კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პირველი საუკუნის რომის იმპერიის ბორდელის ჟეტონი ლონდონის მუზეუმის ექსპონატი გახდა

 

ლონდონის მუზეუმში გამოჩნდა უნიკალური ექსპონატი – რომის ბრინჯაოს ჟეტონი ბორდელისთვის, რომელიც ჩვენი ერის პირველ საუკუნეს განეკუთვნება. ლაპარაკია ეგრეთ წოდებულ სპინტრიაზე – მონეტისმაგვარ ჟეტონზე, რომელიც ძველ რომში ლუპანარიებში (საროსკიპო სახლებში) შიდა ანგარიშსწორებისთვის გამოიყენებოდა. ჟეტონი სულ ახლახან აღმოაჩინა მოყვარულმა არქეოლოგმა, რეგის კურსანმა ტემზის ნაპირას, პუნტის ხიდის ახლოს. 

სპინტრია 10-პენსიანი მონეტის ზომის ჟეტონია, რომელზეც მამაკაცი და ქალი სექსის დროს არიან გამოსახულნი. ჟეტონის მეორე მხარეს მითითებულია ნომერი XIIII. რაც შეიძლება მე-14 ლეგიონს, ოთახის ნომერს, ან თვით მონა ქალის ნომერს ნიშნავდეს. თუმცა, უმრავლესობის აზრით, ეს მომსახურების ფასის აღნიშვნაა.

დღეისთვის ეს ერთადერთი რომაული სპინტრიაა. „ეს შესანიშნავი არქეოლოგიური ობიექტია. იგი სექსუალურია და პროვოკაციული, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. მსგავსი ექსპონატები მეცნიერებს დაეხმარება, იმუშაონ თემაზე, რომელიც ახლოსაა თანამედროვე ქალაქთან. მუზეუმები უნდა აშუქებდნენ ასეთ უხერხულ თემებს“, – განაცხადა ლონდონის მუზეუმის კურატორმა, კეროლაინ მაკდონალდმა.

 

скачать dle 11.3