კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: მაქვს სწორი თმა. ძალიან მინდა, გავიკეთო მსუბუქი ტალღები, ვცხოვრობ სოფელში და სალონში წასვლის საშუალება არ მაქვს. არადა, მინდა, რაღაც სიახლე შევიტანო ჩემს ვარცხნილობაში. როგორ გავაკეთო ეს სახლის პირობებში?

პასუხი: დაბანილი და მშრალი თმა დაყავით რამდენიმე მსხვილ მწკრივად, თითოეულს შეასხურეთ თმის ლაკი და შუამდე დაიხვიეთ „ბიგუდებით”, ოღონდ, თმის ერთი მწკრივი გარეთა მიმართულებით დაახვიეთ, მეორე – შიგნითა მიმართულებით და ასე გადით ბოლომდე. გაიჩერეთ 2-3 საათი (შეხვევა საჭირო არ არის). „ბიგუდებს” რომ მოიხსნით, ლოკნები „ჩამოვარცხნეთ” თითების მსუბუქი შეხებით.

კითხვა: მშობიარობის შემდეგ მკერდი მომიდუნდა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: გარდა იმისა, რომ აუცილებელია ყოველდღიურად ივარჯიშოთ (უნდა აკეთოთ მკერდის კუნთების გასამკვრივებელი ვარჯიშები), თუ ბავშვს აღარ აწოვებთ, გამოიყენეთ ესტროგენების შემცველი კრემები, ოღონდ, აუცილებლად ექიმის კონსულტაციის შემდეგ.

კითხვა: როგორ მივხვდე, რომ სუნამო „ჩემია”?

პასუხი: „თქვენი” სუნამოს სურნელი არ უნდა გაღიზიანებდეთ, არ უნდა იწვევდეს თავის ტკივილსა და გულისრევას, არ უნდა გქონდეთ მასზე ალერგია და, უბრალოდ, უნდა გსიამოვნებდეთ. თუმცა, პარფიუმერებს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი თეორია აქვთ: თუ თქვენ სულაც არ გრძნობთ სუნამოს არომატს, მაგრამ, გარშემო მყოფები კომპლიმენტებს არ იშურებენ თქვენ მიერ დაფრქვეული სურნელის გამო, ესე იგი, მართლაც მიგიგნიათ „თქვენი” სუნამოსთვის.

კითხვა: ვარ 45 წლის. ძველით ახალ წელს ვხვდები თანაკლასელებთან ერთად. მინდა, გავიკეთო სადღესასწაულო მაკიაჟი, მაგრამ, ვერ ვხმარობ თვალის „ჩრდილებს,” რადგან, ალერგია მაქვს. როგორ გავიკეთო თვალებზე მაკიაჟი წვეულებისთვის, თვალის „ჩრდილის” გარეშე?

პასუხი: თვალებზე მკვეთრი, სადღესასწაულო მაკიაჟის გაკეთება სავსებით შესაძლებელია „ჩრდილების” გარეშეც, თუ შავის ნაცვლად წამწამებისთვის გამოიყენებთ ბაც ლურჯ ტუშს, მით უფრო, რომ გასული წლის განმავლობაში მის გარეშე არ ჩატარებულა არც ერთი ჩვენება (ანუ, ამ ფერის ტუში ძალიან მოდაშია); წამწამების ძირში წაისვით შავი „ლაინერი” ან ფანქარი, ხოლო ზედა ქუთუთოებზე, თვალის გარე კუთხესთან, გაიკეთეთ „ჩრდილი” მუქი ვარდისფერი რუჟით ან ტუჩის საცხით.

 

скачать dle 11.3