კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიტევების საიდუმლო იგავი ორ მოვალეზე

 

„ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა. ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს – ორმოცდაათი. რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს მიუტევა“.

ლუკა 7¹ 41-42

უფალმა იესო ქრისტემ ქალაქ ნაინში ქვრივი ქალის დედისერთა ჭაბუკი მკვდრეთით აღადგინა. ეს ამბავი მთელ არემარეს მოედო. ერთმა წარჩინებულმა კაცმა, სიმონ ფარისეველმა, საკვირველი მკურნალი სტუმრად მიიწვია. უფალი ეწვია მას.

იმავე ქალაქში ცხოვრობდა ცოდვილი ქალი. გაიგო თუ არა, იესო სიმონ ფარისევლის სახლშიაო, ჭურჭლით ძვირფასი სურნელოვანი ნელსაცხებელი (მალამო) წაიღო და იქ მივიდა. გულმდუღარედ მტირალი ქალი უფალს ცრემლით უსველებდა ფეხებს, თავისი თმით უმშრალებდა, უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.

მასპინძელს არ მოეწონა ცოდვილი ქალის საქციელი, უფალ იესოზე კი გაიფიქრა: იესო მართლაც წინასწარმეტყველი რომ იყოს, მიხვდებოდა, ვინც ეხება, ეს ხომ ცოდვილიაო.

კარგად დააკვირდი, როგორ იქცევა უფლის წინაშე ეს ორი ადამიანი – ყველასგან პატივდებული სიმონ ფარისეველი და ყველასგან უარყოფილი ცოდვილი ქალი. ამ ქალს თავისი ცოდვების გამო სინანული გაუჩნდა და აცრემლებულმა თავმდაბლურად ითხოვა შენდობა უფალი იესოსგან. სიმონ ფარისეველმა კი მონანიე ქალზე თქვა, ცოდვილიაო. იმის მაგივრად, რომ გახარებოდა ცოდვილის სინანული და გადარჩენა, შეწუხდა და განიკითხა იგი.

უფალმა იესომ ყოველივე უწყის და არც სიმონ ფარისევლის განკითხვა გამორჩენია. იგავის თხრობა დაასრულა თუ არა, უფალმა სიმონს ჰკითხა: ახლა მითხარი, ამ ორ მოვალეს შორის რომელს უფრო ეყვარება გამსესხებელი მევალე? სიმონმა უპასუხა: იმას, ვისაც მეტი მიუტევა, ვისაც ხუთასი ემართაო.

მასპინძელი მიხვდა, რომ ორ მოვალეში უფალი მას, სიმონ ფარისეველსა და ამ ცოდვილ ქალს გულისხმობდა, ხოლო გამსესხებელ მევალეში – მის ოჯახში მიბრძანებულ იესოს.

უფალმა სიმონს იგავურად მიანიშნა: შენ ახლა ფიქრობ, რომ ხუთასი დინარის მქონე მოვალე ეს ცოდვილი ქალია. სხვისი ცოდვების მაცქერალი საკუთარს ვერ ხედავ და თავი ყველაზე მართალი გგონია. დიახ, ორივენი ცოდვილები ხართ და, იქნებ, ეს ქალი უფრო მეტადაც სცოდავს, მაგრამ შენ? განა ახლახან არ განიკითხე, განა ზიზღითა და სიძულვილით არ უარყავი ეს მონანიე ცოდვილი? შენთან რომ მოსულიყო აცრემლებული, სიყვარულითა და სინანულით სავსე, ალბათ, უკმეხად ეტყოდი: არ მომიახლოვდე მე – მართალ კაცს, შენი ცოდვილი ხელი არ მომაკარო!

იგავში არც ერთ მოვალეს არ შეუძლია ვალის გადახდა, მაგრამ მევალე ორივეს მიუტევებს. ცოდვილსაც ასევე არ შეუძლია, საკუთარი ცოდვებისგან თვითონვე დაიხსნას თავი. მიტევების საიდუმლოს გასაღება უფლის ხელშია. ეს გასაღება მისი მრავალმოწყალებაა. საკმარისია, ამ ცოდვილი ქალივით ვინდომოთ ხსნა და გადარჩენა, ღრმა სინანულით შევთხოვოთ შენდობა უფალს, რომ მყისვე მოგვესმება ჩვენი მწყალობლის ხმა: „მოგეტევა შენი ცოდვები, შენმა რწმენამ გიხსნა შენ!“ – სწორედ ამ სიტყვებით მიუბრუნდა უფალი მონანიე ცოდვილ ქალს და ასე გაგვიმჟღავნა სანატრელი მიტევების საიდუმლო.

 

скачать dle 11.3