კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: მაინტერესებს აქვთ თუ არა დამყოლი ხასიათი პატარა ტანის ძაღლებს და ესაჭიროებათ თუ არა მათ პროფესიონალური გაწვრთნა? 

პასუხი: პატარა ტანის ძაღლებს ხშირ შემთხვევაში არ ესაჭიროებათ პროფესიონალური წვრთნა, მაგრამ, მათი აღზრდის დროს აუცილებელია სერიოზული დისციპლინა, რადგან მათ ბევრ დადებით თვისებასთან ერთად, უარყოფითი თვისებებიც შეიძლება აღმოაჩნდეთ. ქუჩაში მასთან ერთად სეირნობისას, ის, მოზრდილი ტანის ძაღლებისგან განსხვავებით, ყოველთვის თქვენი დასაცავი იქნება. მას მუდმივად ზრუნვა, ყურადღება და დაცვა სჭირდება. ამ ძაღლების რიცხვში შედიან: ჩიხუახუა, პეკინესი, პუდელი, ამერიკული კოკერ-სპანიელი, ტაქსა, მოპსი, მექსიკური შიშველი ძაღლი, ჯეკ რასელ ტერიერი, ჩინური ქოჩორა ძაღლი, შიბა, ფოქსტერიერი და ასე შემდეგ.

კითხვა: მაინტერესებს დღეს თბილისში რომელი ჯიშის ძაღლია ყველაზე მეტად მოდაში?

პასუხი: დღეს თბილისში ბევრი ჯიშია პოპულარული, გააჩნია, რისთვის გჭირდებათ ის. მიუხედავად ამისა, მაინც გამოვარჩევ ორი ჯიშის ძაღლს, რომელზეც ამჟამად ყველაზე დიდი მოთხოვნაა. ესენია: კანე კორსო და ლაბრადორი. მხოლოდ ამ ჯიშის ძაღლების კი არა, ნებისმიერი ძაღლის შეძენის შემთხვევაში, მერწმუნეთ, უმჯობესია, ძაღლსაშენში შეიძინოთ და პროფესიონალმა შეგირჩიოთ. 

კითხვა: მაინტერესებს, საშუალოდ რა თანხა სჭირდება ადამიანს ძაღლის სრულყოფილად უზრუნველსაყოფად? ანუ, საუბარი მაქვს ჯიშიან ძაღლზე, რომელსაც სათანადო ყურადღების მიქცევა სჭირდება.

პასუხი: ჯიშიანი ძაღლის შეძენა მსურველს საშუალოდ 500-დან 2 000 დოლარამდე დაუჯდება. როცა ადამიანი ასეთ ძვირად ღირებულ ცხოველს იძენს, საკუთარ თავზე ოთხმაგი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა აიღოს, კარგად რომ მოუაროს. როგორც იცით, რამდენიმე ტიპის კლასის საკვები არსებობს. თუ ჯიშიანი ძაღლი გყავთ, საკვებიც საუკეთესო ხარისხის უნდა აჭამოთ, ანუ, სუპერპრემიუმ კლასის. ძაღლის თვიური კვება, საორიენტაციოდ, 100 ლარი ჯდება. ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის, რომელშიც შედის ვაქცინაციები და ასე შემდეგ, დაახლოებით 20-50 ლარია საჭირო. თუ ძაღლი საოპერაციო აღმოჩნდა, შეიძლება, დაგიჯდეთ როგორც 100, ასევე 4 000 ლარი. რაც შეეხება ძაღლის გაწვრთნასა და პროფესიონალი მწვრთნელის აყვანას, სხვადასხვა ფასებია, გააჩნია, რისთვის ამზადებთ ძაღლს. საორიენტაციოდ, ძაღლის გაწვრთნის ფასი 500-დან 1 500 დოლარამდე მერყეობს. ასე რომ, ძაღლისა და კარგი ავტომობილის შენახვა დაახლოებით ერთი და იგივე თანხა ჯდება. აქედან გამომდინარე, კარგად უნდა დაფიქრდეთ, გაქვთ თუ არა ამის საშუალება. ძაღლი არასდროს არ უნდა იყიდოთ მოდის გამო. 

 

 

скачать dle 11.3