კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცუდი ჯარისკაცები და კარგი სახელმწიფო

 

გასულ კვირას ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორის ქვეყანაში მორიგი სამხედრო სკანდალი აგორდა, რისი მიზეზიც ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეორგოლი გახდა, რომელზეც ამერიკელი საზღვაო ქვეითები დახოცილი თალიბების გვამებს აშარდავენ. ბუნებრივია, აშშ-ის საზღვაო ძალების ხელმძღვანელობამ და პენტაგონმა ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. მეტიც, პენტაგონმა ვიდეოს ნამდვილობაც აღიარა და ორი საზღვაო ქვეითიც ამოიცნო. უფრო ადრე, 2011 წლის ნოემბერში, უკვე გაასამართლეს ამერიკელი სერჟანტი, რომლის ხელმძღვანელობითაც ამერიკელი ჯარისკაცები ავღანელებს საკუთარი ახირებისამებრ ხოცავდნენ, ხოლო მათი თავის ქალებსა და სასქესო ორგანოებს ნადავლად ინახავდნენ.

ამ ფაქტების გამო პენტაგონი არ ერიდება აღშფოთების გამოხატვას და საჯაროდაც აღიარებს, რომ მსგავსი  საქციელი ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების პათოსს. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში პატიოსანი გვამები, ძირითადად, ასევე, პატიოსანი გვამებისთვის ნამუსის მოწმენდით არიან დაკავებულნი, ისევ და ისევ, გამოდის, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი შეიარაღებული ძალები, ისევე, როგორც არ არიან კარგი და ცუდი პოლიტიკოსები, არსებობს კარგი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დემოკრატიული) და ცუდი (არადემოკრატიული) პოლიტიკური სისტემები.

 

скачать dle 11.3