კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მაგალითი აიღო მშობლების ურთიერთობისგან სალომე ღვინიაშვილმა და როგორ ახერხებს ის საკუთარი ოჯახის სწორად მართვას

 

სალომე ღვინიაშვილი: სტამბული ფანტასტიკური ქალაქია. ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად მიყვარს, რაც მთავარია, ძალიან კარგად მოვერგე. იქ ყოფნა კიდევ უფრო მეტად იმან გამიადვილა, რომ შოთი არველაძის ცოლი და მე გვერდიგვერდ სახლებში ვცხოვრობდით. ალბათ, მარტო რომ ვყოფილიყავი, ძალიან გამიჭირდებოდა. შოთას ცოლმა და მისმა ოჯახმა იქ ყოფნა გამიადვილეს, არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და საერთოდ არ მიგრძნია, უცხო ქვეყანაში რომ  ვცხოვრობდი. აბსოლუტურად ყველაფერზე ვურეკავდი – თამუნა ეს, თამუნა ის და ისიც სულ მეხმარებოდა. ადრეც მითქვამს, რომ სტამბულში ჩემი თურქი მეგობარიც ცხოვრობს. ამანაც გამიადვილა იქ ყოფნა და არ გამჭირვებია შეგუება. უბრალოდ, დათუნა თბილისში იყო, ზურა – სხვა ქალაქში და გადავწყვიტე, თბილისში ჩამოვსულიყავი.

– დიდხანს აპირებ თბილისში დარჩენას?

– ზუსტად არ ვიცი. ზურას ამ გუნდთან კიდევ ორი წელი აქვს კონტრაქტი. თუ ზურა შეიცვლის გუნდს, მოგვიწევს სხვა ქალაქში, ქვეყანაში გადასვლა. სადაც შევძლებთ, რომ ერთად ვიყოთ, რა თქმა უნდა, ყველანი წავალთ. ახლა დათუნასთან ერთად ვარ, ტასუნა და ნიტაც აქ მყავს. რა თქმა უნდა, ზურასთვის, ისევე, როგორც ჩემთვის ძალიან რთულია ასე ყოფნა, მაგრამ შვილები რომ გვყავს, უკვე სხვა რაღაცეების გათვალისწინება გვიწევს.

– იმ ქალაქში, სადაც ზურა ცხოვრობს, არ არის ინგლისური სკოლა?

– არ არის ინგლისური სკოლა, მხოლოდ თურქულია. როდესაც ზურამ კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაშინვე ვიცოდით, რომ მე სტამბულში მომიწევდა ცხოვრება, რადგან ახლოს ვიქნებოდი ზურასთან და ბავშვიც ივლიდა სკოლაში. იქიდან გამომდინარე, რომ სტამბულიდან კაისერამდე ფრენას ერთი საათი სჭირდება, ამიტომ გადავწყვიტეთ – მირჩევნია ერთი საათით მეტი ვიფრინო, დათუნასთან ერთად ვიყო და თბილისიდან წავიდე ზურასთან. სტამბულში ჩემთან ერთად დამხმარე გოგონა კი ცხოვრობს, მაგრამ მაინც მიჭირდა ბავშვების მარტო დატოვება. თბილისში ბებიები არიან, მომეხმარებიან და მეც ზურას კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ. 

– როდის ჩამოხვედი თბილისში?

– ახალ წელს ერთად შევხვდით თურქეთში და მერე ჩამოვედი თბილისში. მეგობარი იყო ჩვენთან ერთად და ახალ წელს სასტუმრო „ჰილტონის“ ბოლო სართულზე შევხვდით, რესტორანში. თურქული კონცერტი იყო, თურქი ქალი მღეროდა, ძალიან ვიხალისეთ და მოვილხინეთ თურქულ სიმღერებზე.

– დათუნა უკვე 10 წლის არის, ალბათ, მის აღზრდასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტს ფიქრობ.

– დათუნა ძალიან წესიერია და კონტროლი დიდად არ სჭირდება, უპრობლემო ბავშვია. პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და არ სჭირდება იმის თქმა – დაჯექი, იმეცადინე. მიუხედავად იმისა,  რომ ბებიებმა გაზარდეს, მე მის აღზრდაში სულ ვიყავი ჩართული. ჩემთვის მთავარია, რომ თავიდან ბოლომდე კარგები იყვნენ, იცოდნენ მშობლის, ბებია-ბაბუის, უფროსების პატივისცემა. თან, რომ გაიზრდებიან, თავად დაინახავენ, როგორ გარემოშიც იზრდებიან. დათუნა უკვე დიდია, ამიტომ მეტ ყურადღებას ვაქცევთ სწავლას, სამეგობრო წრეს. მე ყოველთვის ვხედავდი ჩემი მშობლების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას, რამაც ცხოვრებაში ძალიან დიდი მაგალითი მომცა. ბედნიერი ვარ, რომ მათი სახით მაქვს იმის მაგალითი, თუ როგორი ოჯახი უნდა მქონდეს. ასევე, დიდი მაგალითი მომცეს ბებიებმა. ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. საინტერესო სტუმრები, კარგი სუფრები და ეს ყველაფერი მერე შენზეც, შენს ცხოვრებაზეც აისახება.

– შენ და ზურას განსაკუთრებული ტრადიცია გაქვთ?

– როცა ერთად ვართ, ვცდილობთ, მარტო მე და ის წავიდეთ სავახშმოდ ან ლანჩზე. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და მერე სხვა დანარჩენი. არ არსებობს ისეთი რამ, ზურამ იცოდეს და მე არ ვიცოდე. აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ ერთად. შეიძლება, ადამიანებს შორის ძალიან დიდი სიყვარული, პატივისცემა არსებობდეს, მაგრამ არ იყოს მეგობრობა – ერთს თავისი ცხოვრებია ჰქონდეს და, მეორეს – თავისი. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის, ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ და არ არსებობს, არ იცოდეს, სად ვარ და მე არ ვიცოდე – რა ჭამა, რა გააკეთა. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ურთიერთობაზე.

– ჩემი აზრით, ოჯახის სტაბილურობა, წარმატება, კარგი ურთიერთობა  მამა-შვილებსა და მეუღლეებს შორის – ეს ყველაფერი დიდად არის დამოკიდებული ქალზე, მის ხასიათზე, დიპლომატიაზე.

– მე მგონია, რომ არ არსებობს ქალი, რომელმაც ქმარს რაღაც ვერ გააკეთებინოს. რა თქმა უნდა, ამას კარგი გაგებით ვამბობ. ანუ, კარგი ფორმით უნდა მიაწოდო ყველაფერი. რაც შეეხება შვილებთან ურთიერთობას, ზურა თავიდანვე იყო და არის ჩართული ბავშვების აღზრდაში. დაბადებიდანვე, როგორც მე, ისიც ისევე იღებდა ყველაფერში მონაწილეობას. მეგობრები რომ ჩამოვიდნენ ჩემთან ინგლისში, გაგიჟდნენ – ბავშვები რომ იძინებდნენ, მამას თხოულობდნენ. მეკითხებოდნენ, ამას როგორ ახერხებო. მე არაფერ შუაში ვარ, ზურა ახერხებს, ალბათ, რომ ასეთი მამა იყოს. რომ ვეუბნები ბავშვებს – წამოდი, ვიბანაოთ და მერე დაიძინეთ-მეთქი, მეუბნებიან – მამამ. ეს ძალიან მიხარია, არ ვეჭვიანობ.

– რა ხდება მაშინ, როცა ბავშვები შეკრებიდან დაბრუნებულ მამას ხვდებიან?

– საოცრება ხდება. ზოგჯერ ბავშვებს ვეუბნები, მამა ჩამოდის-მეთქი, ზოგჯერ კი – არა და კარი რომ იღება, სახლში ისეთი წივილ-კივილია, მე არც მიშვებენ ზურასთან. ამ დროს გული მიჩუყდება და მეტირება. 

– ჩემთვის ის ქალი ძალიან წარმატებულია, რომელსაც აწყობილი პირადი ცხოვრება აქვს, ჰყავს კარგი მეუღლე და შვილები.

– ჩემი აზრით, ყველანაირ კარიერაზე რთულია გქონდეს წარმატებული ოჯახი, რომლის საფუძველი მაინც ქალია და ის როგორც წარმართავს, ყველაფერი ისე იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის განსაკუთრებულ რამეს ვაკეთებ. ამ ეტაპზე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მსიამოვნებს ბავშვებთან ყოფნა, სკოლაში წაყვანა-წამოყვანა, ვასწავლო მათ გაკვეთილები, წავიდე, პროდუქტი ვიყიდო, ვიფიქრო ჩემს მეუღლეზე, ოჯახზე. ალბათ, მოვა დრო, როდესაც მომინდება, რაღაც საქმე ვაკეთო. თან, მე ოჯახური ცხოვრება ძალიან ადრე დავიწყე, 17 წლისა უკვე დედა ვიყავი, კარიერაც საკმაოდ ადრე ავიწყე. ყველა საფეხური გავიარე და ამასთან ერთად, ყოველთვის ვახერხებდი, მესწავლა. აკადემიის გარდა, ვისწავლე ხელოვნების კოლეჯში, ასევე, კურსები გავიარე ლონდონში „სენ-მარტინში“, ვმეცადინეობდი, პლუს ამას, ინგლისურ ენასაც ვსწავლობდი, ვმოდელობდი. ახლაც ვახერხებ გადაღებებში, ჩვენებებში მონაწილეობას. ასე რომ, ოჯახის გარდა,  ყოველთვის ვიყავი  სხვა საქმეებითაც დაკავებული. ზოგჯერ ვამბობ, ეს იყო ჩემი ბოლო ჩვენება, აღარ გამოვალ პოდიუმზე-მეთქი. აღარ ვარ პატარა, 27 წლის ვარ და არ მინდა, ვინმემ თქვას: რაღა დროს ამის პოდიუმიაო. მაგრამ, მერე ჩემი მეგობრების თხოვნით, რომ მეუბნებიან: გავგიჟდები, შენ რომ არ დახურო ჩემი ჩვენებაო, იქ ყველაფერი მავიწყდება. ვფიქრობ, რომ მე ვიღაცისთვის საჭირო ვარ, მისთვის მნიშვნელოვანია ჩემი გამოსვლა და ამიტომ, დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ამ ყველაფერს.

– ცოტა ხნის წინ, ანუკა არეშიძისა და კახა კალაძის შვილი, ლევანიკო მონათლეთ.

– ანუკამ მითხრა, ჩემი მეჯვარე უნდა იყოო, თუმცა ჯერ არ ყოფილა ქორწილი და მხოლოდ ბავშვი მოვნათლეთ. მიყვარს მთელი მათი ოჯახი, განსაკუთრებულად ანუკა, რომელიც ძალიან თბილი გოგონაა და ძალიან საყვარელი შვილი ჰყავს, ლევანიკო.

– რა დაანათლე?

– ყველაფერი კარგი, სიმშვიდე, რადგან ძალიან მშვიდი ვარ. მომავალში გამოჩნდება, რა დავანათლე.

 

 

скачать dle 11.3