კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღარ იზიდავს ჯაბა ქარსელაძეს ერთი ღამის ურთიერთობები და რა შეიცვალა მის ცხოვრებაში

ჯაბა ქარსელაძე წლების განმავლობაში უცხოეთში განაგრძობს კარიერას. ამჟამად ის საფრანგეთში, ქალაქ ლიონში ცხოვრობს და მუშაობს. ჯაბა „შნეიდერ ელექტრიკის” თანამშრომელი გახდა და ამ სერიოზული კომპანიის კრედიტ-მენეჯერია. ჩვენი რესპონდენტი სამი დღით იმყოფებოდა თბილისში და, რა თქმა უნდა, არც ჩვენი ჟურნალის მკითხველი დავიწყებია. მისგან ისიც გავიგეთ, რომ თბილისში ვიზიტი ამჯერად ყოველგვარი ხმაურის გარეშე ჰქონდა დაგეგმილი და მისი ჩამოსვლის შესახებ ოჯახის წევრების გარდა არც არავინ იცოდა. თბილისში ჩამოსვლამდე კი ჯაბა მოსკოვში იმყოფებოდა და იქ კონცერტი გამართა. ამ ყველაფერზე უფრო დაწვრილებით ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

ჯაბა ქარსელაძე: სულ რაღაც სამი დღით ვარ ჩამოსული ჩემს საყვარელ თბილისში, რის შესახებაც თითქმის არავინ იცის. რადგან შობა-ახალ წელს ოჯახთან ერთად ვერ შევხვდი, მინდოდა, მოგვიანებით მაინც გამეტარებინა რამდენიმე დღე მათთან. 

– გავიგე, რომ თბილისში მოსკოვიდან ჩამოხვედი. იქ რა გინდოდა?

– აქ ჩამოსვლამდე მოულოდნელად მომიწია მოსკოვში წასვლა, რაც გეგმაში ნამდვილად არ მქონდა. მოსკოვში ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. მითხრეს, რომ ერთ-ერთ კარგ კლუბში უნდოდათ ჩემი სოლო კონცერტის გაკეთება. მეც მონატრებული მქონდა ეს საქმე, რადგან, თითქმის სამი წელია, არ მიმღერია და სიამოვნებით დავთანხმდი. კონცერტი ცოცხალი შესრულებით გაიმართა. სხვათა შორის, პირველი შემთხვევა იყო, როცა ცოცხლად, ბენდის თანხლებით ვიმღერე. ძალიან დამეხმარნენ ჩემი მეგობრები, მათ შორის – მანანა თოდაძე, რომელმაც რეპეტიცია ჩამიტარა ბენდთან და სამი წლის გაუმღერებელი ხმა მწყობრში ჩამიყენა. მართლა ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, არ ველოდი. არ მეგონა, მოსკოვში ამდენი ქართველი თაყვანისმცემელი თუ მყავდა. ძველი დრო გამახსენდა – ასეთი ოვაციები წლების წინ მახსოვს თბილისში, ახლა კი იგივე განმეორდა მოსკოვში. ისეთი ბედნიერი ვიყავი, მართლა ასტრალში გავედი. 

 შობის ორივე ღამეს, 25 დეკემბერსა და 7 იანვარს, ორი სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში: მოსკოვში ჩასვლამდე, ლიონიდან პარიზში ვიყავი ჩასული და შანზელიზეზე მივსეირნობდი. საშობაოდ ძალიან ლამაზი იყო იქაურობა და ემოციები მომაწვა, დიდი ხანია, ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ. შობაზე ერთი სასწაული ის მოხდა, რომ ჩემს სიცოცხლეში პირველად დავწერე სიმღერა, ხოლო, ჩვენი შობა რომ თენდებოდა, დილის 5 საათზე გამეღვიძა და, რატომღაც, ეს სიმღერა ამეკვიატა. ავდექი, ავიღე პასტა და ფურცელი და ნახევარ საათში ტექსტი დავწერე ამ სიმღერაზე. მართლა შობის სასწაული მოხდა. ძალიან ლამაზი, ცოტა სევდიანი და თბილი სიმღერაა. 

– სიმღერას დაუბრუნდა ჯაბა ქარსელაძე?

– მარტო ოთხ კედელს შორის ჯდომითა და ფინანსების წერით ბოლომდე ვერ ვიხარჯები. ამიტომ, ემოციები რომ დავხარჯო, პარალელურად ან ლექციები უნდა ვიკითხო, ან ვიმღერო. სხვათა შორის, შობის სასწაულები ამით არ დამთავრებულა. პარიზში შევხვდი ისეთ ადამიანს, რომელსაც დიდხანს ვეძებდი. შეყვარებული ვარ – ამას პირველად ვამბობ და ამის შესახებ ჩემი ოჯახის წევრებმაც კი არ იციან. მოკლედ, 25 დეკემბერი რომ თენდებოდა, მეგობართან ერთად კლუბში წავედი. პარიზში ამ დღეს კლუბში უმეტესად ან ტურისტები არიან, ან – ჩვენნაირი გიჟები. ხშირ შემთხვევაში, ტრადიციულად, ყველა ოჯახში ატარებს ამ ღამეს. მოკლედ, კლუბში დავლიე, ჩემი მეგობარი დავკარგე და მისი ძებნა დავიწყე – ვიფიქრე, რამე ხომ არ მოუვიდა-მეთქი. ამ დროს ვიღაც გოგოს დავეჯახე და სასმელი, რომელიც ხელში ეჭირა ზედ გადავაქციე. ბოდიში მოვუხადე. არა უშავსო, მითხრა და, რომ წავიდა, თვალი გამომაყოლა. კადრი რომ ჩერდება ფილმში, ზუსტად ისე მოხდა. მივედი მასთან და ვაკოცე, თან მეშინოდა, რამე არ ჩაერტყა თავში. მერე ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და მას შემდეგ ერთმანეთს ვეკონტაქტებით. რომ ჩამოვედი, ვინც მნახა, ყველამ აღნიშნა, რომ ძალიან შეცვლილი ვარ, არ ვგიჟობ და აღარც უწმაწურ სიტყვებს ვამბობ. ადრე ერთი ღამის ურთიერთობები თუ მიზიდავდა, ახლა მივხვდი, რომ ეს აღარ მაინტერესებს, რადგან ამ ყველაფრისგან საბოლოოდ არაფერი არ გრჩება. ალბათ, ცოტათი მართლა დავბრძენდი და გავიზარდე. მინდა, ურთიერთობას ემოციაც ახლდეს და მარტო ფიზიკური ხარჯვა და სექსუალური კავშირი არ იყოს. შეიძლება, დიდად შეყვარებული ჯერ არ ვარ, რადგან ის ცოტა ხნის წინ გავიცანი, მაგრამ, უზომოდ გატაცებული ნამდვილად ვარ, ეს კი პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში, რაც დიდ მიღწევად მიმაჩნია, რადგან, ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები, ქვის გულიანს და ცივგულიანს მეძახიან. მგონი, ყინული დაიძრა და ეს წელი ჩემთვის ძალიან კარგი იქნება. 

– ის გოგონა ფრანგია?

– დიახ. ძალიან ლამაზი, ქერათმიანი, 20 წლის გოგონაა. ახლა უკვე პარიზში მინდა სამსახურის შოვნა, რადგან ის იქ ცხოვრობს, მე კი – ლიონში. ამ ადამიანმა ძალიან გამიტაცა, მასზე ხშირად მეფიქრება. დარწმუნებული ვარ, როცა ადამიანებს შორის დიდი გრძნობაა, მას ვერავინ და ვერაფერი დაანგრევს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, ხუთი წელი მაინც, არ ვაპირებ ოჯახის შექმნას. 

– რას საქმიანობს შენი შეყვარებული?

– სწავლობს. სხვათა შორის, ეს ადამიანი ცოტა განსხვავებულია: არც „ფეისბუქი“ აქვს და არც ინტერნეტის ისეთი მოყვარული არის, როგორიც მე ვარ. ჩემი ფრანგი მეგობრები ხუმრობით „ინტერნეტდამოკიდებულსაც“ კი მეძახიან. 

– როგორც აღნიშნე, საქართველოში, ჩუმად ჩამოხვედი სამი დღით. მშობლებმა თუ იცოდნენ შენი ვიზიტის შესახებ?

– ჩემს მშობლებს წლის განმავლობაში იმდენ სიურპრიზს ვუკეთებ, ამჯერად ვეღარ გავიმეტე და წინასწარ შევატყობინე ჩამოსვლის შესახებ. 

– საფრანგეთში განაგრძობ შენს კარიერას?

– აუცილებლად. ალბათ, ძალიან მაგარი წინადადება უნდა მივიღო ცხოვრებაში, საფრანგეთი რომ დავთმო და იქიდან წამოვიდე. იმდენად შემიყვარდა და ჩემი გახდა, ასე ადვილად ვერ დავთმობ. მართალია, თბილისი ძალიან მიყვარს და აქ ჩამოსვლა ძალიან მიხარია, მაგრამ, ამ ეტაპზე საკუთარ თავს აქ ვერ ვხედავ. სურვილი მაქვს, რამდენიმე წელი საფრანგეთში ვიყო, ავაწყო ჩემი კარიერა, ფესვები გავიდგა და იქ დასაბრუნებელი გზა უპრობლემოდ მქონდეს. არ მინდა, საფრანგეთიდან ისე წამოვიდე, რომ მოქალაქეობა არ მქონდეს მიღებული. 

– ამჯერად როდის გეგმავ მორიგ ვიზიტს სამშობლოში?

– ჯერჯერობით არ ვიცი. ამჯერადაც, შვებულება  რამდენიმე დღით ისე ავიღე, არ მეკუთვნოდა. კიდევ რომ ვუთხრა, წასვლა მინდა-მეთქი, შეიძლება, საერთოდ გამომაგდონ იმ სამსახურიდან. ასეა თუ ისე, მიხარია, რომ ეს სამი დღე თბილისში გავატარე და აქ ვარ. ჯერ ჩემი დაც არ მინახავს, სიმართლე გითხრათ, არც ჩემი მეგობრები. არავის ეგონოს, რომ უყურადღებოდ დავტოვე, უბრალოდ, მინდოდა, ჩუმად ჩამოვსულიყავი და ჩუმად წავსულიყავი უკან. იმედი მაქვს, შემდეგი ჩამოსვლა უფრო ხმაურიანი მექნება. შეიძლება, შემდეგში მარტო აღარ ჩამოვიდე და თან ჩემი შეყვარებული წამოვიყვანო. 

 

 

скачать dle 11.3