კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„კარგი, ცუდი და ბოროტი“

ანუ პოსტრევოლუციური ჭეშმარიტება

 

სამხრეთ კორეის ანტიმონოპოლიურმა ორგანოებმა სამხრეთ კორეულივე „სამსუნგი“ და „ელ ჯი“ საფასო გარიგების გამო დააჯარიმეს: ამ თვითნებობისთვის „სამსუნგს“, არც მეტი, არც ნაკლები, 22 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს, „ელ ჯის“ – 16 მილიონის. ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გამოიკვლია, რომ ხსენებულ კომპანიებს 2008-2009 წლებში ფარულად მოულაპარაკიათ და იაფფასიანი მოდელების გამოშვებაზე შეთანხმებულან. მეტიც, გადაუწყვეტიათ, რომ ტექნიკის თანამემამულე გამყიდველებისთვის ფასდაკლების პროგრამაც შეეწყვიტათ. მაგრამ, დიდხანსაც არ მოუწიათ ტკბილი ლუკმის ჭამა (კერძოდ, სარეცხის მანქანებზე, ტელევიზორებსა და „ნოუთბუქებზე“ ფიქსირებული ფასების დაწესება): სამხრეთკორეელმა მარეგულირებლებმა შეთანხმება გამოააშკარავეს (ამ გარიგებას კონკურენტებს შორის, შესაძლოა, მომხმარებელი დაეზარალებინაო). მაგალითად, ჩვენს მარეგულირებლებს მსგავსი რამ თავში აზრადაც არ მოუვათ (თუმცა ისიცაა, სად გვაქვს ანტიმონოპოლიური სამსახური?!), მიუხედავად იმისა, რომ საწვავი თითქმის ყველა გასამართ სადგურზე ერთნაირ ფასად იყიდება, ისევე, როგორც მედიკამენტები და ა. შ.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, იბადება კიდევ ერთი პოსტრევოლუციური ჭეშმარიტება: არ არსებობს კარგი და ცუდი მეწარმე თუ ბიზნესმენი, არსებობს კარგი (ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც დემოკრატიული) და ცუდი (რა თქმა უნდა, არადემოკრატიული) პოლიტიკური სისტემები.

 

скачать dle 11.3