კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სწავლა მოსწავლეთა“

თვითდაკმაყოფილებულები

 

გასული წლის მიწურულს ცნობილი გახდა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლებიც 15 წლის მოსწავლეების უნარებს შეისწავლიდა კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებებში. კვლევა ჩაუტარდათ როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი (ანუ ჩვენნაირი) ქვეყნების მოსწავლეებს მსოფლიოს 75 ქვეყანაში.

ქართველმა მოსწავლეებმა კითხვის უნარებში კატარის, პერუსა და პანამის მოსწავლეების მსგავსი უნარი აჩვენეს და 74 ქვეყანას შორის 67-ე ადგილიც დაიკავეს. 

მათემატიკურ წიგნიერებაში 65-ე ადგილს დასჯერდნენ, ხოლო მეცნიერებებში 70-ე ადგილი დაისაკუთრეს (შევარცხვინეთ გელათისა და იყალთოს აკადემიების ხსოვნა). თუმცა გამოვლინდა ერთი საინტერესო ფაქტიც: საქართველოში გოგონების შედეგები კითხვისა და  მეცნიერებების უნარებში ვაჟების შედეგებზე მაღალია (გავამართლეთ და გადავაჭარბეთ რუსთაველის შეგონებას, ძუსა და ხვადის თანასწორობის შესახებ).

ამის პარალელურად, საქართველოსა და მეცნიერების სამინისტრომ პირველკლასელთა ცოდნა შეამოწმა (ოფიციალური „ნიუზი“ გვამცნობს, რომ ახალქართველმა განმანათლებლებმა, კერძოდ, ინგლისურსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ეროვნული შეფასება განახორციელეს), რომლის შედეგებიც მინისტრის მოადგილემ, ბ-ნმა სეფერთელაძემ, ფრიად საზეიმოდ გვაუწყა. საზეიმოდ, რადგან პირველკლასელთა 70 პროცენტს (განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევით) უმაღლესი შედეგი უჩვენებია.  ბ-ნმა სეფერთელაძემ კმაყოფილებით შენიშნა, რომ „სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი პროექტი წარმატებულია (თითქოს წინა პროექტები, რისი შედეგებიც ზემომოყვანილმა კვლევამ აჩვენა, ჩემ მიერ იყო ინიცირებული). ინგლისური ენის პირველივე კლასიდან „ბუკების“ საშუალებით სწავლებამ მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდანაც ძალიან მაღალი შეფასება გამოიწვია.“

მეორე მხრივ, ჩნდება ეჭვი, რომ საერთაშორისო კვლევის შედეგებით უკმაყოფილო ქართველმა განმანათლებლებმა თავად გადაწყვიტეს კვლევების ჩატარება (და მერე რა, რომ რეფორმასაც თავად ახორციელებენ და შედეგებსაც თავად ამოწმებენ) და, როგორც მოსალოდნელი იყო, შედეგიც თვალისმომჭრელი გამოდგა, ოღონდ იმ ერთადერთ შემთხვევაში, თუ ქართული განათლების ერთადერთ მიზნად ინგლისური ენისა და კომპიუტერზე მუშაობის საყველპურო ცოდნაა. 

 

скачать dle 11.3