კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული „იმათებურად”

 

თქვენ გგონიათ, მარტო მამაკაცებმა იციან, როგორ დაიპყრონ სასურველი ქალის გული, ან, მხოლოდ ქალბატონები კეკლუცობენ?! ბუნებაში თითქმის ყველა ცოცხალმა არსებამ იცის, რა არის სიყვარული...

არსებობს მოსაზრება, რომ კოცნა ადამიანებმა ფრინველებისგან ისწავლეს, როცა ხედავდნენ, როგორ კვებავდა დედა ჩიტი ბარტყებს და ამით უსაზღვრო სინაზესა და მზრუნველობას იჩენდა.

გომბეშოები და ბაყაყები, სიყვარულის დრო რომ მოუწევთ, ყიყინით იკლავენ თავს. ისინი მღერიან, თანაც, სულ სხვადასხვა ხმაზე, ისე, რომ „ხმის ტემბრით” მათი სახეობის დადგენაც კი შეიძლება. ზოგიერთი გომბეშო, მაგალითად, თეთრი, ავსტრალიური ბაყაყი ზანზალაკის ხმაზეც კი ყიყინებს. ამბობენ, ეკატერინე დიდს განსაკუთრებით მოსწონდა ბაყაყის ყიყინი და სპეციალური კანონიც გამოსცა, რომლითაც ჭაობებში მათი დახოცვა აკრძალა.

მარტო ბაყაყები კი არა, ძალიან ბევრი ცხოველი უმღერის „სერენადებს“ თავის გულის სწორს. უბრალოდ, ადამიანის ყური მათ სიმღერებს ჯეროვნად ვერ აღიქვამს და ვერ აფასებს ოთხფეხების მუსიკალურ მონაცემებს, თორემ, თაგვების რომანსებში კუპლეტებიც არის და მისამღერებიც.

მადაგასკარელი ტარაკანაც მღერის, ზღვის ცხენი 400-მდე მელოდიას ასრულებს, მაგრამ, ახლოსაც ვერ მივა ვეშაპთან, რომლის სასიყვარულო არიაც 20 საათს გრძელდება და რამდენიმე ასეულ კილომეტრზე იშლება.

სასიყვარულო რიტუალები ცხოველებში ისეთივე მკაცრ ეტიკეტს ემორჩილება, როგორიც ბუკინგემის სასახლეშია დაწესებული. ზოგიერთი სახეობის მწერებს, რა თქმა უნდა, მამრებს, თავიანთი საცოლეებისთვის საჩუქრებიც კი მიაქვთ. 

შეყვარებული კალიები წყვილებად სეირნობენ და პიკნიკებსაც კი აწყობენ.

მაიმუნები ნაზი შეყვარებულები, მაგრამ, მკაცრი ქმრები არიან; მგლები – ერთგული, ყურადღებიანი მეუღლეები. მამრი კუ, როგორც იტყვიან, ხელისგულზე ატარებს თავის შეყვარებულს. ასე რომ, ზოგიერთ მამაკაცს არ აწყენდა, მათგან რამე ესწავლა.

 

скачать dle 11.3