კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ენერგეტიკულ საფრთხეს უქმნის ადამიანს მოკლედ შეჭრილი თმა და როგორ ხდება სამყაროდან საჭირო და უხილავი ინფორმაციის მიღება

 

თმა ადამიანის სილამაზის განუყოფელი ნაწილია. კარგად მოვლილი თმით ბევრი იწონებს თავს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ მასში იმალება ის საიდუმლო, რაც ჩვენს ფარულ ზრახვებს გასცემს. თმა ბევრ ისეთ ინფორმაციას აწვდის ქვეცნობიერს, რაც რეალურ სამყაროში წარმატებების მიღწევასა და საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში გვეხმარება. როგორც ეზოთერიკოსი, ბატონი დავითი ამბობს, თმა უხილავი სამყაროდან იღებს ინფორმაციას. ასევე, მისივე თქმით, გარკვეულმა ჯგუფმა, რომელშიც მსოფლიოს ეზოთერიკოსები, პარაფსიქოლოგები და მეცნიერები მონაწილეობდნენ, კვლევის საფუძველზე, საკმაოდ საინტერესო დასკვნები გააკეთა. 

დავითი: ადამიანის თმას უამრავი ცრურწმენა და ჩვეულება უკავშირდება. ძველად ქალს სწორედ თმის სიგრძითა და მოცულობით აფასებდნენ. უკან გადაწეული, ჩაწნულ-დაგრეხილი, გრძელი ნაწნავი კი უფრო მეტად გამოკვეთავდა მისი პატრონის სიჭკვიანეს, სისადავეს, სისპეტაკეს, ერთგულებასა და მეოჯახეობას. ამიტომაც იყო, რომ ქალები სწორედ ასეთი ვარცხნილობით მეოცე საუკუნის შუა წლებამდე აწონებდნენ მამაკაცებს  თავს. ასე რომ, არ იყო საჭირო ხმის ამოღება, თმა ქალის ხასიათს ამხელდა და ეს დღესაც ასეა. თმით ადამიანი კავშირს ამყარებს შეუცნობელ, ამოუხსნელ და უხილავ სამყაროსთან – ვიღებთ ინფორმაციას, ვაწვდით ტვინს და ვაღწევთ წარმატებას. 

– ამ ინფორმაციის მიღება უხილავი სამყაროდან როგორ ხდება?

– ადამიანის თმა, თავისი სტრუქტურით მაღალი სიხშირის რეზონატორია. მას შეუძლია სამყაროდან დაიჭიროს და ჩვენს ქვეცნობიერს მიაწოდოს ულტრადაბალი ტალღები. ეს უკანასკნელი კი ტვინის ყოველდღიური განვითარებისთვის, უბრალოდ, აუცილებელია. სამყაროს ვიბრაციები თმის ძირიდან გადაეცემა სისხლს და იქ ჯერდება. 

– მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანს როგორი ტიპის თმა აქვს? მაგალითად თხელი, ხშირი, გრძელი, მოკლე...

– გეტყვით რომ, ერთადერთი, ჭაღარა თმას უჭირს სამყაროდან ინფორმაციის მიღება და მისი გადაცემა ორგანიზმისთვის. თმის ტიპი – სქელი, თხელი, ხშირი, ხუჭუჭა, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მიიღება და ნაწილდება ადამიანის ორგანიზმში ენერგია. ეს მის ხარისხსა და სტრუქტურაზე ახდენს გავლენას. 

– თუ ადამიანს თავის გარკვეულ ნაწილზე თმა გაცვენილი აქვს, ან საერთოდ იპარსავს?

– ალბათ, დაკვირვებიხართ და ბევრს საკუთარ თავზეც გამოგიცდიათ, რომ, როცა ნერვიულობთ, კეფაზე ან შუბლთან თმა იბურძგლება. საერთოდ, კეფაზე ამოსული თმა იღებს ინფორმაციას, შუბლთან ამოსული კი – გადამცემის როლს ასრულებს. თუ კეფაზე თმა გაცვენილი ან მოპარსულია, მაშინ სამყაროდან მოსული ინფორმაცია ადამიანს დამახინჯებულად მიეწოდება. ასე რომ, თუ თმა არ გაგცვენიათ, ნუ აჰყვებით მოდას – არ გადაიპარსოთ, თორემ  უხილავი სამყაროდან საჭირო ინფორმაციის მიღებას დააბრკოლებთ და ამით საკუთარ წარმატებასაც დაბლოკავთ. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ თმის შეჭრისას ბიოველი, რომელიც მის გარშემოა, საგრძნობლად იცვლება. ასე რომ, რაც უფრო მოკლედაა თმა შეჭრილი, მით უფრო უჭირს მას ინფორმაციის გადაცემა. თმის მოკლედ შეჭრა ენერგეტიკულ დონეზე, დაახლოებით იმის ტოლფასია, საკუთარი ხელით რომ მოჭრათ ტოტი, რომელზეც ზიხართ. 

– თუ თმა იწყებს ცვენას, ამას რაიმე კავშირი აქვს უხილავი სამყაროდან მიღებულ ინფორმაციასთან ან ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული ცვლის დარღვევასთან?

– რასაკვირველია. როცა ორგანიზმში ენერგიის ცვლა დარღვეულია, მაშინ არც სამყაროს უხილავი ენერგია მიიღება. იწყება თმის ცვენა და საბოლოოდ, ამ ყველაფერს დესტრუქციამდე მივყავართ. როდესაც თმის გარკვეული ნაწილი ცვივა, ჩათვალეთ, რომ თქვენ ნელ-ნელა კარგავთ სამყაროდან საჭირო ინფორმაციის მიღებას, კავშირი დროდადრო ნელდება და ეს თქვენს ფსიქიკაზეც აისახება. სხვათა შორის, თუ დააკვირდებით, ვინც მოკლედ შეჭრილ თმას ატარებს, მათ უფრო მეტად აქვთ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა დარღვეული და აწუხებთ კუჭის პრობლემები. გრძელთმიანები კი უფრო მეტად  გამოირჩევიან აზროვნებითა და გონებაგამჭრიახობით. ეს თმის ინფორმაციულობის ბრალია და ასეთი ადამიანების გონება სამყაროდან, შეუფერხებლად სრულ ინფორმაციას იღებს. დამიჯერეთ, თმა ისე იცავს უხილავი სამყაროდან მომავალ უხეში ვიბრაციებისგან ნებისმიერ ჩვენგანს, როგორც ცივ სეზონზე თბილი სამოსი სიცივისგან. ვფიქრობ, ამაზე უნდა დაფიქრდეთ და თავად გააანალიზოთ, რისგან გვიცავს და რაში გვადგება ლამაზად გადავარცხნილი თმა. 

– ძველად, ათასგვარ საშუალებას ხმარობდნენ, თმის მოსავლელად, მაგალითად, ხორბლის ნახარშს. ერთ-ერთ ეზოთერულ წიგნში ამოვიკითხე, რომ ამით ცუდ ენერგიას ჩამოირეცხავდნენ თმიდან, რაც მათ იღბალზე დადებითად მოქმედებდა. მსგავსი რამ თქვენც გაგიგიათ?

– რა თქმა უნდა, გამიგია, და არა მარტო ხორბლის ნახარში, არამედ ჭინჭრის და მუხის ხის ქერქის ნახარშიც გამოიყენებოდა თმიდან ნეგატიური ენერგიის ჩამოსარეცხად. მაგალითად, ძველად ასეთი წესი იყო: თუ მამაკაცი მთელი დღის განმავლობაში ბევრს მუშაობდა და ძალაგამოცლილი, დაღლილ-დაქანცული ბრუნდებოდა შინ, ცოლი აუცილებლად დაახვედრებდა მუხის ხის ქერქის ნახარშს. იმით დაბანდა თავს და ასეთი წესით, მას დაღლილობას უხსნიდა, სასიცოცხლო ენერგიით აავსებდა. ხორბლის ნახარშით კი, არა მარტო თავს, არამედ მთელს ტანს იბანდნენ და მიაჩნდათ, რომ ასეთი წესით, მათ ოჯახში შთამომავლობა გამრავლდებოდა. ჭინჭრის ნახარშით თმას დღესაც იბანენ, მაგრამ არ იციან, რომ ის არა მარტო თმის ღერს ამაგრებს და თმის ცვენას აჩერებს, არამედ, თმის ღერს ასუფთავებს და წმენდს სამყაროდან მიღებული უსარგებლო ინფორმაციისგან. ის საჭირო ენერგეტიკული ძალით გავსებთ და ყოველგვარი ავისგან გიცავთ. ჭინჭარი, მიწიდან ფესვის წყალობით, ისეთ უნიკალურ ნივთიერებებს და ენერგეტიკულ მარაგს იღებს, რომლითაც ვერც ერთი მცენარე ვერ დაიკვეხნის. მისი ჭამაც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მახსოვს, ბებიაჩემი ყოველ შაბათს ხარშავდა ჭინჭრის ფხალს, შემდეგ წურავდა, გაწურული ფოთლით უგემრიელეს ფხალს აკეთებდა, მის ნახარშს კი დაბანის შემდეგ თმაზე ივლებდა. რომ ვკითხავდით, ასე რატომ იქცევიო, გვპასუხობდა, ამას თქვენ ვერც მიხვდებით და რომც გითხრათ, არ გაითვალისწინებთ, ამიტომ, არ გიპასუხებთო. ვიცოდი, ასე რატომაც გვპასუხობდა.

– რატომ?

– ერთხელ გვითხრა შვილიშვილებს, დაბანის შემდეგ ჭინჭრის ნახარში გადაივლეთ თავზეო და ისეთი სიცილი აგვიტყდა, ძლივს გავჩერდით. მაშინ სამყაროს ენერგეტიკული ბიოველისა და უხილავი ძალების ზემოქმედების შესახებ არაფერი მესმოდა და სიმართლე გითხრათ, არც ბებიაჩემმა იცოდა ამდენი. უბრალოდ, ის ისე იქცეოდა, როგორც მისი წინაპრები. ისეთი თმის დასაბანი საშუალებები ჩამოჰქონდა ჩვენს მშობლებს რუსეთიდან, ჭინჭრის ნახარშს გადავივლებდით თავზე? არადა, ახლა რომ ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა, ყოველდღე თუ არა, კვირაში ან თვეში ერთხელ მაინც, ჩამოვიბანოთ თმიდან უსარგებლო ენერგეტიკა. ამით კი მივცეთ გზა სამყაროს ენერგიას ადვილად მოგვაწოდოს საჭირო ინფორმაციები, სწორედ თმის დახმარებით. 

 

 

скачать dle 11.3