კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: რა სიხშირით უნდა შევიღებო წამოზრდილი ჭაღარა თმის ძირები?

პასუხი: ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ ვერც ერთი სტილისტი, რადგან ეს ძალიან ინდივიდუალური პრობლემაა და შეღებვის სიხშირის დადგენა შეუძლებელია. თმა უნდა შეიღებოთ მაშინ, როცა წამოზრდილი ჭაღარა დისკომფორტს შეგიქმნით, რა დროც არ უნდა იყოს გასული წინა შეღებვის შემდეგ. საერთოდ კი, უმჯობესია, მხოლოდ თმის ძირები შეიღებოთ ხოლმე.

კითხვა: მართალია თუ არა, რომ ხშირი შეჭრა ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას?

პასუხი: სტილისტები ამ მოსაზრებას აქტიურად უჭერენ მხარს. მოიჭერით თმის გაყოფილი ბოლოები და ჩაიტარეთ თმის ღერების მტვრევადობის საწინააღმდეგო მასაჟების კურსი. ეს პროცედურები მართლაც დააჩქარებს თქვენი თმის ზრდას; ხოლო, თუ 6 თვეში ერთხელ 1 სანტიმეტრით შეიჭრით თმას, ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდება.

კითხვა: ამ ბოლო დროს ვგრძნობ, რომ კანი სხეულზე თითქოს გამიუხეშდა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ზედა, გაუხეშებული ფენა მოიშორეთ სკრაბით და, შხაპის მიღებისთანავე, როცა კანს შეწოვის უნარი დაუბრუნდება, წაისვით სპეციალური მკვებავი კრემი.

კითხვა: მაინტერესებს, როგორი ფერის თმაა წელს მოდაში?

პასუხი: სტილისტები ერთხმად გვარწმუნებენ, რომ წელს მოდაშია სხვადასხვა ტონალობის წითელი თმა. იმ შემთხვევაში, თუ ვერ რისკავთ, თმა მთლიანად წითლად შეიღებოთ, მაგრამ, არც ის გინდათ, მოდას ჩამორჩეთ, ისინი ჩვენს ვარცხნილობაში სხვადასხვა ელემენტის დანერგვას გვირჩევენ, მაგალითად, ყველაზე მარტივია, გაიკეთოთ ეგრეთ წოდებული „ჩოლკის“ წითელი მელირება – წითელი ზოლები წაბლისფერი ან შავი თმის ფონზე უაღრესად შთამბეჭდავად და ეფექტურად გამოიყურება.

კითხვა: როგორ გავიკეთო თვითონ, სხვის დაუხმარებლად, Smoky eyes მაკიაჟი?

პასუხი: ქუთუთოებზე წაისვით ჯერ ტონალური კრემი, შემდეგ კი ბაცი ნაცრისფერი „ჩრდილი“ და თანაბრად გადაანაწილეთ თვალის კონტურის გასწვრივ, წარბებისკენ. იმავე „ჩრდილით“ გაიკეთეთ კონტური ქვედა ქუთუთოზე, წამწამების გასწვრივ, გარეთა მხრიდან. ზედა ქუთუთოების ნაკეცზე წაისვით მუქი ნაცრისფერი „ჩრდილი“ და სუფთა ფუნჯით გადაინაწილეთ ჰორიზონტალური მიმართულებით. წამწამებზე ორმაგად წაისვით შავი, მოცულობის მიმცემი ტუში.

კითხვა: როგორ უნდა შევარჩიო ტუში წამწამებისთვის?

პასუხი: საერთოდ, უფრო სოლიდური და ეფექტურია შავი ტუში, თუმცა, გემოვნებაზე არ დავობენ. ზოგადად კი, გააჩნია, რა არის თქვენი მიზანი. თუ წამწამების აპრეხა და დაგრძელება გნებავთ, შეიძინეთ ტუში, რომლის ფუნჯსაც ბეწვები წრიულად აქვს განლაგებული. და, ბოლოს, რა თქმა უნდა, მთავარია ხარისხი. ამიტომ, ტუში შეიძინეთ მხოლოდ საფირმო მაღაზიებში, რათა დაცული იყოს თქვენი თვალების ჯანმრთელობა.

 

скачать dle 11.3