კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეცნიერები სიცოცხლის ერთი წამით შემცირებას აპირებენ

 

მსოფლიო მეცნიერება ადამიანებს იმ ერთი წამის წართმევას „უპირებს“, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში დედამიწის მოძრაობისას დაგროვდა. საკითხი „ნაკიანი წამის“ საბოლოო ლიკვიდაციის შესახებ, ამ კვირაში ჟენევაში საერთაშორისო ტელესაკომუნიკაციო კავშირის სხდომაზე განიხილება.

ტრადიციულად, დამატებითი წამი 30 ივნისის ან 31 დეკემბრის დღე-ღამეს ემატება, ანუ მათი ბოლო წუთი 60-ის ნაცვლად 61-ია. „ნაკიანი წამის“ შესახებ ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში იყო ცნობილი. მხოლოდ ატომური საათის გამოგონებით გახდა შესაძლებელი ასტრონომიულ და დედამიწის დროებს შორის სხვაობის ზუსტი განსაზღვრა. პირველად „ზედმეტი წამი“ 1972 წლის 30 ივნისს დაემატა, ბოლოს კი – 2008 წლის 31 დეკემბერს. ასევე, უნდა მომხდარიყო 2012 წელსაც, მაგრამ ასტროფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ დედამიწამ ბრუნვა შეანელა და წამის დამატება საჭირო აღარ არის. თუმცა, ყველა სპეციალისტი არ ეთანხმება ამ აზრს, რადგან მიაჩნიათ, რომ დედამიწის ბრუნვის სიჩქარის შემცირება დროებითია და ასტრონომიულ და ატომურ დროებს შორის განსხვავება კვლავ შენარჩუნდება. ამიტომ, „ნაკიანი წამი“ არ უნდა გაუქმდეს. მოკლედ, ჟენევაში მეცნიერთა მწვავე დისკუსიებს ელოდებიან.

 

скачать dle 11.3