კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„არც სახლში, არც სამსახურში“

„ყველანი – ციხეში!“

 

რაკი ჩვენი ციხეების სამინისტრო ყველაზე ჰუმანური (დაახლოებით, ასე: „სოვეტსკი სუდ სამი გუმანნი სუდ ვ მირე“) და ინოვაციურია (როგორც მთავარი „მეციხოვნე“ ქალბატონი ბრძანებს: ევროპა გაფაციცებით შეჰყურებს ჩვენს რეფორმებსო), გაირკვა, რომ 2012 წელს, სამწუხაროდ, მხოლოდ თბილისში ახალი ციხე აიგება, რომელშიც ალტერნატიული სასჯელის მოხდა იქნება შესაძლებელი. სასჯელის მოხდას ვამბობთ, თორემ, რეალურად, ეს მიწიერი სამოთხეა (ბუნებრივია, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ მიწად მხოლოდ ჩვენს სამშობლოს ვიგულისხმებთ): პატიმრებს ექნებათ როგორც შრომის, ისე განათლების მიღებისა და დასვენების უფლება; პაემნებითაც შეუზღუდავად ისარგებლებენ და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსითაც. ხუთ დღეს იმუშავებენ, ხოლო ორ დღეს საკუთარ ოჯახებში დაისვენებენ. როგორც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განგვიმარტა, პატიმრები ალტერნატიულ ციხეში ისეთ ახალ პროფესიებს დაეუფლებიან, რომ გარეთ გამოსვლისთანავე (თუ მთლად ციხის კართან არა) უმალ დასაქმდნენ. პროექტს მეტად ამაღელვებელი სახელწოდება აქვს: „ციხე გისოსებს გარეშე“, რასაც ქ-ნი კალმახელიძე იმით ხსნის, რომ „ჩვენ ახლა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ეტაპზე ვართ“.

ბუნებრივია, ჩემთვის უცნობია, რა ეტაპზეა საქართველოს სისხლის სამართლის პოლიტიკა (უცნობია იმ მარტივი მიზეზით, რომ 12 წლის მოზარდსაც კი აკისრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ხოლო სპეცსკოლაში, საერთოდაც, 10 წლიდან ამწესებს), მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ, მართალია, სახელად „ციხე გისოსებს გარეშე“ ჰქვია, მაგრამ, ამ ყოველივეს ფრიად დარდიმანდული და საეჭვო ელფერი დაჰკრავს, დაახლოებით, ასე: „ციხეს რად უნდა რკინის კარები, მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები.“

 

скачать dle 11.3