კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მდედრობითი სქესის წვრილმანები

 

 

 

თმის სარჭები, პომადა, ფრჩხილების ლაკი... – მდედრობითი სქესის ცნობილი წვრილმანებია. მათ გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია და მამაკაცებმაც ქალებისგან გაიცნეს ეს ყველაფერი, მაგრამ, ქალური წვრილმანების „არსენალი” დიდი ხანია, შეივსო ახალი ნივთებით, რომლებთანაც მამაკაცებს ძალიან უჭირთ შეგუება. მაგალითისთვის, ტელეფონი. თუ ახალგაცნობილი მამაკაცების ყურადღების მიპყრობა და თქვენით დაინტერესება გინდათ, ნუ დაანახვებთ მას, როგორ ლაპარაკობთ ტელეფონით (მით უმეტეს, დაუსრულებლად). არასასურველი ზარებიც რომ აიცილოთ თავიდან, საერთოდ გამორთეთ ტელეფონი. თუ აუცილებელი საქმე გაქვთ, უპასუხეთ და გადით ოთახიდან. იცით, რატომ აღიზიანებთ მამაკაცებს ქალების საუბარი ტელეფონზე? – იმიტომ, რომ ქალი ტელეფონზე საუბრისას ხმას იცვლის – უნებლიეთ და მექანიკურად, რა თქმა უნდა; თანაც, ხმას უწევს. მამაკაცების უმრავლესობა კი, პირიქით, ტელეფონზე საუბრისას ხმას იდაბლებს. ამიტომაც, ქალის ხმამაღალი ლაპარაკი მას აღიზიანებს. ქალი ხმის ტემბრსა და ინტონაციას იმ შემთხვევაშიც იცვლის, როცა სიმპათიით არის გამსჭვალული იმ პიროვნების მიმართ, რომელსაც ტელეფონით ელაპარაკება – ხმა შემპარავი და რბილი ხდება. კაცისთვის ეს ძალიან სექსუალურია, მაგრამ, არ უნდა, რომ მისი რჩეული, მეუღლე, მის გარდა, სხვასაც ელაპარაკებოდეს ამგვარად. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნუღარ გეწყინებათ, თუ ტელეფონზე თქვენი საუბარი თქვენს მამაკაცს განწყობას გაუფუჭებს და ააბუზღუნებს.

 

დიდი განსხვავება

 

...გვაახლოებს სწორედ ის, რაც ერთმანეთს გვაშორებს; მიზიდავს შენში ის, რაც მე თავად არ მაქვს... მამაკაცი და ქალი – მუდმივი ბრძოლაა და ცხოვრება ერთმანეთის მხარდამხარ. ორი განსხვავებული პოლუსი, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო არსება, რომელთაც ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. თავად ბუნებამ იზრუნა, რომ მამაკაცს მუდმივად აღმოეჩინა ქალში ყველა ის განსხვავება, რაც მას აღაფრთოვანებდა და ამ ზოგჯერ აუტანელ არსებას ყურებამდე შეაყვარებდა. თუმცა, ქალიც იტყვის, რომ ზოგჯერ მამაკაციც წარმოუდგენლად აუტანელია. მიუხედავად ამისა და მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი განსხვავებისა, ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. ფიზიკური მონაცემების მიხედვით, ქალი მამაკაცთან შედარებით ნამდვილად არის სუსტი, მაგრამ, მისი ძალაც სწორედ ამ სისუსტეშია.

მამაკაცების უმრავლესობას მოსწონს, როცა ქალის წინაშე თავისი ძალის დემონსტრირებას ახდენს, იცავს მას ხიფათისგან, ეხმარება სირთულეების დაძლევაში. ამ დროს მამაკაცი კმაყოფილია, რადგან თავისი სქესის სიძლიერეს აცნობიერებს. რეალურად კი რა ხდება? – წყვილებში მამაკაცის გავლენა მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენს, ხოლო ქალებისა – 70 პროცენტსაც კი აჭარბებს. ასე რომ, ძვირფასო ქალბატონებო, ფრაზას: „ყველაფერი ჩვენს ხელშია“, მათემატიკური, თანაც, საკმაოდ სერიოზული საფუძველი გააჩნია.

მამაკაცს განვითარებული და ძლიერი კუნთი აქვს. მისი გულიც უფრო დიდია. სისხლიც კი ლიტრ-ნახევრით მეტი „უდუღს” ძარღვებში, ვიდრე ქალს. ხომ წარმოგიდგენიათ, ერითროციტები და ჰემოგლობინი რამდენით მეტი აქვთ, რა გასაკვირია, რომ ფიზიკურ დატვირთვას მშვენივრად იტანენ, მაგრამ, ვერც ერთი მამაკაცი ვერ დაიჯერებს იმას, რომ ნებისმიერი ქალი მასზე გაცილებით გამძლე და სიცოცხლისუნარიანია. არც ქალის დამატებით შენახულ ენერგიაზე აქვთ წარმოდგენა. ესეც იმ დიდი განსხვავების ნაწილია, რომელიც ორ სქესს შორის არსებობს. მართალია, აღარ არის იდუმალებით მოცული, მაგრამ, მაინც წარმოადგენს საიდუმლოს.

 

რისთვის ვუყვარვარ?!

 

თავიდანვე გაფრთხილებთ: შეკითხვაზე: რისთვის ვუყვარვარ, ან რატომ მიყვარს – ერთგვაროვანი, კონკრეტული პასუხი არ არსებობს. არასდროს აჰყვეთ ილუზიას და არ გეგონოთ, რომ ბუნებრივი სილამაზით ან თანამედროვე კოსმეტოლოგიის მიღწევებით, თქვენს პარტნიორს სამუდამოდ მიიბამთ კალთაზე. სამწუხაროდ, ასე მარტივად არ არის საქმე. მამაკაცის ერთ ადგილას გაჩერება და მისი ისე დაინტერესება, რომ სხვაგან არ გაიხედოს, ძალიან ძნელია. იქნებ ფიქრობთ, რომ, თუკი უპასუხებთ შეკითხვას, „რატომ ვუყვარვარ?“ მისი „დაბმის” საიმედო მეთოდსაც აღმოაჩენთ? ძალიან ცდებით. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერს ეჩვევა. თვალისმომჭრელ სილამაზესაც და შემაწუხებელ სიმახინჯესაც. თქვენც სწორედ ეს თვისება – შეჩვევა უნდა გამოიყენოთ. ის თქვენ ძალიან, ძალიან უნდა შეგეჩვიოთ. ამისთვის კი ყველა მეთოდი უნდა გააერთიანოთ, მთელი ძალა და ენერგია უნდა მოიკრიბოთ და ხელებდაკაპიწებული შეუდგეთ საქმეს: იზრუნოთ მასზე, მოუაროთ (თან, არც საკუთარი თავის მოვლა არ უნდა დაგავიწყდეთ), ზოგჯერ გაანებივროთ, ზოგჯერ მკაცრად დატუქსოთ; ხან ბავშვივით დასაჯოთ და ხანაც თავად გადაიქცეთ ბავშვად; ხან ალერსით გააკეთებინოთ ის, რაც გინდათ, რომ გააკეთოს, ხანაც წკეპლა და კლანჭები ერთად გამოაჩინოთ (ისე, მოფერება უკეთ ჭრის). ერთი სიტყვით, თანაგიგრძნობთ, სერიოზული შრომა და ოფლისღვრა მოგიწევთ. ამიტომ, ჯერ კარგად დაფიქრდით: ღირს კი მამაკაცი, რომელიც გვერდით გყავთ, ამდენ წვალებად?!

 

ქალი, და არა მოზარდი!

 

გინდათ, სასარგებლო რჩევა?! თუ გსურთ, მამაკაცები მოხიბლოთ (ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა), ნუ შეიჭრით თმას მოკლედ – კაცებს ქალები მოსწონთ და არა მოზარდი ბიჭ-გოგონები. გარდა ამისა, არავინ იცის, რატომ, მაგრამ, მოკლედ თმაშეკრეჭილი ქალები მამაკაცების დიდ უმრავლესობას აგრესიულები და ავები ჰგონია. იტყვით, კაცია და გუნებაო, მაგრამ, მთლად ასე მარტივადაც არ იქნება საქმე. ეტყობა, ძლიერი სქესის ქვეცნობიერში რაღაც დევს. ცნობილია, რომ, ის მამაკაცები, რომლებიც გამელოტდნენ ან მელოტდებიან და თმას იპარსავენ, ქალის გრძელ თმაში მიმზიდველ სექსუალურ ენერგიას ხედავენ. ნიუ-იორკში ნიკოლ კიდმანის ფანკლუბი, რომელიც მხოლოდ მისი თაყვანისმცემელი მამაკაცებისგან შედგებოდა, მაშინვე დაიშალა, როცა ვარსკვლავმა თმა ძალიან მოკლედ შეიჭრა. ნუ გაიმეორებთ ნიკოლის შეცდომას. იმას თაყვანისმცემლების არმია ჰყავს და ერთი ფანკლუბის დაშლა დიდად არ დააზარალებს. თქვენ კი, შეიძლება, ერთადერთი თაყვანისმცემელიც დაკარგოთ.

მართალია, მამაკაცები ბავშვებივით არიან, ერთფეროვნება სწრაფად სწყინდებათ და სულ რაღაც ახლისა და საინტერესოს ძიებაში არიან, მაგრამ, პარტნიორებად ჩამოყალიბებული ქალები ურჩევნიათ. იშვიათია მამაკაცი, რომელიც ერთხელ წაკითხულ წიგნს ხელმეორედ ინტერესით წაიკითხავს, სიამოვნებით უყურებს უკვე ნანახ ფილმს (დაუკვირდით, ქალებში ეს სრულიად ბუნებრივია) და დაუბრუნდება უკვე ამოწურულ ურთიერთობას. მას სერიოზულად უყვარდება, მხოლოდ ის ქალი, რომელსაც ვერასოდეს გაუგებს ბოლომდე, რომელიც რაღაცით არ წყვეტს მასში გაოცებას. ახლა დაფიქრდით, რითი გააოცებს კაცს მოზარდი?! მაგრამ, სხვა საქმეა ჭეშმარიტი ქალი, რომელმაც იცის, რომ ქალური ლოგიკა ის იარაღია, რომელიც ვერასოდეს აღმოჩნდება თუნდაც ყველაზე ჭკვიანი მამრის ხელში.

 

გვესმოდეს ერთმანეთის

 

კომფორტულად, მშვიდად ცხოვრებისთვის და ისედაც, მიზნის მიღწევისკენ ლტოლვისას, სიმარტოვე ცუდი მოკავშირეა. „თანამზრახველი” აუცილებლად დაგჭირდებათ. მაგალითად, ნებისმიერი კამათის დროს როგორ გაამაგრებთ საკუთარ პოზიციას, თუკი ვიღაც არ დაგეთანხმებათ?! ხომ უნდა შეგეძლოთ, თქვათ – აი, ისიც ამ აზრის არის. მეთანხმება, ჩემიანიაო... ან, რაღაც ამდაგვარი. მით უფრო, საკუთარ ოჯახში უნდა იპოვოთ თანამოაზრე. არაფერია იმაში ცუდი, თუკი თქვენი ოჯახის რომელიმე წევრთან გამორჩეული სიახლოვე გექნებათ. გააჩნია, რამდენი წევრისგან შედგება თქვენი ოჯახი; არიან თუ არა მასში პოტენციური მოკავშირეები თქვენი მეუღლისთვის, ანუ, დედამისი, მამამისი ან ორივე ერთად. შეეცადეთ, შვილი მაინც იყოს თქვენს მხარეზე. არავინ გეუბნებათ, რომ შვილი გადმოიბიროთ – საჩუქრებით გაანებივროთ ის და ამით ისარგებლოთ, არანაირად. უბრალოდ, შეეცადეთ, მას თქვენი ესმოდეს, თქვენ კი – მისი. ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ. საერთოდ, თუ გინდათ, თქვენი ესმოდეთ, აუცილებლად ჯერ თავად უნდა მოუსმინოთ მათ. მოსმენა არც ისე ადვილია. ამას, უპირველესად, სურვილი სჭირდება. მერე ყველაფერი თავის ადგილას დადგება. გახსოვდეთ ისიც, რომ მოკავშირის ყოლა არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გალაშქრებას, მთავარია, იმას მიაღწიოთ, რომ შეძლოთ თქვენ მიმართ კეთილგანწყობის პოზიტიური ტალღის გაჩენა, რომელიც ავტომატურად მოიცავს ყველას და საყოველთაო ურთიერთგაგებაც გარანტირებული გექნებათ.

 

скачать dle 11.3