კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძებს რუსეთიდან საქართველოში მამის ჯარის მეგობრებს 35 წლის ქალი და რისი იმედი აქვს მას

 

35 წლის ინა პეტრეს ასული კოვალიოვა-სოლოვიოვა ეძებს მამის – პეტრე კოვალიოვის ჯარის მეგობრებს (მათი სახელები და გვარები უცნობია, ფოტოებზე ისინი ხელმარცხნივ არიან).

ისტორია: ვეძებ მამაჩემის, პეტრე კოვალიოვის ჯარის მეგობრებს. სამწუხაროდ, მამა ცოცხალი აღარაა, მაგრამ ის ძალიან ხშირად იხსენებდა თავის ჯარის მეგობრებს და ამიტომ ძალიან მინდა მათი პოვნა. მე რუსეთში ვცხოვრობ და თქვენი რუბრიკის არსებობის შესახებ სრულიად შემთხვევით გავიგე ჩემი მეგობრისგან, რომელმაც თქვენი დახმარებით თავისი მეგობარი იპოვა. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მამის მეგობრების პოვნაში. ფოტოებზე ისინი ხელმარცხნივ არიან. სამწუხაროდ, მათი გვარები და სახელები ჩემთვის უცნობია.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ფოტოებთან ერთად ჩვენი რედაქციის მაილზე მოვიდა. ინა რუსეთში ცხოვრობს და მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, იპოვოს მამის ჯარის მეგობრები. იმედია, ჩვენი რუბრიკის მკითხველი რომელიმე მათგანს იცნობს და გამოგვეხმაურება.

– ინა, მოგვიყევით, კიდეც რა იცით მამათქვენის ჯარის მეგობრების შესახებ. 

– სამწუხაროდ, მამაჩემი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ის ძალიან ხშირად ახსენებდა ჯარში მსახურობის წლებს და თავის მეგობრებს. მამა  1965-1967 წლებში მსახურობდა ქალაქ სარატოვში და სწორედ ჯარში გაიცნო მან თავისი მომავალი მეგობრებიც (რომლების არც გვარები ვიცი, არც სახელები), ვიცი მხოლოდ ის, რომ ისინი საქართველოდან იყვნენ. მამა ხშირად მიყვებოდა მათი მეგობრობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, თუკი ისინი წაიკითხავენ ამ  სტატიას და მამაჩემის სახელსა და გვარს, მათაც გაახსენდებათ თავიანთი მეგობარი. მას შემდეგ, რაც მამა გარდაიცვალა, სულ ვფიქრობდი, როგორ მეპოვა ისინი, მაგრამ, იმის გამო, რომ მე არც ერთის სახელი და გვარიც კი არ ვიცი, ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელი იყო. სრულიად შემთხვევით გავიგე თქვენი რუბრიკის შესახებ და დიდი იმედით მოგმართეთ. შეიძლება, მამაჩემის მეგობრებმა თავად ვერ წაიკითხონ თქვენი სტატია, მაგრამ, რომელიმე მათგანის ნათესავმა იცნოს ისინი ფოტოთი. საბედნიეროდ, მაქვს მამაჩემის მიერ შენახული ჯარში გადაღებული  ფოტოები. სურათებზე მამაჩემი ხელმარჯვნივაა, მამის მეგობრები კი ხელმარცხნივ არიან.

– მამისგან თუ გაგიგიათ, საიდან იყვნენ მისი მეგობრები წარმოშობით?

– ზუსტად ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ, დარწმუნებით ვიცი, რომ ორივე ქართველია და საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. სავარაუდოდ, ისინი ამჟამად დაახლოებით 65-67 წლისანები უნდა იყვნენ. იმედია, ჯანმრთელად არიან და გამოგვეხმაურებიან.

– მაინც, რა არის მიზეზი, რატომ ეძებთ მამის მეგობრებს, რომლებიც არასდროს გინახავთ? 

– ძალიან მინდა მათი პოვნა და გაცნობა. მამა ძალიან მიყვარდა, ის კი ისეთი ადამიანი გახლდათ, თუკი ვინმეს მეგობარს უწოდებდა, ის ადამიანი მართლაც გამორჩეული უნდა ყოფილიყო და, დარწმუნებული ვარ, მისი ჯარის მეგობრებიც სწორედ ასეთი ადამიანები არიან. ყველაფერთან ერთად, ძალიან მენატრება მამა და ვცდილობ, გავეცნო ყველაფერ იმას, რასაც მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც გითხარით, ის ხშირად იხსენებდა თავის ჯარის მეგობრებს და თვითონაც ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, ეპოვა ისინი, დარწმუნებული ვარ, მათაც ძალიან ენდომებოდათ მამასთან დაკავშირება. უბრალოდ, მოგეხსენებათ, უწინ რა დრო იყო – არც კომუნიკაციები იყო ასეთ დონეზე და არც ინტერნეტი არსებობდა. წერილებით ურთიერთობაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუკი მისამართს დაწვრილებით და უშეცდომოდ მიუთითებდი. იმედი მაქვს, მამას ჯარის მეგობრები დღემდე საქართველოში ცხოვრობენ და მე მათ ვიპოვი.

– თუკი იპოვი მამის მეგობრებს, როგორ აპირებ მათ ნახვას, შეხვედრას თუ გეგმავ?

– ამჟამად ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ, თუკი მათ ვიპოვი, დიდი სურვილი მაქვს ვნახო ისინი. არ ვიცი, ამას როგორ მოვახერხებ – ჩამოვალ თუ ჩემთან დავპატიჟებ, მაგრამ, დიდი იმედი მაქვს, რომ, პოვნის შემთხვევაში, ორივეს გავიცნობ. ხოლო, თუ, ღმერთმა არ ქნას და, ისინი ცოცხლები აღარ არიან, მაშინ, იმედი მაქვს, რომ გამომეხმაურებიან მათი შვილები ან ნათესავები – ხომ შეიძლება, რომელიმე მათგანი თქვენი მკითხველის ბიძა ან მამა აღმოჩნდეს?!

 

скачать dle 11.3