კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადაცმული

რაკი გასული კვირა ერთ-ერთი უმძიმესია საქართველოს უახლეს ისტორიაში, სრულიად ბუნებრივია, რომ ხელისუფლებამ ილაპარაკა ყველაფერზე, გარდა საკუთარი პასუხისმგებლობისა. ხოლო, რადგან გლოვის ზარი შემზარავი იყო, არც ამაზე დასაფიქრებლად მოიცალა ვინმემ. მანამდე კი, ანუ 7 აგვისტოს ღონისძიებებამდე, პრეზიდენტ სააკაშვილს ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა დაურეკა. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით (თუმცაღა ბ-ნმა ვაშაძემ საკუთარ შვებულებაში თვით ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ვიზიტისთვისაც კი არ შეიშალა ხელი), საუბარი შედგა, როგორც ორ სრულფასოვან პარტნიორს შორისო (და მერე რა, რომ იმათ ერთ საზღვაო ხომალდზე დაეტევა მთელი ჩვენი შეიარაღება). მეტიც, პარტნიორებს იმაზეც უსაუბრიათ, რისი გაკეთება შეუძლია აშშ-ს, თუკი აგრესია განმეორდება. მაგალითად, ქ-ნ ტყეშელაშვილი უფრო შორსაც წავიდა, ბაიდენმა ზუსტად მოგვახსენა (დიახ, მოახსენა!), რას გააკეთებს, რომ რუსეთმა მეორედ ვეღარ გაბედოს მსგავსი ნაბიჯის გადადგმაო (ხოლო, თუ ნათქვამს ქ-ნი ტყეშელაშვილის პათოსსაც დავამატებთ, ჩნდება ეჭვი, რომ ბ-ნი ბაიდენი არა მხოლოდ აშშ-ის, საქ.-ოს გადაცმული ვიცე-პრეზიდენტიცაა). პათოსი და შემართება არც ბ-ნი იაკობაშვილის განმარტებას აკლდა (ოღონდ, ისაა, „კაკები“ აღარ უხსენებია), აშშ-ის სახადმინისტრაციამ უკვე ისწავლა თავის შეცდომებზე და სჯერა, რომ რუსეთი საშიშაო.  მეტიც, ყველამ ერთხმად ჩვენც დაგვაჯერა, რომ აშშ ჩვენ გვერდითაა (ალბათ, აშშ-ს სახადმინისტრაციაში უკვე ისიც დაისწავლეს, რომ არც წყალი გვჭირდება და არც პრასი, რადგან, ღვთის შეწევნით, აგვისტოს შემდეგაც კი, მტრის ჯინაზე, ორივე თავზე სასხმელ-საყრელად გვაქვს!). ხოლო მაშინ, როდესაც აშშ ჩვენ გვერდითაა, იბადება ლოგიკური კითხვა: სად ვართ ჩვენ?! სად და, ლუდის სმაში ვეჯიბრებით ერთმანეთს!

скачать dle 11.3