანეთთან და ძალიან მინდა, ახლო მომავალში მამა პირადად ვნახო. თუკი ყველაფერი კარგად იქნება, არ არის გამორიცხული, რომ ზაფხულში საქართველოში ჩამოვიდე მამაჩემის ოჯახში სტუმრად.

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

 

скачать dle 11.3