კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2018 (107)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)

ლონდონში „გამქრალი“ ბრილიანტი ნიუ-იორკში „ამოტივტივდა“

 

16-კარატიანი ყვითელი ბრილიანტი, რომელიც ლონდონის ცნობილ საიუველირო მაღაზია „გრაფიდან“ (GRAFF) ოთხი წლის წინ მოიპარეს, ნიუ-იორკში აღმოაჩინეს.

ჰონკონგის ერთ-ერთმა ლომბარდმა ეს მსხვილი ბრილიანტი ნიუ-იორკის გემოლოგიურ ინსტიტუტს გაუგზავნა შესაფასებლად. ამერიკელებმა მაშინვე ამოიცნეს „ლონდონური ბრილიანტი“, რომელზეც ისინი სრულ ინფორმაციას ფლობდნენ.

2007 წელს ბრიტანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე მაღაზია „გრაფთან“ „ბენტლი“ გაჩერდა, იქიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა. მაღაზიაში შესულებმა თანამშრომელს ბრილიანტის ფასი ჰკითხეს, შემდეგ კი პისტოლეტები ამოიღეს და ხმამაღლა გამოაცხადეს: „ძარცვაა!“ შედეგად, დამნაშავეებმა მაღაზიიდან 20 მილიარდი დოლარის სამკაული გაიტანეს. დამნაშავეებს დღემდე ვერ მიაკვლიეს. 

ყვითელი ბრილიანტის შესახებ კი გემოლოგიის ინსტიტუტმა მაშინვე აცნობა „გრაფს“. მაღაზიამ ლომბარდს მიმართა, დაებრუნებინათ თავისი კუთვნილება, რაზეც უარი მიიღო. მაშინ „გრაფმა“ სასამართლოში შეიტანა სარჩელი: „კანონიერი მფლობელის უფლებების დარღვევის“ გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ყვითელი ბრილიანტი საიმედოდ იქნება დაცული გემოლოგიური ინსტიტუტის ლაბორატორიაში.

 

скачать dle 11.3