კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახარებისეული სიბრძნე

 

უმოწყალო მონაზე

„ცათა სასუფეველი ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ინება თავის მონებთან. ანგარიშის გასწორება რომ დაიწყო, მიუყვანეს ერთი მოვალე, რომელსაც ათი ათასი ტალანტი ემართა მისი. რაკი არაფერი ჰქონდა, რომ გადაეხადა, მეფემ უბრძანა, გაეყიდა თავისი ცოლ-შვილი და ყველაფერი, რაც ჰქონდა, რათა ვალი გადაეხადა. მონა პირქვე დაემხო, თაყვანი სცა მეფეს და შეევედრა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ, მეფევ ბატონო, და ყველაფერს გადაგიხდი. შეებრალა მეფეს მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.

ეს მონა რომ გავიდა, შეხვდა თანამოძმე მონას, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა. მივარდა და ახრჩობდა, გადამიხადე, რაც გმართებსო. მუხლებში ჩაუვარდა მონა მეგობარს და ევედრებოდა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. მაგრამ, მან არ შეიბრალა და საპყრობილეში ჩააგდო, ვიდრე ვალს არ გადაიხდიდა.

სხვა მონებმა ეს რომ დაინახეს, ძლიერ შეწუხდნენ, მივიდნენ მეფესთან და ყველაფერი აუწყეს. მაშინ უხმო ამ მონას მეფემ და უთხრა: ბოროტო მონავ, რაკი შემევედრე, მთელი ის ვალი გაპატიე; განა შენც ისევე არ უნდა შეგეწყალებინა შენი თანამოძმე მონა, როგორც მე შენ შეგიწყალე?

განურისხდა მეფე ამ მონას და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაუხდიდა“.

მათე 18, 23-34

მიუტევე და შენც მოგეტევება

დაკვირვებით თუ წაიკითხავ ამ იგავს, იოლად შეამჩნევ, რომ აქ დასჯის სამი სახეა: ცოლ-შვილისა და ქონების გაყიდვა, საპყრობილეში ჩაგდება და ტანჯვა-წამება. სამივე სასჯელი ვალის გადაუხდელობის გამო ელოდა მოვალეს. იმხანად მევალეს კანონი აძლევდა უფლებას, თავისი მოვალე საპყრობილეში ჩაეგდო, ქონებაც წაერთმია ან ჯალათებისთვის გადაეცა სატანჯველად, ვიდრე ვალს არ გადაუხდიდა.

ამ იგავში მეფემაც და უმოწყალო მონამაც ამ კანონიერ უფლებას მიმართეს, მაგრამ მეფემ არ ისარგებლა იმ უფლებით, არ დასაჯა თავისი მოვალე, შეებრალა, შეიწყალა და აპატია.

მოწყალე მეფე უფალი იესო ქრისტეა, რომელიც იმაზე მეტს გვაძლევს ხოლმე, რასაც ვითხოვთ. მონამ სთხოვა, ცოტა ხანს მაცადე, ახლა ნუ დამსჯი და ყველაფერს გადავიხდიო, მეფემ კი მთელი ვალი აპატია.

უმოწყალო მონა ის ცოდვილია, რომელსაც დიდი ოდენობის თანხა – ათი ათასი ტალანტი, ანუ აურაცხელი ცოდვა დაუგროვებია ვალად ღვთის წინაშე. ის თავისი ნებით არ მისულა მეფის სასახლეში ვალის გადასახდელად. მაგრამ, დადგა ანგარიშსწორების ჟამი და მოვალე მონა იძულებული გახდა, მეფის წინაშე წარმდგარიყო.

ასევეა, ცოდვილიც. უფალი მას სინანულისთვის უხმობს ეკლესიაში, ის კი არ მიდის. გასაჭირი, ავადმყოფობა ან სხვა განსაცდელი იძულებულს ხდის, უფალს მიმართოს დახმარებისთვის. მოწყალე უფალი სულგრძელად მიუტევებს ცოდვებს და შეეწევა. მაგრამ, სულ ცოტა ხანში, ზოგი ისევ შესცოდავს ხოლმე და ისევ დაიგროვებს ვალს უფლის წინაშე.

აგერ, ამ მონამაც დაივიწყა მეფის წყალობა, დაუნდობლად მოექცა თავის მოძმეს და გაცილებით ნაკლები ვალი არ აპატია. არც მისმა ვედრებამ მოულბო გული, ადგა და კანონიერი უფლება გამოიყენა – საპყრობილეში ჩააგდო.

რამ გაუქვავა და გაუბოროტა გული ამ მონას? ის უმადურია, მალე დაივიწყა, რომ მეფემ მთელი ვალი აპატია. მართალია, თავისი ცოდვები პირქვედამხობილმა აღიარა, მაგრამ მარტო იმისთვის, რომ როგორმე სასჯელისგან დაეღწია თავი. ეს იყო ცრუ აღსარება. მან ცოდვები კი არ მოინანია, მთელი გულით კი არ განიცადა საკუთარი დაცემა, არამედ თავი დაიძვრინა.

განა შესაძლებელია, ყოვლისმცოდნე უფალს რაიმე დაუმალო?! ამ მონას მეფემ ძველი ცოდვები აპატია, მაგრამ უსიყვარულობა და უმოწყალობა აღარ შეუნდო. მონას შეეძლო, მოწყალებით სასუფეველი მოეპოვებინა, თავისი უმოწყალობით კი, სამუდამო სატანჯველი დაიმკვიდრა.

„როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ასევე მოექეცით მათ“, – გვასწავლის უფალი. ამასვე ვევედრებით ხოლმე უფალს „მამაო ჩვენოს“ ლოცვით:

„მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“, – ჩვენც ისევე მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთო სხვას.

ვინმეს პატიება როცა გაგიჭირდება, მეფის ეს სიტყვები გაიხსენე იგავიდან:

„განა შენც ისევე არ უნდა შეგეწყალებინა შენი თანამოძმე, როგორც მე შენ შეგიწყალე?“

 

скачать dle 11.3