კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არ აპატია ეროსი მანჯგალაძეს ლენა ყიფშიძემ და რატომ გაარტყა სახეში მან რეზო ჩხეიძეს

 

ქალბატონი, რომლის დღიურებსაც დღეს წაიკითხავთ, აბსოლუტურად განსხვავდებოდა ქართველი მსახიობი მანდილოსნებისგან. ის არ ჰგავდა არავის; თავისი სითამამით, სინაღდითა და უშუალობით საოცარი იყო სცენაზეც და ცხოვრებაშიც. უამრავი როლი შეასრულა თეატრში, კინომ კი თითქოს ზურგი აქცია, მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდური როლი ჰქონდა. 

„ლენა ყიფშიძის საკურთხეველი თეატრი იყო, – ამბობს მისი ბავშვობის მეგობარი, ქალბატონი ნუნუ ებანოიძე, – თეატრი და ზურა. მხოლოდ ეს ორი რამ აღელვებდა მას“. მე აღარაფერს ვიტყვი, თქვენ,  უბრალოდ, განაგრძეთ კითხვა.

ნუნუ ებანოიძე: მე და ლენა სკოლის მერხიდან ვმეგობრობდით, ჩვენ პირველ საცდელ სკოლაში ვსწავლობდით. უაღრესად დიდი ნიჭით გამოირჩეოდა. ღონისძიება ისე არ ჩაივლიდა, რომ ლენას ლექსი ან პროზა არ წაეკითხა. საინტერესო გოგო იყო. შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში შევიდა. თეატრალურში იმდენად დაკავებული იყო, რომ იშვიათად ვხედავდი. დილიდან საღამომდე იქ იყო, თუმცა ყოველ მის სპექტაკლზე ვიყავით თანაკლასელები დაპატიჟებული. პირველი როლი „ხარატაანთ კერაში“ ნუცკიას როლი იყო და მას შემდეგ წავიდა და წავიდა როლები. 29 წლისამ ვასო გოძიაშვილის მოხუცი დედის როლი ითამაშა და მარჯანიშვილის პრემია დაიმსახურა. განუმეორებელი იყო „მაია წყნეთელშიც“. ბავშვობაში ლენა წლების განმავლობაში ცეკვავდა ქორეოგრაფიულ სტუდიაში. მისი პარტნიორი კოტე მახარაძე იყო და სპექტაკლებში იღებდნენ მონაწილეობას. ვასო გოძიაშვილმა ეს „ძველ ვოდევილებში“ გამოიყენა.

– ძალიან საინტერესოა „მაია წყნეთელის“ კადრსმიღმა ისტორია: რეზო ჩხეიძეს მაია წყნეთელის როლზე ქალბატონი ლენა დაუმტკიცებია, მაგრამ, უცაბედად, გადაწყვეტილება შეუცვლია და ამის გამო მათ დიდი ჩხუბი მოსვლიათ. თქვენ რა იცით ამის შესახებ?

– „მაია წყნეთელი“ ანშლაგებით მიდიოდა. ერევანში რომ მიიწვიეს, ლენამ იქ სომხურ ენაზე ითამაშა „მაია წყნეთელი“, მაგრამ, კინოში არ გაუმართლა. იმ პერიოდში რეზო ჩხეიძე ფილმს იღებდა. ლენასთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ მაია მას უნდა ეთამაშა. ეტყობა, ლენამ რაღაცას მოკრა ყური, რეზოსთან მივიდა და უთხრა: თუ მე არ მათამაშებ, ნუ დამიმალავ, პირდაპირ მითხარიო. რეზომ დარწმუნებით უთხრა, ფილმში შენ გიღებო. ცატა ხნის შემდეგ ლენა ისევ მივიდა რეზოსთან და ისიც იმავეს უმეორდება. ბოლოს ლენამ უთხრა: აბა, შენი ბიძინა (შვილი) დაიფიცეო და რეზომაც დაიფიცა. ადგა ლენა და ხელი გაარტყა სახეში. ფეთქებადი ხასიათის იყო, თუმცა, მოთმინების დიდი უნარიც ჰქონდა. ბოლოს ამოუვიდა ყელში და ვეღარ შეიკავა თავი.

– ქალბატონი ლენა რამდენადაც საინტერესო მსახიობი იყო, იმდენად საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. თქვენ, პირველი კლასიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე იყავით მისი მეგობარი. კიდევ რას გვიამბობთ? მოგვიყევით თუნდაც ზურასა და ლენას დედაშვილობაზე.

– ლენა ისეთი დედა იყო, რომ მათ დედაშვილობაზე ანეკდოტები დადიოდა. ერთხელ, გენერალური რეპეტიციაა. უცებ დგება ლენა და ამბობს, უნდა წავიდეო. ყველას გაუკვირდა – როგორ, გენერალური რეპეტიციაა და სად მიდიხარო. არა, უნდა წავიდე, ზურა ჩამოდისო... ზურასაც არანორმალურად უყვარდა დედა. მე არ მინახავს, დედა-შვილი სულიერად ისე ახლოს ყოფილიყო ერთმანეთთან, როგორც ესენი იყვნენ. შენიშვნას რომ მისცემდა, ზურა აღტაცებული უსმენდა. მერე მომიტრიალდებოდა ლენა და მეტყოდა: ხედავ, რა ჭკვიანია? ჩემზე ჭკვიანია. იმის ნაცვლად, რომ სწყენოდა, გაუხარდაო.

– შესაძლოა, თქვენთვის, როგორც მეგობრისთვის, უხერხულია ქალბატონი ლენას პირად საკითხებზე საუბარი, მაგრამ, ყველას აინტერესებს, როგორი იყო ის სცენისა და კადრს მიღმა, რატომ ვერ აეწყო მისი პირადი ცხოვრება? გაიხსენეთ თქვენი ახალგაზრდობის წლები.

– ლენა თეატრალურ ინსტიტუტში ახალი ჩარიცხული იყო. ერთ დღეს მირეკავს და მეუბნება: შეყვარებული ვარ და მინდა გაგაცნო, ეს ბიჭი ეროსი მანჯგალაძეა და დღეს მოდიო. რომ მივედი და ლენას გვერდით ეროსი დავინახე, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა. ლენა ულამაზესი გოგო იყო, ეროსი კი აბსოლუტურად არ გამოირჩეოდა გარეგნობით. მოლაპარაკებულები იყვნენ, ინსტიტუტს რომ დაამთავრებდნენ, უნდა დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ, მოხდა ასეთი რამ: ლენა და ეროსი ერთ სპექტაკლში მონაწილეობდნენ და არაჩვეულებრივი ტანდემი ჰქონდათ. მოულოდნელად ეროსი მოსკოვში წავიდა (მაშინ მან პირველად წაიყვანა ფეხბურთის რეპორტაჟი – ავტორი), ჩაიშალა სპექტაკლი, რომელზეც ლენა დიდ იმედებს ამყარებდა და ეს არ აპატია ეროსის. გავიდა წლები, ლენა და ეროსი შერიგდნენ, დაქორწინდნენ, ხელი მოაწერეს და დიდი ქორწილი გადაიხადეს. ეროსი შინდისის ქუჩაზე ცხოვრობდა. მას ჰყავდა ლოგინად ჩავარდნილი დედა და და – ბელა. ლენას ძალიან უყვარდა ეროსის ოჯახი და ისინიც ასევე პასუხობდნენ რძალს. ამის მიუხედავად, რამდენიმე თვეში დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა, მასთან ბოლომდე მეგობრობდნენ, იმ დონეზე, რომ შაბათ-კვირას, ზურა თავის ცოლთან ერთად ეროსისთან მიდიოდა და ერთად სადილობდნენ. ბოლოს ისე იყო საქმე, თითქოს უნდა შერიგებულიყვნენ, მაგრამ, მოულოდნელად, ეროსი გარდაიცვალა. შემდეგ ლენა ბონდო მაჭავარიანს გაჰყვა ცოლად. ლენა ჩემთან ძალიან ხშირად მოდიოდა – ჩვენ მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს ვცხოვრობდით. ლენას ორი და და ერთი ძმა ჰყავდა. ის თეატრიდან შინ გვიან ბრუნდებოდა, დები კი გაუთხოვრები იყვნენ და 10 საათზე უკვე ეძინათ. ერთ ბინაში ერთად ცხოვრება, ძნელი იყო. მათი ძილის რეჟიმი ერთმანეთისას არ ემთხვეოდა. საერთოდ, ლენას თხოვნა არ უყვარდა. შევარდნაძე ეუბნებოდა, სამი ოჯახი ხართ და სამ ბინას მოგცემთო, მაგრამ, ლენა უარზე იყო – არ მინდა, ჩემი ბინა დამიხურდავეთო. ეს კაცი ვერ ხვდებოდა, რა დახურდავებაზე იყო საუბარი და ისევ სთავაზობდა, სამ ბინას მოგცემთო. ლენა თავისას „აწვებოდა“. გაგიჟდა კაცი. არ იფიქრებდა, რომელი მაკლერი მე ვარო?! მაგრამ, მაინც დაახურდავებინა და საბურთალოზე მისცეს ერთ სადარბაზოში ერთ სართულზე სამი ბინა. შემდეგ ლენას დები საირმეზე გადავიდნენ. ზურა – დიღომში. ზურას გაგიჟებით უყვარდა დეიდები და სულ ამბობდა, სამი დედა მყავსო. თეატრიდან ლენასთვის ყველაზე ახლო მეგობარი მზია მახვილაძე იყო. მზია სხვანაირი გოგოა, არ გამწირავსო, – მეტყოდა და მართლაც ასე იყო.

მახსოვს, ლენამ რომ იმშობიარა, პირველ დღეს მე და ჩემი მეუღლე მივედით მოსანახულებლად. შავი, გამხდარი, უშნო ბავშვი იყო ზურა. მიგვიყვანა ლენამ ბავშვის საწოლთან და გვეუბნება: ნახეთ, რა ლამაზი ბავშვია, გინახავთ ასეთი სილამაზეო. ზურიკოს გვარი და მამის სახელი ბაბუამ მისცა. ლაპარაკობდნენ, რომ ვითომ ზურა ეროსის შვილიაო, თვითონ ზურაც გაურკვევლობაში, დაბნეული იყო. მამა გვიან გაიცნო და ბოლომდე მეგობრობდნენ. ლენას ზურა მსახიობ ავთო ვერულეიშვილისგან შეეძინა, რომელთან ერთადაც იდგა სცენაზე წლების განმავლობაში. იმ დროისთვის ეს თამამი ნაბიჯი იყო, მაგრამ, ლენას ოჯახიდან ამას არანაირი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. პირიქით, ბავშვის დაბადებას ყველა დიდი სიხარულით შეხვდა. ზურიკო დეიდების გარემოცვაში იზრდებოდა, ვინაიდან ლენა ძალიან დაკავებული იყო თეატრში. ის გამოირჩეოდა ზებუნებრივი შრომისმოყვარეობით, ოცდაოთხი საათი მუშაობდა თავის თავზე. დაიდგა სპექტაკლი „ძუნწი“, რომელშიც ლენა კაცის – სომეხი კარაპეტას როლს თამაშობდა. თეატრში ლაპარაკობდნენ, რა გაჭირვებაა, რომ ლენამ არ ითამაშოს კაცის როლიო, მაგრამ, საოცრება გამოვიდა. ლენა მიყვებოდა: ვნერვიულობდი, თვითონაც არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა, სახლში ჩავიკეტე და სარკესთან დავიწყე რეპეტიციები ბოხ ხმაზე, სომხური აქცენტით. თურმე, ჩემი მეზობელი ჩასაფრებულია, ერთი სული აქვს, ნახოს, ვინ დაიარება ჩემთან ყოველდღე. ვეღარ მოვითმინე, კარი გავაღე და აივნიდან გავძახე: – არ გადმოვარდეთ, ქალბატონო, ესეც მე ვარ და ისიც მე ვარ-მეთქი. თეატრი იყო მისი საკურთხეველი.  თეატრი და ზურა – ეს ორი რამ აღელვებდა ამქვეყნად. ჯერ კიდევ შეეძლო თამაში, მაგრამ, რატომღაც, აღარ მისცეს როლები.

– რით გარდაიცვალა?

– ენის სიმსივნით, რომელიც პროთეზის არასწორად გაკეთებამ გამოიწვია. სულ დაკავებული იყო და კბილის ექიმთანაც ვერ მიდიოდა. ერთი ორჯერ ენაზე ცუდად იკბინა. ერთხელაც, ერთ-ერთ სპექტაკლში ასეთი სცენა ჰქონდა – იატაკიდან ამოდიოდა. უცებ მძიმე სარქველი თავში მოხვდა და მაშინაც ენაზე იკბინა საშინლად. არ მიაქცია ყურადღება და სიმსივნე განვითარდა. დაახლოებით რვა წელი ებრძოდა მძიმე სენს. მის გვერდით მხოლოდ მე და ზურა ვიყავით, სხვას არავის უშვებდა თავისთან. ყოველდღე დავდიოდი, ვუვლიდი. რამდენჯერაც შევიდოდი, იმდენჯერ გააღებდა პირს და ენას მაჩვენებდა – აბა, ერთი ნახე, დღეს როგორ მაქვსო. მეც რაღაცეებს ვიგონებდი: უი, ლენაჩკა, დღეს სულ სხვა ფერია-მეთქი. ზურა გადაყოლილი იყო დედაზე. გაიგებდა, სადღაც ვიღაც კარგ წამალს ამზადებსო და მაშინვე გარბოდა მოსატანად. არაფერი დააკლო დედას. არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ეხმარებოდა. რომ გამატანდნენ ფულს და რაღაცეები მიმქონდა, სიხარულით წამოიძახებდა: გაუმარჯოს ბიძინას! გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მითხრა: „ვკვდები, გოგო, ხო იცი!“ მე ვუთხარი: ვინ გაგიშვებს. იცოდე, კოლექტიურად მივდივართ იქ-მეთქი და ამაზე ხარხარებდა, ნახე, ამბობდა, როგორ მაცინებს, სიცილის უნარი თუ კიდევ შემრჩებოდა, არ მეგონაო. ერთ დღეს მეუბნება: ნუნუ, იცი, ბავშვები მოვიდნენ და ბურთით გამიფუჭეს ტელევიზორი. ვუყვირე, გადით აქედან-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერესო. მივხვდი, რომ აურია – რაღაცეები ეჩვენებოდა. გავედი და ნაცნობ ტელევიზორის ხელოსანს დავურეკე. ვუთხარი, რაშიც იყო საქმე და გავაფრთხილე – რომ მოხვალ, არ თქვა, რომ არაფერი სჭირს ტელევიზორს, ვითომ მართლა დაზიანებულია, რომ ეჭვი არ შეეპაროს-მეთქი. ამ დროს ზურაც მოვიდა და ეს ამბავი ვუამბე. ცოტა ხანში ლენას მწარედ დაასხა ოფლმა. ზურას ვუთხარი, პირსახოცის საბანი მაქვს და წამოდი, გამოგატან, გამოუცვალე-მეთქი. არაფრით არ წამომყვა – წავალ და ვიშოვიო. რას იშოვი ამ შუაღამისას, დაკეტილი იქნება ყველაფერი-მეთქი. ნახევარ საათში მირეკავს და მეუბნება: აი, შენს ჯინაზე გადასარევი ლურჯი საბანი ვიშოვეო. მეორე დღეს ისევ მირეკავს – ლენა აღარ არისო. მთელი ღამე საწოლში დადამისთან ჩახუტებული იწვა და ტიროდა.

– ძალიან საინტერესოა ყიფშიძეების ოჯახის, განსაკუთრებით კი ქალბატონი ლენას ძმის ისტორია, რომელიც ხრუშჩოვის სურათის დახევის გამო გააციმბირეს.

– ლენას ძმა, გიგა ყიფშიძე, 24 წლის ასაკში იყო სევასტოპოლის მთავარი არქიტექტორი. რესტორანში, ნასვამმა, დანით დაჭრა ხრუშჩოვის სურათი და ისევ ქართველმა ჩაუშვა და ციმბირში უკრეს თავი. ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როცა ჭაბუა ამირეჯიბი იყოფებოდა იქ. მოსკოვში ოლიმპიადაზე იყო ლენა ჩასული, იქ თამაშობდა და ხრუშჩოვის ბანკეტზე დაპატიჟეს. მაგრამ, ხრუშჩოვის ხელმოწერილი მოსაწვევით ბანკეტზე კი არა, ძმასთან წავიდა. კოლონიის უფროსი გადაირია: – ხრუშჩოვის სურათის დახევის გამო ზის გრიშკა, მის დას კი ხრუშჩოვი საქეიფოდ ეპატიჟებაო.

– ქალბატონმა ლენამ არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში გადადგა თამამი ნაბიჯი, მან იმ დროისთვის ცოტა უჩვეულო, ასე ვთქვათ, „ახალ ხილსაც“ გაუსინჯა გემო. ცხვირის ოპერაცია მის პროფესიას უკავშირდებოდა თუ, უბრალოდ, იმიჯის შეცვლა უნდოდა?

– წოპე ლენას ძმის ახლო მეგობარი იყო და მან ურჩია:  ხომ ხედავ, ცხვირი ხელს გიშლის.  მოდი, მოვჭრათ და, კინოშიც გადაგიღებენ, თანაც, კიდევ უფრო გაგალამაზებსო. ლენა მიყვებოდა, ვასო გოძიაშვილი გადაირია, რომ დამინახა, კინოსტუდიაში რომ მივედი, გუგული მგელაძესთან, ჯერ ვერ მიცნო და მერე იმხელა მიყვირა, – სად არის შენი ქართული ცხვირიო, გავგიჟდი. კინაღამ გული გამისკდაო. 

 

 

скачать dle 11.3