კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბორშჩის სამდღიანი დიეტა

 

მოამზადეთ ბორშჩი ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით და გაგრილების შემდეგ შედგით მაცივარში. ყოველი კვების წინ ამოიღეთ კერძი პატარა ჯამში, წამოადუღეთ და ისე მიირთვით.

თითო ულუფა – 2 ჩამჩა. კვების რაოდენობა – 4-ჯერადი, დილის 10 საათიდან საღამოს 19 საათამდე. სითხე – (წყალი, უშაქრო ჩაი და წვენები) 2 ლიტრამდე. თუ ძალიან გაგიჭირდათ, კვების შუალედებში შეგიძლიათ, მიირთვათ ხილი:

1 ცალი ვაშლი, 1 ცალი ფორთოხალი ან 1 ცალი ბანანი, ოღონდ, დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი სახეობა.

ბორშჩი მოამზადეთ შემდეგნაირად:

მოზრდილ ქვაბში ჩაყარეთ: 3 ცალი ბულგარული წიწაკა, 3 ცალი პომიდორი, 1 კილოგრამი წვრილად დაჭრილი კომბოსტო, 1 დიდი კონა ნიახური (დაჭრილი), 3 თავი ხახვი. ამ ყველაფერს დაასხით 7 ლიტრი წყალი და ადუღეთ,  სანამ კომბოსტო მოიხარშება. ცხიმი და მარილი საჭირო არ არის. მარილი არც ჭამის წინ ჩაყაროთ. ასევე, გამორიცხეთ ნებისმიერი სანელებელი ან საწებელი.

თითოეული ლუკმა მიირთვით ნელა, დაგემოვნებით და, მიუხედავად იმისა, რომ კერძში არსებული ბოსტნეული მოხარშული და, შესაბამისად, რბილია, მაინც ძალიან კარგად დაღეჭეთ.

წყალი დალიეთ ჭამამდე ან ჭამის შემდეგ ნახევარი საათის შუალედებით. ასეთივე შუალედი გააკეთეთ ხილის შემთხვევაშიც.

ბორშჩის დიეტა შეგიძლიათ, გაიმეოროთ სამჯერ, თითოკვირიანი შუალედებით, მერე კი ერთი თვე დაისვენეთ.

თუ ყველაფერს ზუსტად დაიცავთ, პირველი 3 დღის შემდეგაც კი საოცარ შედეგს მიიღებთ და ახალ წლის დღეების გაძლიერებული კვების შემდეგ დაგროვილ კილოგრამებს ადვილად მოიშორებთ.

 

скачать dle 11.3