კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ახასიათებს შურისძიება წყენის გამო და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის გაბრაზებაა საშიში

 

თუ ადამიანთან დაახლოებას გადაწყვეტთ, კარგად უნდა დააკვირდეთ მას, უნდა იცოდეთ, რა სწყინს და რა ახარებს, როგორ შეიძლება მისი ადვილად დაყოლიება და ასე შემდეგ. ამ ყველაფერში ასტროლოგიური რჩევები დაგეხმარებათ და გაგიიოლებთ ურთიერთობებს სასურველ ადამიანებთან. ასევე, თუ ვინმემ გაწყენინათ და მისთვის სამაგიეროს გადახდა გსურთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა იმალება მის შინაგან სამყაროში, საშიშია თუ არა მისი განაწყენება და რას მოგიტანთ მასთან დაპირისპირება. ასე რომ, გაიგეთ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული ის და გააზრებულად იმოქმედეთ. მაგალითად:

ვერძი: ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი სიახლეებისა და ხმაურიანი სიტუაციების მოყვარულია. ხშირად გაურბის კონფლიქტურ სიტუაციებს, უყვარს საკუთარი ნიჭის დემონსტრირება. თავდაჯერებული, ტემპერამენტიანი და ეგოისტია. არ არის ბოროტი, მაგრამ მისი გაბრაზება საშიშია. გაფრთხილებთ, რომ თქვენს ნეგატიურ დამოკიდებულებაზე მისი რეაქცია სწრაფი და დაუნდობელი იქნება. ის გულს გატკენთ, პირში მოგახლით ყველაფერს და მერე გაგეცლებათ. თუმცა, წყენას დიდხანს არ ატარებს გულში და არც შურისძიებას დაიწყებს.

კურო: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი დიდ ყურადღებას აქცევს მატერიალურ მხარეს. ცხოვრებაში ბევრის მიღწევა უნდა და ისეთ ადამიანთა გარემოცვაში უყვარს ყოფნა, რომლებიც მას ჰგვანან და მის იდეებს ითვალისწინებენ. მოქმედება გააზრებულად და აუჩქარებლად უყვარს, იძლევა პრაქტიკულ რჩევებს და არ არის მლიქვნელი. სხვათა შორის, ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა არც ისე ადვილია, მაგრამ, თუ ერთხელ აიცრუა თქვენზე გული, ჩათვალეთ, რომ მისთვის აღარ არსებობთ და არც მეორე შანსის უფლება მოგეცემათ. 

ტყუპები: ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უყვართ ინტელექტუალურ ხალხთან ურთიერთობა; კამათის დროს საკუთარ თავს ამხელენ; ფლირტის მოყვარულები და აზარტულები არიან. ისინი არამყარი ბუნებით გამოირჩევიან და არც გრძნობებს მალავენ. მათთვის სიამოვნების მინიჭება ძალიან ადვილია, თუმცა, შურისძიებაში ნამდვილად ვერ შეედრებით – შეუძლიათ, არა მარტო ჩხუბით, არამედ, ინტრიგებითა და ჭორებით გაგითხარონ სამარე. ასე რომ, თუ თქვენს რეპუტაციას უფრთხილდებით, მათთან კონფლიქტს ნამდვილად არ გირჩევთ. 

კირჩხიბი: ეს ძალიან მგრძნობიარე ნატურაა, ზედმეტად რომანტიკული და ტრადიციების მიმდევარი. ბუნებით კონსერვატორია. მისთვის გულისტკენა ძალიან ადვილია და შურის საძიებლად მხოლოდ საკუთარი გეგმით მოქმედებს. პირველ დარტყმას ის თქვენს ღირსებაზე გააკეთებს და ამით გაგრძნობინებთ, რომ ის თქვენზე ძლიერია. ყველაფერს მოიმოქმედებს, რომ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნოთ. არ არის გამორიცხული, კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან კამათმა პესიმისტობამდე მიგიყვანოთ და კარიერულ წარმატებებზეც კი უარი თქვათ. 

ლომი: უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, კომპლიმენტები და ძვირად ღირებული საჩუქრები. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ამაყი და თავდაჯერებულია. ახასიათებს ხასიათის მოულოდნელი ცვალებადობა. გამჭრიახი გონების წყალობით, ის ყოველთვის საუკეთესო არჩევანს აკეთებს ცხოვრებაში. პირად ურთიერთობებში საოცრად ერთგულია და მგრძნობიარე, ამიტომ მისი განაწყენება არ ღირს. მართალია, ლომები მოთმინების უნარით არიან დაჯილდოებულნი, მაგრამ, თუ ზღვარს გადახვალთ, მათზე საშიში მტერი არც კი გეყოლებათ. ამიტომ, ნუ იქნებით მასთან მკაცრი, მომთხოვნი და ეცადეთ სწორად შეაფასოთ მისი მოქმედებები. განსაკუთრებით მოერიდეთ მისი თავმოყვარეობის შელახვას, რადგან ამას ის ცხოვრების ბოლომდე არ გაპატიებთ.

ქალწული: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი მოწესრიგებული ინტელექტუალია, ასევე, სამართლიანი, ცოტა გულგრილი, მორცხვი და შინაგანად ფეთქებადი. უყვარს საქმის ხარისხიანად შესრულება. მაქსიმალისტია და შედარებებს აკეთებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ მას საკუთარი აზრის დასაბუთებას მოსთხოვთ, შეუძლია, საათობით ილაპარაკოს. მისი გაბრაზება ძალიან ადვილია და არც შურისძიებაზე იხევს უკან. ყველა ძალას იხმარს, რომ სამაგიერო გადაგიხადოთ. მასთან არც მობოდიშება ჭრის და ვერც საჩუქრებით მოიგებთ მის გულს. უბრალოდ, უნდა გახსოვდეთ, რომ მისი გაბრაზება ძვირად დაგიჯდებათ და ამის შემდეგ მას გულს ვეღარ მოულბობთ.

სასწორი: სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი სამართლიანობის დამცველი და მშვიდობის მოყვარულია. მართალია, ცოტა მერყევი ხასიათით გამოირჩევა, მაგრამ, ეს სულაც არ უშლის ხელს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. ის ხშირად იბუტება და ადვილად ვერ ივიწყებს წყენას, მაგრამ, მისი გულის მონადირება და შემორიგებაც ძალიან ადვილია. სასწორებს არ უყვართ სამაგიეროს გადახდა და არც შურს იძიებენ ვინმეზე. ურჩევნიათ, დიპლომატიური მეთოდებით გაარკვიონ ურთიერთობები და ამით ადვილად აიცილონ თავიდან სკანდალები და გაუგებრობები.

მორიელი: მორიელები ცნობისმოყვარეები და კარგი მესაიდუმლეები არიან. გამოირჩევიან მგზნებარე და თავდაჯერებული ბუნებით. სიცოცხლით სავსეები არიან და მუდმივად ახერხებენ გარშემო მყოფთა გულის მოგებას. სხვების მიმართ ყურადღებიანები, იმავეს მოითხოვენ ყველასგან. შესაძლებელია, ისეთ რამეზე დასწყდეთ გული, რასაც თქვენ ყურადღებასაც კი არ მიაქცევდით. თუ გაბრაზდა, უნდა მოერიდოთ, რადგან „მორიელის” ნაკბენს დიდხანს ვერ მოიშუშებთ.

მშვილდოსანი: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი დამოუკიდებელი და მებრძოლია. უყვარს თავგადასავლები, აქვს არტისტული ბუნება და, შესაძლოა, ისე გამოხატოს წყენა, არც მწვადი დაწვას და არც შამფური. თუ არ გსურთ, რომ გაანაწყენოთ, ნუ შეუზღუდავთ თავისუფლებას. საერთოდ, მშვილდოსანი შურისძიების მოყვარული ნატურაა. არ ერიდება საზოგადოებას და, არ არის გამორიცხული ბევრი ადამიანის თვალწინ მოგაყენოთ შეურაცხყოფა. მისთვის მთავარია, თქვენ მიერ მიყენებულ წყენაზე სასწრაფო და ადეკვატური პასუხი გაგცეთ და არ აქვს მნიშვნელობა, სად და როდის გამოხატავს მას. ამიტომ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან დელიკატური მიდგომა გმართებთ.

თხის რქა: სიჯიუტესა და თავდაჭერილობაში ბადალი არ ჰყავს. უყვარს ძალაუფლება და ვერ იტანს ჭკუის დარიგებას. ხელგაშლილი და შრომისმოყვარეა, მაგრამ, მისი ბუნების ამოცნობა ცოტა რთულია. ადვილად ვერ გამოიყვანთ წყობიდან, მაგრამ, თუ ეს მოახერხეთ, დანდობას ნუღარ ელით – ისე გაგანადგურებენ, ვერც წარმოიდგენთ. უყვართ სიტუაციის კონტროლი და შურისძიებისთვის აუცილებლად სხვებს დაიხმარენ. შესაძლოა, თქვენ აღარც კი გახსოვდეთ, რა აწყენინეთ, ის კი ამ წყენას ცხოვრების ბოლომდე არ დაგივიწყებთ.

მერწყული: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი მეამბოხეა, თუმცა, ხანდახან გამოირჩევა გულგრილობითა და ინდიფერენტულობით. ზოგადად კი ოპტიმისტია და უყვარს ქველმოქმედება. მერწყულებს გამჭრიახი გონება აქვთ და ზუსტად იციან, საიდან უნდა ელოდონ საფრთხეს. მათი ჭორის სამიზნე თუ გახდით, ჩათვალეთ, რომ თქვენი რეპუტაცია ისე შეილახა, დიდხანს ვეღარ აღადგენთ. მათთვის შურისძიება გართობაა და არა ბოროტების ჩადენის ტოლფასი. შეუძლიათ, ერთი ხელის მოსმით დაივიწყონ თქვენთან ურთიერთობაში გატარებული ბედნიერი წუთები; დაგცინონ, დაგამცირონ და ამით თავად მიიღონ სიამოვნება. ამიტომ, მათთან დელიკატური მიდგომაა საჭირო. ეცადეთ, არ გამოიყვანოთ წყობიდან და არ გახდეთ მათი სამიზნე. 

თევზები: ერთი შეხედვით მგრძნობიარე, მეგობრული და ნაზი ბუნების მქონე თევზები, სინამდვილეში ძალიან საშიშები ხდებიან, თუ მათ დაუპირისპირდებით. თუ მის გაბრაზებას გადაწყვეტთ, მისგან უკან დახევას ნუ ელით. მართალია, მათ მერყევი ხასიათი აქვთ, მაგრამ, გულისტკენის დროს აზრს არ იცვლიან და ცდილობენ, ყველა კავშირი და ძალა გამოიყენონ თქვენს გასანადგურებლად. არ არის გამორიცხული, უმიზეზოდ იეჭვიანონ და ამით შეურაცხყოფა მოგაყენონ. წყენას კი გულში იტოვებენ და, როდის აფეთქდებიან, თავადაც არ იციან. არ არის გამორიცხული, ისეთ დროს „დაგესხან” თავს, როცა არ ელით და, შესაბამისად, არც მათი განაწყენების მიზეზი გახსოვთ. ისინი უნდა აქოთ და ერიდოთ, თუმცა, ერთი შეხედვით მშვიდები და მოსიყვარულეები ჩანან. 

 

скачать dle 11.3