კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი წლისამ დაკარგა ვაჟიშვილობა ჯონი დეპმა და რის გამო იცვლიდა ის ხშირად საცხოვრებელ ადგილს

 

ის ერთადერთი მსახიობია ჰოლივუდში, რომლის სამი ფილმიდან, თითოეულმა კინოგაქირავებას ერთ მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა: „კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე” – 1,039 მილიარდი; „ალისა საოცრებათა ქვეყანაში” – 1,017 მილიარდი და „კარიბის ზღვის მეკობრეები: მიცვალებულის სკივრი” – 1,066 მილიარდი დოლარი.  საუბარია ჯონი დეპზე, თანამედროვე კინემატოგრაფის სექს-სიმბოლოსა და მილიონობით ქალისთვის სასურველ მამაკაცზე, რომლის შესახებ გავრცელებულ ყველაზე საინტერესო ფაქტებს „თბილისელების” ამ ნომრიდან შეიტყობთ.

* ჯონი დეპის საყვარელი სასმელია შოტლანდიური ვისკი Lagavulin.

* ჯონის საშუალო სკოლაც კი არ აქვს დამთავრებული. აი, რას ამბობს ის ამის თაობაზე: „სკოლა, ჩემთვის გაუგებარი და უცნაური სტრუქტურაა. ეს არის სადისკუსიო თემა და მიმაჩნია, რომ სკოლა ეფექტურად ვერ წყვეტს მის წინაშე დაყენებულ ამოცანებს”. 

* მსახიობ ვაინონა რაიდერთან რომანის დროს ჯონიმ გაიკეთა ტატუ – Winona Forever (ვაინონა სამუდამოდ). გაშორების შემდეგ კი ტატუ შეამცირა და დაიტოვა Wino Forever – (ამერიკულ სლენგზე ალკოჰოლი სამუდამოდ).

* ფილმ „კარიბის ზღვის მეკობრეებში” ჯონის ხელზე ტატუ სპეციალურად დაახატეს. ფილმის გამოსვლის შემდეგ კი, ჯონიმ ზუსტად იგივე ნახატის მიხედვით ნამდვილი ტატუ გაიკეთა, იმ განსხვავებით, რომ ბეღურა სხვა მიმართულებით მიფრინავდა. სახელი „ჯეკი” კი მისი შვილის გამო დაიწერა და არა თავისი გმირის, მეკობრე ჯეკ ბეღურისა.

* მისი სრული სახელი და გვარია – ჯონ კრისტოფერ დეპ II.

* გერმანულ თარგმანზე მისი გვარი ნიშნავს – იდიოტს, სულელს. ამ თემაზე ჯონის ხუმრობა უყვარს.

* ჯონი დეპის წინაპრები იყვნენ – ჩეროკის ტომის ინდიელები, ირლანდიელები და გერმანელები.

* ჯონი დეპი ფლობს სერიული მკვლელის, ჯონ უეინ გეისის ფერწერული ტილოების კოლექციას.

* ჯონი დეპმა ნოელ გალაჰერს გიტარა აჩუქა, რომელსაც აწერია ასო „P”. ამ გიტარით გალაჰერი რეგულარულად უკრავს „ოაზისის” კონცერტებზე. „P” – იმ ჯგუფის სახელწოდებაა, სადაც თავის დროზე ჯონი უკრავდა.

* ჯონი დეპი მარლონ ბრანდოს შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია.

* მხატვრულ ფილმებში გადაღებასთან ერთად, ჯონი დეპს სხვადასხვა დროს უცდია ბედი რეჟისორობაში, კერძოდ, თავის მეუღლეს, ვანესა პარადის გადაუღო კლიპები. მონაწილეობდა დოკუმენტურ ფილმებში, ხოლო 2005 წლიდან კომპანია „მონბლანის” ოფიციალური სახეა.

* 13 წლის ასაკში დედამ მას გიტარა აჩუქა და მან მეგობრებთან ერთად ფარეხებში დაიწყო დაკვრა. დეპის თქმით, სწორედ ამ ასაკში დაკარგა მან ვაჟიშვილობა, ხოლო 14 წლის ასაკში ყველა ნარკოტიკის გემო ჰქონდა გასინჯული.

* ჯონი დეპს სხეულზე 13 სხვადასხვა ტატუ აქვს.

* ჯონის მშობლები მაშინ განქორწინდნენ, როცა ის 16 წლის იყო.

* ბავშვობაში მსახიობი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს და მისი თქმით, 15 წლისას უკვე დაახლოებით 20 საცხოვრებელ ადგილას ჰქონდა ნაცხოვრები. საქმე იმაშია, რომ ჯონის დედას გარემოს ხშირი ცვლა უყვარდა.

* 2003 წელს ჯონი დეპი ჟურნალმა People წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.

* ბავშვობაში ჯონი ხშირად იყო თანატოლების დაცინვის ობიექტი. ისინი მას ჯონი დეპის – ჯონი შეშლილს ეძახდნენ. („dippy”  – შეშლილი).

* ჯონი დეპი აბსენტის დიდი მოყვარულია. მისი ჰობია ასევე იარაღისა და მწერების კოლექცია.

* ჯონი დეპის სამსახიობო კარიერა ლოს–ანჯელესში დაიწყო, როდესაც მისმა ყოფილმა ცოლმა, ლორი ენ ელისონმა იგი მსახიობ ნიკოლას ქეიჯს წარუდგინა.

* ჯონი დეპის კინოდებიუტი შედგა საკულტო საშინელებათა ფილმში „კოშმარი თელას ქუჩაზე”, 1984 წელს. ფილმში მან ლეგენდარული ფრედი კრიუგერის მსხვერპლის როლი განასახიერა.

* 2004 წელს ჯონი დეპმა ატლანტის ოკეანეში, ბაჰამის კუნძულებიდან ერთ-ერთი შეიძინა. კუნძულის ოფიციალური სახელწოდებაა  Little Hall’s Pond Cay. თუმცა, ჯონმა მას „შორეული კუნძული” დაარქვა.

* თავის კუნძულზე არსებულ პლაჟებს დეპმა სხვადასხვა სახელი შეურჩია – „გონზო” (დამოუკიდებელი ჟურნალისტისა და დეპის კერპის, ჰანტერ ტომპსონის პატივსაცემად, რომელსაც ჟურნალისტურ წრეში „გონზოს” სახელით იცნობდნენ), „პარადიზი” – მეუღლის გამო, „ლილი-როუზი”, „ჯეკი” და „ბრანდო” – შვილებისა და მარლონ ბრანდოს პატივსაცემად. 

* ჯონი დეპს უნდა ეთამაშა მთავარი როლი ლარი და ენდი ვაჩოვსკების გახმაურებულ ბლოკბასტერში „მატრიცა”. თუმცა, საბოლოოდ, მთავარი როლი კიანუ რივზს ერგო.

* ჯონის ჰყავს საკუთარი იახტა, რომელსაც მან „VaJoLiRoJa” უწოდა. იახტის სახელწოდება შემდეგნაირად იშიფრება –  VAnessaJOhnnyLIliROseJack – ვანესა (მეუღლე), ჯონი, ლილი-როუზი (ქალიშვილი) და ჯეკი (ვაჟიშვილი).

* „კარიბის ზღვის მეკობრეებში” თავისი გმირის, კაპიტან ჯეკ ბეღურას სახეზე მუშაობის დროს, ჯონი „როლინგ სთოუნზის” გიტარისტის, კიტ რიჩარდსის ქცევებისა და მიმიკის კოპირებას ახდენდა. მოგვიანებით, კიტ რიჩარდსმა მამამისის როლი ითამაშა, გახმაურებულ ბლოკბასტერში.

* ჯონი დეპის საყვარელი ქალაქი პარიზია. „პარიზში ჯადოსნური ატმოსფეროა. მისი ჰაერი შთაგონების წყაროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის”, – ამბობს ის.

 

 

скачать dle 11.3