კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის მოწამლული ცხოველის პირველადი გამოვლინების ნიშნები და რა დახმარება გავუწიოთ მას ვეტერინართან მიყვანამდე

თუ შინ ძაღლი გყავთ და მასზე მეურვეობა გაქვთ აღებული, ბევრი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის უნდა იყოთ მზად, როგორიცაა მაგალითად, ინტოკსიკაცია. აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ ასეთ დროს ან რისგან შეიძლება იყოს ეს გამოწვეული. ამ თემის შესახებ ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი გიამბობთ.

 

ზაქრო ბაჯიაშვილი: ცხოველებში ძალიან ხშირად ხდება მოწამვლები. ინტოქსიკაცია, შეიძლება, სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვიოს – იყოს როგორც საკვებისმიერი, ასევე, ქიმიური; სხვადასხვა საწამლავი საშუალებით ან სასუნთქი გზებიდან.

– უფრო ხშირად რის გამო ხდება ცხოველის მოწამვლა? 

– უფრო ხშირია საკვებისმიერი ინტოქსიკაცია, რასაც იწვევს საკვებში შემავალი რომელიმე გაფუჭებული ინგრედიენტი.

– რაც შეეხება სხვა სახის მოწამვლებს?

– მაგალითად, ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა შეიძლება გამოწვეული იყოს ცხოველის კონტაქტით საყოფაცხოვრებო ქიმიასთან, – მისი ალოკვით ან რაიმე სხვა გზით საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრით. სხვადასხვა სახის შხამი და საწამლავიც შეიძლება გახდეს ცხოველის მოწამვლის მიზეზი, მაგალითად, მწერების, ჭიანჭველებისა და ტარაკნების საწინააღმდეგო საშუალებები; ასევე, სადერატიზაციო – მღრღნელების (ვირთხებისა და თაგვების) საწინააღმდეგო საშუალებები.

– როგორია ინტოკსიკაციის პირველადი სურათი?

– ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოწამვლის კლინიკური სურათი სხვადასხვანაირია. ეს დამოკიდებულია, პირველ ყოვლისა, იმ ნივთიერებაზე, რომელმაც გამოიწვია ინტოქსიკაცია; ასევე, დოზაზე, ანუ, რა დოზით მიიღო ცხოველმა საწამლავი; ასევე, ცხოველის ორგანიზმის რეზისტენტობასა და იმაზე, თუ რა გზით მოხვდა საწამლავი ორგანიზმში. მოწამლული ცხოველი მოწყენილია, საკვებს არ იღებს. თუ შხამი საჭმლის მომნელებელი გზით მოხვდა ორგანიზმში, მაშინ ინტოქსიკაცია მიმდინარეობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის აშლილობითა და ანთებითი პროცესებით, რაც გამოიხატება ძირითადად  ღებინებითა და ფაღარათით. განავალი ამ დროს  წყალივითაა, შეიძლება, სისხლიანიც იყოს. ცხოველი ძირითადად წევს, შეიძლება, ნერვული აგზნებაც აღენიშნებოდეს, რაც დამოკიდებულია ისევ და ისევ ტოქსინზე. მისი თვალის გუგები გაფართოებულია, ასევე, ხშირია ნერწყვის დენა. 

– როგორ გავუწიოთ ცხოველს პირველადი დახმარება?

– თუ ცხოველს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები და ეჭვი გვაქვს მოწამვლაზე, სასწრაფოდ უნდა მიიყვანოთ ის ვეტერინართან. ვეტერინართან მიყვანამდე კი აუცილებელია, მოაშოროთ მას ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზები – ოყნით ამოურეცხოთ კუჭი; ასევე, სასურველია, მისცეთ დიდი რაოდენობით სითხე და ნახშირი. მკურნალობის პროცესში აუცილებელია, ცხოველს მიეცეს საგულე საშუალებები, ელექტროლიტები, ვიტამინები, სპეციფიკური ანტიდოტები და შხამის საწინააღმდეგო პრეპარატები, რომელთა შერჩევა დამოკიდებულია ინტოქსიიკაციის გამომწვევ ტოქსინზე. უნდა მიეცეს, ასევე, გლუკოზა და ვიტამინები, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, კორტიკოსტეროიდები. ინტოქსიკაციის საწინააღმდეგოდ ყველაზე კარგი საშუალებაა მისი პრევენცია, ანუ, უნდა გავუფრთხილდეთ, მოვარიდოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები საყოფაცხოვრებო ქიმიასთან ურთიერთობას. ასევე, არ უნდა მივცეთ საეჭვო საჭმელი და განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ სხვადასხვა საწამლავების გამოყენების დროს: არ უნდა დავდოთ  მღრღნელების, მწერების საწინააღმდეგო და სხვა სახის საწამლავები ისეთ ადგილას, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები შეეხონ.  

 

скачать dle 11.3