კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: ერთმა ახლობელმა ქალბატონმა მთხოვა, მომენათლა. მეც უარი ვერ ვუთხარი. ახლა ის საცხოვრებლად უცხოეთში მიდის და არ მაქვს იმის იმედი, რომ იქ მართლმადიდებლურ ტაძარში ივლის და ქრისტიანულად იცხოვრებს. ხომ არ შევცოდე, მონათვლაზე რომ დავთანხმდი?

პასუხი:  რაკი ზრდასრულმა ადამიანმა გადაწყვიტა მონათვლა, ესე იგი, ეს მთელი შეგნებით გააკეთა და მართლმადიდებლობას მიანიჭა უპირატესობა. რა თქმა უნდა, გაქრისტიანება ნათლობის რიტუალით არ უნდა შემოიფარგლოს. მას სჭირდება თქვენგან დამოძღვრა ეკლესიაში სიარულისა და ეკლესიის წიაღში ყოფნის აუცილებლობაზე. უნდა აუხსნათ, რომ, სადაც არ უნდა წავიდეს, უნდა მოძებნოს მართლმადიდებლური ტაძარი. თქვენ კი ილოცეთ მისთვის და იზრუნეთ მის სულიერებაზე. თუ ასე მოიქცევით, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ.

კითხვა: ჩემი მოძღვრისგან მაქვს კურთხევა, ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, აღსარება სხვა მოძღვარს ჩავაბარო. შეიძლება თუ არა, სხვა მოძღვართან ვთქვა ის ცოდვა, რომლის აღიარებაც ჩემს მოძღვართან მრცხვენია?

პასუხი:  თუ თქვენი მოძღვრისგან გაქვთ კურთხევა, შეგიძლიათ, აღსარებაში თქვათ ნებისმიერი ცოდვა და, თუ გულწრფელად მოინანიებთ, ის მოგეტევებათ. რაც შეეხება იმას, რომ თქვენს მოძღვართან გიჭირთ ამა თუ იმ ცოდვის გამხელა, ეს არასწორი მიდგომაა საკითხისადმი, რადგან ეს სირცხვილის განცდა ეშმაკისგან მოდის. თქვენ იმაზე უნდა იფიქროთ, რომ გათავისუფლდეთ ცოდვისგან და არა იმაზე, თუ რას იფიქრებს თქვენზე მოძღვარი.

კითხვა: რამდენი მოძღვარი შეიძლება ჰყავდეს ადამიანს და, შეიძლება თუ არა, მოძღვარი ჰყავდეს სხვა ეკლესიაში და თვითონ სხვა ტაძარში იაროს?

პასუხი: მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰყავდეს ერთი მოძღვარი, ვინც წარმართავს მის სულიერ ცხოვრებას. წირვა-ლოცვაზე სიარული იმ ტაძარში, სადაც არ ეწევა მსახურებას მისი მოძღვარი, დამაბრკოლებელი არ არის.

კითხვა ძალიან ვწუხვარ, მაგრამ, ჩემი მოძღვრის მიმართ ნდობა დავკარგე. გთხოვთ, მირჩიოთ, რა წესი არსებობს მასთან ურთიერთობის გასაწყვეტად?

პასუხი: მოძღვარზე უარის თქმა ცოდვა იმ შემთხვევაში არ არის, როცა დარწმუნებული ხართ, რომ მას არ მიჰყავხართ ქრისტესთან; როცა მისი სწავლება ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას, ან პიროვნულად ვერ იხსნებით მასთან აღსარებისას. ასეთ დროს დამშვიდებული სინდისით შეგიძლიათ, დატოვოთ ყოფილი მოძღვარი და სხვა მოძღვარს მიმართოთ. უკეთეს შემთხვევაში, უნდა აიღოთ კურთხევა მოძღვრისგან. რაც მთავარია, ეს არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ თქვენ ტაძარში აღარ იაროთ. 

 

скачать dle 11.3