კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი იყო ვანო ჯავახიშვილის არატრადიციული ახალი წელი და როგორი იქნება ოცი წლის შემდეგ “ვანოს შოუ„

 

 

 

საახალწლო შვებულების მერე „ვანოს შოუ“ მაყურებელს დაუბრუნდა. პირველი ახალი გადაცემა უკვე გავიდა ეთერში. სიახლეებია „კომედი გრუპშიც“. რა სიახლეს გვპირდებიან ისინი და როგორ აპირებენ ახალი „ნაღმის აფეთქებას“, ამაზე უფრო დაწვრილებით თვით „დემოკრატიის შუქურა“ ვანო ჯავახიშვილი გვიამბობს.

– დავიწყოთ იქიდან, როგორ შეხვდი ახალ წელს?

– წლევანდელ ახალ წელს ძალიან საინტერესოდ შევხვდი, არატრადიციულად. აქამდე, ჩვეულებრივ, ტრადიციულად ვხვდებოდი ხოლმე, ახლა კი ისე მოხდა, რომ ახალ წელს ბათუმში, ბატონი ხულიო იგლესიასის კონცერტზე შევხვდით. მაინტერესებდა, როგორი კონცერტი იქნებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეუღლემ, წავსულიყავით და ერთ ახალ წელს ასე არატრადიციულად შევხვედროდით. სამწუხაროდ, ბავშვი დავტოვეთ, რადგან ამხელა გზაზე ვერ წავიყვანდით. ასე რომ, ამ ახალ წელს ბატონ ხულიოსთან ერთად შევხვდი.

– ახალი წლიდან თუ გეგმავთ გადაცემაში რაიმე ცვლილებებს?

– ჩვენ მუდმივად ცვლილებების პროცესში ვართ. ჩემი გადაცემა ფორმატია, ანუ, რაღაც-რაღაცეებს ფიზიკურად ვერ გაექცევი და, შეიძლება, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახოს მაყურებელზე, ამიტომ ჩვენი ხშირი ცვლილებები ძირითადად რუბრიკების ხშირი ცვლაა და ამას ვაკეთებთ.

– „კომედი გრუპში“ „შუა ქალაქის“ მსახიობები გამოჩნდნენ. რა სიურპრიზს უნდა ველოდოთ?

– ჩვენ მთელი ძალებით ვართ გადართულები იმაზე, რომ რასაც ვგეგმავთ, კარგი გამოვიდეს. ჯერ მხოლოდ პატარ-პატარა რაღაცეების გამხელა შემიძლია, რადგან, ეს არის ფიარის ნაწილი და, ამიტომ, არ გვინდა, აქედანვე დავიწყოთ ამ ყველაფრის გაჟღერება. ვაკეთებთ „შუა ქალაქისგან“ რადიკალურად განსხვავებულ სერიალს. რა თემაზე იქნება, ამას ვერ გეტყვით. საპილოტე ჩვენება უკვე ჩაწერილია და მოწონებულია დირექციის მხრიდან. ახლა დეკორაციაზე მუშაობა მიდის და, ალბათ, თებერვლიდან უკვე გავისვრით ნაღმს, რომელიც მასში გვაქვს ჩადებული.

– „შუა ქალაქის“ ძველი მსახიობების გარდა კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას სერიალში?

– მთავარი გმირები „შუა ქალაქის“ მსახიობები იქნებიან, მაგრამ, მოწვეული გვყავს სხვა მსახიობებიც, რომლებიც ქასთინგით შევარჩიეთ და მათზე ძალიან დიდი ფსონებიც გვაქვს დადებული.

– როგორ ფიქრობ, რატომ ვერ გაიხარა ვერც ერთმა თქვენმა კონკურენტმა შოუმ? რამდენიმე შოუ დაიხურა, „ვანოს შოუ“ კი ისევ რჩება. მით უფრო, რომ იმ შოუებსაც ის ადამიანი აკეთებდა, ვიც „ვანოს შოუ“ შექმნა.

– რეალურად რა ხდება, გეტყვით: ეს გადაცემა ახლა რომ დამეწყო, შეიძლება, არ ყოფილიყო ისეთი წარმატებული, მე მგონია, რომ წარმატების მიზეზი არის დრო – თუ დროს გაუძლებ, რაღაც პერიოდში მაყურებელი ნელ-ნელა გეჩვევა, ის უკვე შენზეა გადმორთული. ჩემი აზრით, არის რაღაც-რაღაც შეცდომები, რომლებსაც არ ითვალისწინებენ სხვა კოლექტივები. მე თუ მკითხავ, ასეთ პროექტს არ სჭირდება რადიკალური ცვლილებები. უნდა აკეთო ის, რაც არის. რა თქმა უნდა, წამყვანზეც ბევრია დამოკიდებული. მე თავს არ ვიქებ, უბრალოდ, წამყვანი ყოველთვის უნდა იყოს განვითარების პროცესში. არ შეიძლება, ერთ დინებას გაჰყვე. თითქმის ყოველთვის ვიცი, რა სჭირდება მაყურებელს, ანუ, ამაზე მაქვს ნაფიქრი, ვიცი, რა არის უხარისხო და დაბალი დონის. ერთადერთი, რაც ვერ შევისწავლე, ეს არის დახვეწილი იუმორი – არ ვიცი, დახვეწილი იუმორი რას ნიშნავს.

– ალბათ, ინგლისურ იუმორს?

– არა. ეს არის მაღალი ფენის საზოგადოების მიერ შექმნილი ფრაზა. დახვეწილი იუმორი ბუნებაში არ არსებობს, რა არის, არავინ არ იცის, მაგრამ, ამბობენ.

– თუ გიფიქრია, როგორი შეიძლება იყოს „ვანოს შოუ“ ოცი წლის შემდეგ?

– ალბათ, აღარ იქნება. ვფიქრობ, რომ დავიღლები – ოცი წლის შემდეგ მე ორმოცდაათის გავხდები, ერთადერთი, რაც მახარებს და რითაც ვიქნები ბედნიერი, ისაა, რომ ბანკის ვალი მექნება გასტუმრებული. ისე, რომ გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, გადაცემის წამყვანი რომ ვარ-მეთქი, მოგატყუებთ, ეს ჩემთვის ურთულესი პროცესია.

 

скачать dle 11.3