კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეგოიზმი – მხოლოდ პოზიტივი

 

ეგოისტობა არც ისეთი ნაკლია, რომ მისი გვრცხვენოდეს ან საკუთარი თავი გავკიცხოთ ამის გამო. მთავარია, ეგოიზმში ყველა საზღვარი არ გადავლახოთ, თორემ, რა არის ბოლოს და ბოლოს ეს ყბადაღებული ეგოიზმი? – სხვა არაფერი, თუ არა, საკუთარი თავის სიყვარული. საკუთარი თავი კი, აუცილებლად უნდა გიყვარდეს. სხვანაირად სხვას ვერ შეიყვარებ. ეს უკვე ფაქტია, რომელსაც აჯობებს „სახეში” შევხედოთ. ადამიანი, რომელსაც არ მოსწონს საკუთარი სხეული, ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში და უკმაყოფილოა იმითაც კი, რომ საერთოდ მოევლინა ამ ქვეყანას, ვერასდროს იქნება ბედნიერი. მით უმეტეს, ვერ გააბედნიერებს სხვას.

არასრულფასოვნების კომპლექსი არის პირდაპირი შედეგი საკუთარი თავისადმი უსიყვარულობის. არასრულფასოვნება კი, მარტო არასოდეს „დადის”. მას თან სინანულის განცდა და დეპრესიაც დაჰყვება; კიდევ შიში და ხშირი იმედგაცრუება, შიში იმისა, რომ არასოდეს არავის მოეწონები; ვერასოდეს ვერავინ გაგიგებს და არასოდეს არაფერი გამოგივა, არანაირ საქმეში; რომ წარუმატებლობა შენი მუდმივი თანამგზავრია. შეიძლება, დაუჯერებელია, მაგრამ ამ ტიპის შიშს აუცილებლად მოჰყვება პანიკაც და არ არის გამორიცხული, საბოლოოდ, გაბოროტდეთ კიდეც. ეს კი ნეგატივის უწყვეტ ნაკადს ნიშნავს. რა უნდა ქნათ? – გამოსავალი მხოლოდ ერთია, საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ. ანუ, ეგოიზმი პოზიტივად უნდა აქციოთ. ის მართლაც არის პოზიტივი, როცა ნორმის ფარგლებს არ სცდება. ყველა ადამიანი ხომ უნიკალურია. ამიტომ, არ უნდა შეადაროთ საკუთარი თავი სხვას. თქვენც ისეთივე განუმეორებელი ბრძანდებით, როგორც ყველა დანარჩენი და ეს შესანიშნავია. ეძებეთ საკუთარ თავში დადებითი – ის, რისთვისაც ღირს აღფრთოვანება. აპატიეთ საკუთარ თავს შეცდომები. გახსოვდეთ, რომ არ ცდება ის, ვინც არაფერს აკეთებს, საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი და რეალობასთან მუდმივ კონფლიქტშია.

ანუ, იყავით ეგოისტი და მიიღეთ საკუთარი თავი მთელი თავისი ნაკლით, უნიკალურობითა და განუმეორებლობით.

 

გმირი, თუ ილუზია?!

 

დიახ, გმირები აღარ არიან. ან რაღა დროს საქმენი საგმირონია, როცა ჩვენი ცხოვრება ისე გართულდა, გმირის კი არა, ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანის პოვნაც ჭირს. თუმცა, თუ თქვენი იდეაფიქსია გვერდით აუცილებლად გმირი გყავდეთ, გაითვალისწინეთ, ისინი ძირითადად, ოთხი ტიპის გვხვდებიან:

„ზორო” – ის შეიძლება „ცუდი ბიჭიც” იყოს. ოდნავ უზრდელი და უხეში, არც ისე დახვეწილი მანერებით. მაგრამ, გული კეთილი ექნება და ბოროტებისგანაც შორს დაიჭერს თავს. მასთან არ მოიწყენთ. ეს ფაქტია, მაგრამ მეტისმეტი პრაგმატიზმი შეიძლება, არ მოგეწონოთ. „ზორო” რეალისტია და ჭეშმარიტი მამრი.

„აივენჰო” – ის უფლისწულია. თეთრი ცხენითა და რაინდული თვისებებით, რომელიც აუცილებლად გაგრძნობინებთ თავს ზღაპარში, მაგრამ რეალური ცხოვრება ზღაპრისგან ძალიან შორსაა. უფლისწულები ყოველდღიური პრობლემების წინაშე საკმაოდ უმწეონი არიან და ბოლოს შეიძლება, თქვენზე „ამხედრდეს”. სამაგიეროდ, ყოველთვის თქვენი ერთგული იქნება.

„პიტერ პენი” – მამაკაცი-ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა. ყველაფერი დანარჩენი თქვენი გასაკეთებელი იქნება. მისი და ოჯახის გამოკვება თავად მოგიწევთ.

„ჯეიმს ბონდი” – ქარიზმატულია, მაგიური მიმზიდველობით, მაგრამ უყვარს ყველაფრის გასაიდუმლოება და არც ისე ხელგაშლილია. ნურც ეცდებით, მას გაუგოთ, მაინც არაფერი გამოგივათ. ქმრად ვერა, მაგრამ საყვარლად კარგი ვარიანტია. ახლა კი, გადაწყვეტილება თავად მიიღეთ.

 

ჩვეულებრივი მამაკაცი

 

ის ძალიან ჩვეულებრივია, არაფრით გამორჩეული. სატრაბახო და თავისმოსაწონებელიც არაფერი აქვს. თითქოს ვერც განსაკუთრებულ ღირსებებს აღმოუჩენთ. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი მამაკაცია, ნორმალური. ნაკლიც აქვს, ბუნებრივია. ისე, როგორც სხვას, უხარია და სწყინს ჩვეულებრივად. ებრძვის პრობლემებს, რა თქმა უნდა, რაღაცით გამორჩეული მაინც იქნება. მაგალითად, შეიძლება, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდეს, ან კულინარიული ნიჭი. ამას მერე აღმოაჩენთ. მით უმეტეს, თუკი შეგიყვარდებათ. პრინციპში, რატომ უნდა გინდოდეთ არაჩვეულებრივი მამაკაცი?! თავად ხომ სრულად ჩვეულებრივი ბრძანდებით და ვერანაირად ვერ აიტანთ, თქვენს არაჩვეულებრივ პარტნიორზე გაჩაღებულ კონკურსს. ასეთ გამორჩეულ მამაკაცებზე, ქალები გამორჩეულად ნადირობენ. გინდათ, მძაფრი კონკურენციის პირობებში იცხოვროთ? მაშინ ნუ ეძებთ განსაკუთრებულს. ჩვეულებრივი მამაკაციც იქცევა არაჩვეულებრივად, როცა მას სიყვარულით შეხედავთ. იზრუნეთ მასზე და არასოდეს უსაყვედუროთ იმისთვის, რომ ჩვეულებრივია. თუ არჩევანს ასეთ მამაკაცზე გააკეთებთ, ხშირად გაამახვილეთ ყურადღება მისი ხასიათის იმ თვისებებზე, რომლებიც მართლაც დასაფასებელი და აღსანიშნავია. დააკვირდით და მალე ძალიან ბევრ ღირსებასაც აღმოუჩენთ. გახდით მისი სტიმული. ჩვეულებრივ მამაკაცს ის უპირატესობა აქვს, რომ სწრაფად ემორჩილება და ეთვისება იმ გარემოს, რომელსაც უქმნით. გარემო კი მას თქვენ უნდა შეუქმნათ, ანუ, თუ მოინდომებთ, ის ყველაზე... ყველაზე... მამაკაცი გახდება!

 

რატომ შემიყვარდა

 

ამ კითხვაზე რომ პასუხი არსებობდეს, მაშინ სიყვარულის ფენომენიც ამოიხსნებოდა. აღარც იმის პრობლემა იარსებებდა, რომ თუ  ერთ დღეს ეს სიყვარული გაქრებოდა, მის ადგილს სხვა სიყვარული დაიკავებდა. ერთი სიტყვით, სიყვარულში ყოველთვის ბრმად ვეხვევით და ზოგჯერ ვიხრჩობით კიდეც მასში. სიყვარული ხომ გაუგებარია და მამაკაცური ლოგიკა კიდევ უფრო გაუგებარი. მამაკაცი იშვიათად არის გულახდილი. ამიტომ, არსებობს მასზე უამრავი მითი და ზოგჯერ, ქალი აღარ ცდილობს, დააზუსტოს, რა დამსახურებები მიუძღვის მამაკაცს მის წინაშე. უბრალოდ, იყვარებს და მერე, ამ სიყვარულის შედეგს იმკის – ხან პოზიტიურს, ხანაც ნეგატიურს. ამბობენ, რომ მამაკაცები პოლიგამიურები არიან, მაგრამ ნამდვილად არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც თხუთმეტი, თექვსმეტი წელი ჰყავთ ერთი ცოლი და ერთგულებენ კიდეც მას, თანაც სრულიად არ განიცდიან დისკომფორტს.

ფსიქოლოგების დასკვნა: მამაკაცები ბოლო დროს შეიცვალნენ. ისინი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ სტაბილურ ურთიერთობაზე. ოჯახური სიმყუდროვე მათთვის უკვე უტოლდება ბედნიერებას. რა ხდება, ნუთუ ორი სქესი ერთმანეთს დაუახლოვდა? იქნებ, ერთგულებისა და სიყვარულის დაფასება ისწავლეს? ასეა თუ ისე, ჩვენ მაინც ვერ გიპასუხეთ შეკითხვაზე, რატომ გიყვარს. ამაზე ყველაფრის მცოდნე ფსიქოლოგებიც კი დუმან. ესე იგი, უბრალოდ, უნდა გვიყვარდეს, ყოველგვარი განსჯისა და თავის მტვრევის გარეშე. მთავარია, მან ეს სიყვარული დაინახოს.

 

скачать dle 11.3