კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრიტანელმა ექიმებმა ბიჭს ბატარეებით სიარული დააწყებინეს

 

ბრიტანელმა ექიმებმა ბიჭი სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნეს. ბიჭს სიარული არ შეეძლო, რადგან მას ცენტრალური ნერვული სისტემა ჰქონდა დარღვეული.

ორი წლის რობი ოუესტოუნის ტვინსა და კუნთებს შორის კავშირი შეწყდა ნერვული სისტემის დარღვევის გამო, რომელიც ცნობილია, როგორც დისტონია. კუნთებმა იწყეს თვითნებურად შეკუმშვა. დისტონიით დაავადებულები შეზღუდულნი არიან სხეულის ფლობის თვალსაზრისით და სრულიად უბრალო მოძრაობაც კი აუტანელ ტკივილს აყენებს მათ. როგორც ბიჭუნას მამამ, დაგ უოენსტოუნმა თქვა, თავიდან რობი მარჯვენა ხელს თავს უკან იდებდა, მერე მოუბრუნდა ტერფი, რის გამოც სიარულის დროს ხშირად ეცემოდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, სრულიად დაკარგა სიარულის უნარი, არ შეეძლო დაუხმარებლად ჭამა და ჩაცმა. ეს 2009 წელს მოხდა.

ოპერაცია სარისკო იყო... ერთადერთი გამოსავალი იყო, ტვინის ღრმა სტიმულაცია ოპერაციის მეშვეობით – პაციენტის ტვინში ელექტროდების ჩანერგვა, რომელიც ტვინის მიერ კუნთებისთვის გაგზავნილ იმპულსებს იჭერს. მუცელში იმპლანტირებული ბატარეიდან კი მეორე ელექტროდი  სიგნალს კუნთებს გადასცემს.

რობის ოპერაციას ექვსი საათის განმავლობაში უკეთებდნენ. იგი Evelina Children`s Hospital-ის მედიკოსებმა ჩაატარეს. ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა. ბიჭუნას უკვე შეუძლია სიარული და როგორც მისი მშობლები ამბობენ, ყოველდღე უკეთ გამოიყურება – თავიდან სწავლობს სიარულს, შეუძლია ჭამა, წერა. ოპერაციამ შეცვალა მისი ცხოვრება.

 

скачать dle 11.3