კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეიძლება თუ არა ქალმა უღალატოს საკუთარ თავს და დარჩეს პატიოსანი

საზოგადოება ხშირად მკაცრი მსაჯულია, მაგრამ, ვერავინ იქნება იმაზე მკაცრი მსაჯული, ვიდრე ჩვენი სინდისი – ჩვენი მეორე „მე“ და შინაგანი ხმა. ადრე თუ გვიან, ადამიანები აცნობიერებენ საკუთარ დანაშაულს და წვალობენ, იტანჯებიან, ეძებენ გამოსავალს. თუმცა, უმრავლესობას ძალიან უჭირს, დაინახოს და აღიაროს რეალობა. გამართლება ყველასი შეიძლება, მით უფრო – ერთხელ, მაგრამ, ადამიანებს უფრო სჭირდებათ, საკუთარ თავთან იყვნენ მართლები, რაც გაცილებით რთული მისაღწევია, ვიდრე გარეშე პირებისგან პატიების მიღება.

 

თინიკო (31 წლის): ჩემი ეს ერთგვარი აღსარება სინანულის გამოხატულებაა და ჩემი გულისტკივილის გადმოღვრა, რომ დავიცალო. ამ ტვირთით ვეღარ ვიცხოვრებ, ძალიან ცუდად ვარ, გულდამძიმებული და სულშეხუთული. სუნთქვაც კი მიჭირს, გეფიცებით. ალბათ, ყველა დამნაშავე ცდილობს, თავი გაიმართლოს და ანგელოზად მოევლინოს ქვეყანას, მაგრამ მე არანაირად არ მჭირდება თავის გამართლება საზოგადოების წინაშე, მე საკუთარ თავს უნდა გავცე პასუხი. ჩავიდინე ის, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო და იქნება ჩემი პრინციპებისთვის. არ ვარ განსაკუთრებული ადამიანი. არაფრით გამოვირჩევი სხვებისგან და არც იმისი ამბიცია მქონდა ოდესმე, რომ მაღალი მორალის მატარებელი და მქადაგებელი ვიქნებოდი. ჩემი ცხოვრებაც არ მქონია დაგეგმილი, თუმცა, არც სპონტანური გადაწყვეტილებით ვცხოვრობდი. თურმე,  არასოდეს არაფრისგან არ ხარ დაზღვეული. შემთხვევა ისე „გაგაბანძებს“, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ. სულ ვნანობ, თუ როდისმე ვინმე განმიკითხავს. რა ჩემი გასარჩევი იყო სხვისი ცხოვრება?! ვინ როდის, რა ჭკუაზე დადგება, არავინ იცის. ოდესმე წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მორალურ პრინციპებს, საკუთარ თავს ასე ვუღალატებდი?! ყველაფერთან ერთად, ძალიან მრცხვენია.

– მიგაჩნიათ, რომ საზოგადოების ცენზურაზე მკაცრი „შიდა“ ცენზორია?

– რა თქმა უნდა, შეიძლება საზოგადოება მოატყუო და რაღაც ეტაპზე ეს კარგად გამოგივიდეს. უმრავლესობა სწორედ ასე ცხოვრობს და არც სინდისი აწუხებს.

– უნდა აწუხებდეთ?

– ალბათ, არა. საზოგადოება ზოგჯერ უსამართლოა და ზომაზე მეტად ცნობისმოყვარეც. არ არის საჭირო, სხვის სულში ხელების ფათური. ვერავინ ვერავის მსაჯული ვერ იქნება, რადგან, ვერ გაიგებ, იმ კონკრეტულ მომენტში რა მდგომარეობაში იყო, როგორ უჭირდა. მე ახლა ბევრი რამ მესმის და ბევრ რამეს სხვა თვალით ვუყურებ. ჩემი მსოფლმხედველობა ძალიან შეიცვალა. მე თვითონაც შევიცვალე – უფრო მგრძნობიარე გავხდი, უფრო გამგები სხვების მიმართ. ისეთი რაღაც ჩავიდინე, სხვას როგორღა უნდა ვუსაყვედურო რამე. ძალიან რთულია ცხოვრება და ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვართულებთ მას. რატომ – გაუგებარია. ერთმანეთი კრიტიკულ ზღვარამდე და მომენტამდე მიგვყავს და მერე უკვე ხდება ის, რაც ხდება. თავს ვიტყუებთ და გვგონია, რომ ეს გამოგვივა. ძალიან სულელები ვართ. პატიოსნებაც რაღაც გვგონია. უფრო სწორად, ზოგს მართლა ჰგონია რაღაც, ზოგიერთებს კი „პოზა“ უჭირავთ, რომ ფეხებზე ჰკიდიათ. სინამდვილეში, მაინც ადარდებთ, რას იტყვიან მათზე. იცით, რატომ? ახლა აღმოვაჩინე: მათაც აწუხებთ შინაგანი ხმა და ეუბნება, რომ ცუდად მოიქცნენ. ეს შინაგანი ხმა ყველას აქვს. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავთან ხომ ყველანი მარტონი ვრჩებით. ჩემი პრობლემა ის არის, რომ ქმარს ისეთ კაცთან ვუღალატე, რომელიც ცხოვრებაში პირველად ვნახე, ანუ, პირველივე შემხვედრთან. უბედურება ის არის, რომ იმ მომენტში ეს აბსოლუტურად უცხო მამაკაცი გაცილებით ახლობელი აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე ქმარი, რომელსაც სიყვარულით დავუკავშირე ცხოვრება. საკუთარ თავს ვეკითხები, ასე რატომ მოხდა, რა დავაშავე, ან სად დავუშვი შეცდომა-მეთქი. ძალიან ვწვალობ, რადგან ვერ ვპოულობ ამ კითხვებზე პასუხს. არადა, ამ პასუხების გარეშე ცხოვრების გაგრძელება ძალიან მიჭირს. სწორად გამიგეთ, მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს იმ კაცთან, ის საერთოდ არაფერ შუაშია. მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო.

– საერთოდ, როგორ ხდება პირველივე შემხვედრთან ღალატი, რამ უნდა გიბიძგოს ამისკენ?

– გეტყვით. სასოწარკვეთის განცდამ, იმის შეგრძნებამ, რომ უსარგებლო ნივთივით მოგექცნენ. მიგაგდეს და არ იფიქრეს იმაზე, რომ ძალიან, ძალიან გეტკინებოდა. არ ვიცი, რამდენად ხვდებით იმას, რასაც ვამბობ, მაგრამ დამიჯერეთ, სერიოზული შოკია. თუმცა, მე იმას კი არ ვნანობ, ქმარს რომ ვუღალატე, საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ წასვლა მშლის და მანგრევს. თუ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ პირველივე შემხვედრ კაცს დავუწექი, შეიძლება, გავაფრინო. ეს საერთოდ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის.

– რამ გაიძულათ, საკუთარი თავისთვის გეღალატათ?

– მაგის ახსნას ვცდილობ თქვენთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. ეს ჩემი სასჯელია – ქმრის ღალატს ვგულისხმობ – თანაც, საშინელი სასჯელი. მე არ ვიცი, რას გრძნობენ ის ქალები, რომლებიც მარტივად უყურებენ ამ ყველაფერს. შეიძლება, მათთვის სხვა პრინციპებია პრიორიტეტული, მაგრამ, მეეჭვება, გულის სიღრმეში მაინც არ განიცდიდნენ. თუმცა, ჩემი შემთხვევა კიდევ უფრო განსხვავებულია. როცა ღალატი საკუთარი არჩევანია, ალბათ, ნაკლებადაც გაწუხებს ის.

– ანუ, ეს თქვენი არჩევანი არ ყოფილა?

– არა. აბა, რას ვამბობ? სასოწარკვეთილი ადამიანის ბოდვა იყო, ხავსს რომ ებღაუჭებოდა და ხავსის ნაცვლად ხელში ეკალი შერჩა. როცა იმ საღამოს დეტალების აღდგენას ვცდილობ, ყველაზე მტკივნეულად მახსენდება გამოფხიზლება – გამოსვლა იმ ეიფორიიდან, რომელშიც დიდხანს არ ვყოფილვარ, მაგრამ, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ საშინელება ჩამედინა. მახსოვს, როგორ ვუთხარი ტაქსის მძღოლს, სადაც გინდა, იქ წამიყვანე, ოღონდ სახლში არ მივიდე, თორემ, იქ აუცილებლად თავს ჩამოვიხრჩობ-მეთქი.

– ქმრის საქციელმა მიგიყვანათ ამ მდგომარეობამდე?

– დიახ. ქმარმა მიღალატა და მეც ვუღალატე. ბანალურია, არა?! მაგრამ ეს ასე მარტივად ნამდვილად არ ხდება. სერიოზული ფსიქოლოგიური ბრძოლებია მანამდეც და, მერე ხომ საერთოდ ინგრევი.

– მიზეზი ხომ მაინც ეგ იყო – ქმრის ღალატი?

– დიახ. თუმცა, იმასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონია, როგორ გაიგებ ამ ღალატის შესახებ. ჩემთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იყო. ეჭვადაც რომ არ გაქვს და უცებ... პირდაპირ ფაქტზე დავიჭირე. სამი საათის წინ მე მეფიცებოდა სიყვარულს, მთელ ქვეყნიერებას მიმტკიცებდა და ფეხქვეშ მეგებოდა. უბედნიერესი ადამიანი მეგონა თავი. ფრთაშესხმული წავედი სამსახურში, მაგრამ, მალევე მოვბრუნდი უკან – გზაში დამირეკეს და მითხრეს, დღეს შენი მოსვლა საჭირო არ არისო. მივედი სახლში და თავზე არ წავადექი?! ნახევრადგახდილ „ნაშას“ ეზასავებოდა და ვერც კი ამჩნევდა, ისე იყო გათიშული. არ მახსოვს, რამდენი ხანი გავიდა, სანამ მიხვდა, რომ იქ ვიდექი და ვუყურებდი. როგორც კი ხმა ამოიღო, მაშინვე შევბრუნდი და გამოვიქეცი. მართლა არ მახსოვს, რამდენი ვირბინე. ნეტავი, საერთოდ, სად გავრბოდი? იქ უნდა დავრჩენილიყავი და ორივესთვის ერთი დიდი სკანდალი მომეწყო, დამელეწა ყველაფერი და ჩემი უსინდისო ქმრისთვის ხელში მოხვედრილი პირველივე ნივთი ჩამერტყა თავში. მაშინ გაცილებით უკეთესად ვიგრძნობდი თავს, ყოველ შემთხვევაში, ასე ნამდვილად არ დავიტანჯებოდი, თავს ჩემს ქმარზე უარეს ნაძირალად არ ვიგრძნობდი. ახლა რითი ვარ მასზე უკეთესი?!  არაფრით.

– სკანდალი იქნებოდა გამოსავალი?

– რატომ არ იქნებოდა? დავიცლებოდი და მოვისვენებდი. ახლა საკუთარმა ღალატმა ჩემი იდიოტი ქმრის ღალატი საერთოდ დამავიწყა, გადაფარა. ხვდებით, ხომ, რაც ხდება?! ახლა საკუთარ თავზე უფრო მერევა გული, ვიდრე მაგ ნაძირალაზე. ახლა უფლება აღარ მაქვს, ვთქვა ყველაფერი ის, რასაც მასზე ვფიქრობ. მეც ისეთივე აღმოვჩნდი და ხმა როგორ ამომეღება?!

– ეტყვით ქმარს, რომ უღალატეთ?

– არა. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ვფიქრობ. ხვალ რა იქნება, არ ვიცი. რა ღირსია, საერთოდ რამეზე ველაპარაკო ან რამე ვუთხრა?! მაგისი ბრალიცაა ჩემი ასეთი დაცემა.

– ქმარს აბრალებთ?

– არა, კი არ ვაბრალებ, უბრალოდ, ესეც იყო ერთი ფაქტორი. მაგიტომ გამოვედი წონასწორობიდან და გავხდი არაადეკვატური. საღად ვერ ვაზროვნებდი, გეუბნებით, სრული შეურაცხადი ვიყავი. მე მე არ ვიყავი. გეფიცებით, საშინელი განცდაა, დამთრგუნველი და გამანადგურებელი. ნორმალურ მდგომარეობაში ასეთ რაღაცას როგორ გავაკეთებდი! ახლაც, რომ გელაპარაკებით, ასე მგონია, სხვა ვიღაცაზე ვყვები და ეს მე არ ჩამიდენია. თითქოს ბურანში ვიყავი. წარმოიდგინეთ, მე – პატიოსანი ქალი, მორალური პრინციპების მქონე და დამცველი და, უცებ, ტაქსის მძღოლს პირდაპირ მანქანაში ვაძლევ ჩემთან სექსის უფლებას.

– „პატიოსანი და მორალური პრინციპების დამცველი“ რაღაცნაირად თქვით, თითქოს ეს შემაწუხებელი ტვირთი იყოს.

– არა, როგორ გეკადრებათ, პირიქით, ტვირთი ის არის, რაც ახლა გულზე მაწევს – სევდა და სინანული.

– მაინც, როგორ მოხდა თქვენი სიახლოვე უცხო მამაკაცთან?

– სიზმარში რომ იქნება ადამიანი, ისე მახსოვს. მგონი, ვთქვი, ჩემთვის ყველაფერი დაკარგულია, აღარ მინდა სიცოცხლე-მეთქი. მან კი დამშვიდება დამიწყო: ამას ნუ ამბობთ, თქვენისთანა ქალბატონმა ეს არ უნდა თქვას. სიცოცხლე გარდაცვალებითაც კი არ მთავრდება, მით უმეტეს, ცოცხალი ადამიანისთვის. ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება. აი, ნახავთ, როგორი ბედნიერი იქნებით. პრობლემები ყველას აქვს, მაგრამ, ძალიან არ უნდა ინერვიულოთ. ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდებაო. მარტოსული ვარ, არავის ვჭირდები, არავის ვუნდივარ, გვერდით არავინ მყავს, ვისაც მხარზე დავადებ თავს და ჩემს სურვილს გავუზიარებ-მეთქი, – ანუ, მე მოვახდინე პროვოცირება, იმას არაფერი შეშლია. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ მისი სახელიც კი არ ვიცი, არ მიკითხავს. არც იმას უკითხავს ჩემი. პრინციპში, არც ერთს არ გვაინტერესებდა და იმიტომ. მუსიკა ჩამირთო, ქალაქში მასეირნებდა მანქანით, მერე სადღაც გააჩერა, გადავიდა და ყავით დაბრუნდა. ამ მზრუნველობამ საერთოდ მომშალა. იმ წუთში მასზე ძვირფასი და ახლობელი არავინ მყავდა. რომ მომეხვია და მომეხუტა, ვიფიქრე, ჩემი ხსნა ეს არის-მეთქი. მეფერებოდა და მეც არ ვუწევდი წინააღმდეგობას. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, ადვილად და მარტივად. გამოფხიზლება მერე მოვიდა, როცა, ბოლოს და ბოლოს, სახლში მივედი, ცარიელ ბინაში და გავაცნობიერე, რაც ჩავიდინე. სულიერი ტკივილი ისეთი მწვავე იყო, ისეთი შემაწუხებელი, ლამის ავბღავლდი. თუმცა, ისიც მართალია, რომ თავიდან შურისძიებით თითქოს კმაყოფილი დავრჩი...

– ფიქრობდით, რომ ქმარზე შური იძიეთ?

– კი, რაღაც მომენტში ამასაც ვფიქრობდი. მაგრამ, ამან ვერ დამამშვიდა – ვერ ვიგრძენი ვერც სიმშვიდე და ვერც კმაყოფილება. ვერ მოვიტყუე თავი.

– არიან ქალები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ფორმით ქმარზე შურისძიება ერთგვარი თერაპიაა შოკიდან გამოსასვლელად.

– არ ვიცი, მათ მაგივრად მე ვერ ვილაპარაკებ. ყველას თავისი სიმართლე აქვს. შესაძლებელია, ზოგიერთისთვის არის კიდეც თერაპია, მაგრამ, ჩემთვის პირიქით აღმოჩნდა. ისეთი საშინელი რამ დამემართა, რომ ახლა ამ შოკიდან მჭირდება გამოსვლა. თუ ეს თერაპიაა, სად არის ხსნა? რატომ ვგრძნობ ასეთ სინანულს და რატომ ვიტანჯები? ქმრის დანახვაც კი არ მინდა. წამოსული ვარ სახლიდან და მასთან კონტაქტზე უარს ვამბობ. ცდილობს, დამიკავშირდეს, შემხვდეს; სულ რეკავს ჩემთან, ჩემს ახლობლებთან... მაგრამ მე უარზე ვარ.

– იმიტომ, რომ ვერ პატიობთ?

– იცით, რაშია საქმე? ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, ჯერ საკუთარი თავისთვის მაქვს საპატიებელი. ჯერ საკუთარ თავთან მაქვს პრობლემა, თანაც, სერიოზული პრობლემა – კონფლიქტი მაქვს.

– საკუთარ თავთან?

– დიახ, საკუთარ თავთან მაქვს კონფლიქტი. არ შემიძლია, თავს ვაპატიო ის სისუსტე, რომელიც მძიმე წუთებში გამოვავლინე. უფრო ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, ვერ უნდა მომრეოდა სტრესი. არ ვიცი, როგორ, მაგრამ, ტკივილი უფრო ღირსეულად უნდა დამეძლია. კიდევ ვიმეორებ. გეუბნებით, მერჩივნა, დამელეწა ყველაფერი. ორივესთვის მეყვირა, მეკივლა, მეტირა, საქმეები გამერჩია.

– არც ეს იქნებოდა გამოსავალი.

– ვიცი, მაგრამ, ამ შემთხვევაში ქმარი იქნებოდა მთლიანად დამნაშავე და არაკაცი. მე კი საკუთარ თავს მხოლოდ შევიცოდებდი. ახლა კი მძულს თავი, ამ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებ და საშინლად განვიცდი. ისე ვნერვიულობ, სულ ვტირი. როგორ უნდა ვიცხოვრო და რა უნდა ვაკეთო ამ ყველაფრის შემდეგ, აღარ ვიცი, გაორებული პიროვნება ვარ. ვისაც ეს არ გამოუცდია, ალბათ, ვერ გამიგებს. ორმაგი ტანჯვა მერგო წილად: ქმარმაც მიღალატა და მეც ვუღალატე საკუთარ თავს.

– ქმარს არ შეხვდებით?

– ვერ შევხვდები. რისთვის შევხვდე, რა ვუთხრა? რას მეტყვის, რომ ვუყვარვარ და თვითონაც არ იცის, რა მოხდა?! მე ვიცი, რაც მოხდა – ცხოვრება დამენგრა და ამას უკვე აღარაფერი ეშველება.

 

 

скачать dle 11.3