კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ესკორტი”, 1997 წლის, მართვის ავტომატური კოლოფით. მუშაობს მაღალ ბრუნზე. დაახლოებით 1 000-1 100 ბრუნზე გადახურების მდგომარეობაშია. შესაბამისად, სიჩქარეში რომ ვაგდებ, ძიგძიგს იწყებს. რისი ბრალია ეს?

პასუხი: ავტომობილის მაღალი ბრუნების დაკლება არც ისე რთულია ხელოსნისთვის. ამ მდგომარეობაში მუშაობა კოლოფისთვის ძალიან ცუდია, ამიტომ დროულად მიაკითხეთ ხელოსანს. მაღალი ბრუნები რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, იმის მიხედვით, თუ რა სისტემითაა აღჭურვილი ავტომობილი, მაგრამ, ძირითადად, მაინც ორ მიზეზს გამოვყოფ, რაც ბევრ მოდელზე ერთნაირად იჩენს თავს. ესენია: შემშვებ კოლექტორში, საიდანღაც ჰაერი იპარება, ანუ მისი ან მასთან მიმაგრებული დეტალების ჰერმეტულობა დარღვეულია; მეორე – „დროსელი” შეიძლება იყოს ნორმაზე ღია, რაც იმის ნიშნავს ავტომობილისთვის, რომ ჩვენ გაზზე ოდნავ ფეხი გვაქვს მიჭერილი. თუმცა, ამის დარეგულირებაც მარტივადაა შესაძლებელი. 

კითხვა: საიმედოა თუ არა გაბზარული შუშის აღდგენა?

პასუხი: გაბზარული საქარე მინის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ აქვს გარკვეული ლიმიტი. თუ ბზარები ძალიან ბევრი და გრძელია, მაშინ მისი აღდგენა აზრს კარგავს. მისი აღდგენის საფასური სანტიმეტრობით ითვლება და მაშინ თვითონ საქარე მინის ღირებულებას გადააჭარბებს. ამასთანავე, აღდგენილ მინას ეტყობა აღდგენის ადგილები. ეს სერვისი შეიძლება, გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ საქარე მინას მოხვდა კენჭი ან სხვა რაიმე ბლაგვი ნივთი და ბზარები ერთი წერტილის ირგვლივაა, და არ არის ძალიან დიდი. თუ სასწრაფოდ არ აღვადგინეთ გაბზარული ადგილი, ბზარები მთელ მინაზე გაიფანტება და ხილვადობას ხელს შეუშლის. რაც შეეხება ამ პატარა, გაბზარული ადგილის აღდგენის საიმედოობას, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. საქარე მინის დამცავ თვისებას უმნიშვნელოდ გააუარესებს. 

 

скачать dle 11.3