კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

მწვანე კუთხე

 

კითხვა: როგორ გავამრავლო კალცეოლარია?

პასუხი: კალცეოლარია ძირითადად თესლით მრავლდება, მაგრამ მის ბუჩქისებურ ფორმას ამრავლებენ კალმითაც. თესლის დათესვა დამოკიდებულია ყვავილობის სასურველი დროის არჩევაზე. შეგიძლიათ დათესოთ სექტემბერში და ის გაზაფხულზე იყვავილებს. კალცეოლარიას თესლი ძალიან წვრილი აქვს. ის უნდა დათესოთ სველ ნიადაგში, მხოლოდ გახსოვდეთ, რომ თესლს მიწა არ მიაყაროთ. სასურველია, მისი ნიადაგის ზედაპირზე მიმოფანტვა. მცენარე უნდა დადგათ განათებულ ადგილას, მხოლოდ მზის სხივებისგან შორს და მორწყათ თბილი წყლით. ამ დროს ტემპერატურა უნდა იყოს 16-18 გრადუსი. პირველი ჩითილის გადარგვა ხდება ორი ფოთლის ამოსვლის შემდეგ. მეორე გადარგვა – 6 კვირის შემდეგ, როდესაც ფოთლები ერთმანეთს შეეხება. მცენარის მოსავლელად, ძირითადად, საჭიროა, მისი მორწყვა, განიავება და მზის სხივებისგან დაცვა. ამის შემდეგ, შეგიძლიათ, მცენარე გადაიტანოთ ქოთანში, ოღონდ არ ჩარგათ ღრმად და მორწყეთ ფრთხილად.

 

კითხვა: როგორ ვაყვავილო ჰორტენზია?

პასუხი: ყვავილობამდე ჰორტენზიას განვითარება ორ წელიწადს მოიცავს. პირველ წელს ვითარდება ვეგეტაციური, 20-40-სანტიმეტრიანი ტოტები. შემდეგ იწყება ყვავილთა კოკრის ჩამოყალიბება. შემოდგომის ბოლოსთვის მცენარეზე მეორე წლის ამონაყარი ფორმირდება. ამ დროს ტოტზე 5-6 ფოთოლი მაინც უნდა იყოს გაშლილი, რომ ყვავილობა სრულყოფილი გახდეს. იმისათვის, რომ მცენარემ მეორე წელს უხვად და სრულად იყვავილოს,  ზამთრის პერიოდში აუცილებელია, დასვენება. ის ისვენებს და იზამთრებს 2 გრადუს ტემპერატურაზე. სასურველია, მცენარე კარგი განათების პირობებში ამყოფოთ. თუ ფოთლების მასიური ცვენა დაეწყო, ესე იგი, მას დასვენება არ ეყო და ყვავილობისთვის ეს ცუდია. მეორე წელს სითბოსა და განათების მომატების დროს, კვირტები გაზრდას დაიწყებს და კვლავ ამოიყრის ყვავილებს. 

 

 

скачать dle 11.3