კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნახევარი საუკუნის შემდეგ გაცილებით უკეთ ვიცხოვრებთ!“ – ამტკიცებენ იტალიელი მეცნიერები

 

„50 წლის შემდეგ ჩვენ მზის ენერგიის ელექტროავტომობილებით ვივლით. ჩვენს ნაცვლად  კი ბევრ სამუშაოს მოლეკულური კონსტრუქტორები გააკეთებენ, შევჭამთ ლაბორატორიებში წარმოებულ ხორცს – საჭირო არ იქნება ცხოველთა დახოცვა. აუცილებელ ენერგიას დედამიწის ცენტრიდან მივიღებთ და სამუდამოდ დავემშვიდობებით ნავთობს და გაზს“.

მსოფლიო რანგის მეცნიერმა, იტალიელმა ჯოვანი ბინიამმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ასტროფიზიკის ნაციონალურ ინსტიტუტს ჩაუდგა სათავეში, მთელი მსოფლიო მოიარა, რათა გაეგო, რომელი აღმოჩენები, გამოკვლევები და გამოგონებებია საჭირო, რომ ჩვენი ცხოვრება გაუმჯობესდეს. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხად კვლავ ენერგია რჩება. თვით ბინიამი, როგორც ბევრი სხვა მეცნიერი, ბირთვული ენერგიის გამოყენების მომხრეა, თუმცა ითვალისწინებს მისადმი საზოგადოების ნეგატიურ აზრს, რომელიც სავარაუდოდ, არც 50 წლის შემდეგ არ შეიცვლება. ასევე ყურადსაღებია ის, რომ ნახშირწყლების ნედლეული პლანეტის ბალანსს არღვევს და სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროები კი ვერ დააკმაყოფილებს მსოფლიო მოთხოვნას. ამიტომ, „უნდა ავირჩიოთ მესამე გზა – ღრმა გეოთერმია“.

„2062 წელს დაიბადება ბავშვი, რომელიც 162 წელს იცოცხლებს; მარსზე ისეირნებს, რომ სამყაროს საიდუმლოებებს ჩასწვდეს, აღმოაჩინოს და შეიცნოს მიუწვდომელი, მიიღოს სიგნალი სხვა მზის სისტემებიდან; სადაც გონიერი არსებები ცხოვრობენ“, – ომახიანად აცხადებს იტალიელი მეცნიერი.

 

скачать dle 11.3