კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისის ყველაზე სასურველი სარძლო გათხოვდა

 

19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველი ტელეწამყვანის – ანუკი ქორქიას ჯვრისწერა შედგა. მის რჩეულს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს – ის კახა ჩიქოვანია. ვინაიდან ანუკის დიდი ხნის სურვილია, რომ ქორწილი ზაფხულის ცხელ დღეს, ღია ცის ქვეშ ჰქონოდა, იანვრის ამ ცივ დღეს წყვილმა მხოლოდ ჯვარი დაიწერა და ღვთის წინაშე შეჰფიცა ერთმანეთს საუკუნო სიყვარული. ჯვრისწერის საიდუმლო სოლოლაკში, ამაღლების ტაძარში შედგა. წყვილს ჯვარი დასწერა მამა საბამ, რომელიც ანუკის სულიერი მოძღვარია. ანუკისა და კახას კავშირი აკურთხა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მეუფე აბრაამმა. 

ანუკისა და კახას მეჯვარეები მათი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ანუკის ხელისმომკიდეები იყვნენ: მარიამ გრიგოლია (ინგა გრიგოლიას შვილი), სალომე ნიყვაშვილი და ლევან მარგიანი; კახას მეჯვარეები კი – თამარ ჯალახაძე, რევაზ გუნცაძე და ოთო დვალი. 

 ჯვრისწერამ ამაღლებულ ვითარებაში ჩაიარა. საოცარი სანახავი იყო, როგორ ადასტურებდა ეს ულამაზესი წყვილი თავიანთ სიყვარულს ტაძრის სიჩუმეში. ჯვრისწერის შემდეგ ნეფე-პატარძალი, სტუმრებთან ერთად კახას სახლში წავიდნენ ჯვრისწერის აღსანიშნად. 

 ჯვრისწერის დღეს ანუკის ნაზი და ჰაეროვანი ვარდისფერი, ყვავილებით მორთული კაბა ეცვა, რომლის დიზაინზე მან თავად იზრუნა. რაც შეეხება ზაფხულის გრანდიოზულ ქორწილს, როგორც ანუკიმ გვითხრა, მასზე „ავთანდილი” იზრუნებს. „თბილისელების” მკითხველს,  ალბათ  ახსოვს, თუ როგორ შედგა ეს შეთანხმება ჩვენი რუბრიკის – „შეცვლილი როლების”  საშუალებით ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე ანუკისა და ავთო ცქვიტინიძეს შორის.  

 საღამოს წვეულებას მხოლოდ ოჯახის წევრები, ნათესავები და მეჯვარეები ესწრებოდნენ. კახამ და ანუკიმ, ტრადიციულად, კარის ზღურბლზე გატეხეს თეფში. მათი შემხედვარე ყველა დარწმუნებული შეიძლება იყო, რომ დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ ერთად. წყვილი ოჯახის წევრებმა შამპანურით დალოცეს, რის შემდეგაც ულამაზესად გაფორმებულ სუფრასთან გადაინაცვლეს.

 როგორც ანუკიმ გვითხრა, ჯვრისწერასთან დაკავშირებით უამრავი საჩუქარი მიიღო. 

ანუკი: ყველა საჩუქარი ისეთი ლამაზია და ისე გულით არის არჩეული, არ არსებობს, რომ არ ვატარო და სისტემატურად არ გამოვიყენო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამის გამო ყველას. რაც შეეხება კახას, მან მაჩუქა ულამაზესი ზარდახშა სამკაულებით.

 ჯვრისწერის მეორე დღეს წყვილი ათდღიან საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრა დუბაიში. ანუკის სამსახურიდან ხანგრძლივი შვებულება ვერ მისცეს და ჯერჯერობით მხოლოდ 10 დღე გაიმეტეს. 

ვულოცავთ წყვილს გაბედნიერებას და ვუსურვებთ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ისე უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც ჯვრისწერის დღეს!

 

 

скачать dle 11.3