კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ენიჭება კანონით ვიდეოთვალთვალისა და მონიტორინგის უფლება კერძო დაწესებულებებსა და საცხოვრებელ სახლებში

 

გასული წლის მიწურულს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, ხოლო აღნიშნულ კანონს პრეზიდენტმა ხელი 2011 წლის 28 დეკემბერს მოაწერა. წესითა და რიგით, ის უკვე უნდა იყოს გამოქვეყნებული „საკანონმდებლო მაცნეში“, თუმცა კანონი საძიებო სისტემაში არ იძებნება (მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებისთვის დაწესებული ვადა, 15 კალენდარული დღე, უკვე გავიდა 12 იანვარს). როგორც უნდა იყოს, კანონი ძალაშია და, შესაბამისად, კიდეც ამოქმედდა. კანონის მიზანში ვკითხულობთ: „ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.“

რას ნიშნავს პერსონალური მონაცემი? კანონი გვამცნობს, რომ „პერსონალურ მონაცემში“ იგულისხმება ნებისმიერი ინფორმაცია ფიზიკური პირის შესახებ, რომლებშიც ასახულია პირის საიდენტიფიკაციო ნომერი ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნები.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემად კი, მიჩნეულია „მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან (როგორც ნოდარ დუმბაძის გმირი იტყოდა: „ეს ადგილი რაღაც ვერ გავიგე“) ან ნასამართლეობასთან. ასევე, ბიომეტრული მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება ზემოაღნიშნული ნიშნებით.“

რატომ გახდა ამ კანონის მიღება აუცილებელი, რისთვის იქმნება საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემების ელექტრონული ბაზა, რატომ ხდება დასაშვები კერძო შენობების შესასვლელებისა და საერთო სივრცის ვიდეოთვალთვალი და მონიტორინგი და რაში გამოიყენებს ამ მონაცემებს სახელმწიფო მანქანა? „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონზე“ ექსპერტ ბესო ალადაშვილთან ერთად ვიმსჯელებთ.

– ეს კანონი სრულიად ახალია და, როგორც მივხვდი, აქამდე მსგავსი კანონი არ გვქონია?

– საქართველოსთვის ეს სავსებით ახალია, თუმცა უცხოეთში არსებობს მსგავსი კანონები, მაგალითად, ამერიკული „პატრიოტის აქტი“.

– რატომ გახდა აუცილებელი „პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის“ შექმნა, რაც, თავისთავად, გულისხმობს, რომ არსებობს ან უნდა შეიქმნას საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემების ბაზა. სახელმწიფოსთვის მიღებული წესია, ელექტრონული სისტემის სახით მოქალაქეების შესახებ თითქმის ყველანაირი ინფორმაციების შეგროვება და რაში იყენებს ამას ხელისუფლება?

–   ძალიან ბევრი თემა განიხილეთ ამ შეკითხვაში. ერთია, როდესაც სახელმწიფოს სჭირდება ასეთი ინფორმაციის დაცვა, როდესაც ეს ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას; მეორეა, როდესაც ეს ინფორმაცია ეხება პიროვნების უსაფრთხოებას და, მესამეა, როდესაც ეხება საზოგადოების უსაფრთხოებას.  2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის საფრთხედ იქცა ტერორიზმი და ამის შემდეგ დაიწყეს მუშაობა, განსაკუთრებით, შტატებში ამ მიმართულებით. ამერიკაში, როგორც უკვე გითხარით, ამ ტალღაზე მიიღეს „პატრიოტის აქტი“ და კონგრესსა და სენატში დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, მაინც მიიღეს. რას ითვალისწინებს „პატრიოტის აქტი“? ყველა მოქალაქის პიროვნული მოქმედებების, გადაადგილებებისა და საკუთრების კონტროლის უფლებას. ეს გასაგებია, რადგან, ზოგადად, ტერორისტული აქტების პრევენციაზე ყველა სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს.

– ჩვენთანაც ტერორიზმის საფრთხის თავიდან აცილების გამო შეიქმნა ეს კანონი?

– ეს კანონი 2011 წლის 28 დეკემბერსაა მიღებული და მე არც კი ვიცი, აქვს თუ არა პარლამენტის წევრთა უმრავლესობას ის წაკითხული და გააზრებული. მე და თქვენ რამდენიმე დღეა, განვიხილავთ ამ კანონს და ძალიან ბევრ საგანგაშო მომენტს წავაწყდით. ამ კანონის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის ტერორიზმი არის ნომერი პირველი პრობლემა. თითქოს ჩვენ გვესხმის თავს ყველა: პალესტინელი, ირანელი, ერაყელი, რუსი, თეთრი თუ მწვანე დათვი. მეორე მხრივ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ სრულიად დაუცველიც ვყოფილვართ. თუ საჭირო გახდა თითოეულ სადარბაზოსთან ყველა ადამიანის იდენტიფიკაცია, მაშინ რატომ გვინდა პოლიცია, კონტრდაზვერვა?! ორი უკიდურესობაა: ეს კანონი გვიქმნის შეგრძნებას, რომ სრულიად დაუცველები ვართ და ამ დროს, მეორე მხრივ, სრულიად სხვა რეალობას გვიჩვენებს ჩვენი ტელევიზიები. კანონი დაწერილია მძიმე ენით, დატვირთულია იურიდიული ტერმინოლოგიით და მას ძალიან ბევრი პლუს-მინუსი აქვს.

– ეს კანონი ძალიან ტევადი და კიდევ უფრო ძალიან ბუნდოვანია, ამიტომ განვიხილოთ ის მუხლი, რომელიც ეხება ვიდეოთვალთვალის სისტემებს. მაგრამ, სანამ ამ საკითხს შევეხებოდეთ, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემის განმარტებაში მოტანილი „სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული მონაცემი“ რას უნდა ნიშნავდეს?

– ალბათ, სექსუალურ პოტენციალზეა ლაპარაკი. სხვას ვერაფერს ვიფიქრებთ.

– ქუჩებში ხომ ისედაც ხორციელდება ვიდეოთვალთვალი, რა გამოდის?

– თუ ამ კანონით ვიმსჯელებთ, ამ კანონის მიღებამდე ყველა ვიდეოთვალთვალი ქუჩაში უკანონო იყო, თუ არ მიუღიათ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი.  ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება: ყველგან, სადაც საუბარია ვიდეოთვალთვალზე, მეორდება ერთი და იგივე ტერმინოლოგია: „ვიდეოთვალთვალის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგისა და არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით.“ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, ადამიანის ცხოვრების ყველა მომენტია გათვალისწინებული. კანონში მითითებულია, რომ ვიდეოთვალთვალის სისტემა თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს, რაც დადებითია, მაგრამ, რას ნიშნავს „თვალსაჩინო ადგილი“? ვინ უნდა განსაზღვროს?!

– და ეს, თავისთავად, ნიშნავს, რომ მონაცემის სუბიექტი ინფორმირებულია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე?

– გადავიდეთ მეთორმეტე მუხლზე, რომელიც ეხება „საჯარო და კერძო შენობების ვიდეოთვალთვალს“. აქაც მეორდება იგივე ფრაზა, რაც ზემოთ ვთქვით. ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგი და მიაქციეთ ყურადღება ამ მუხლის მესამე პუნქტს: სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენებას. შენობის გარე პერიმეტრის თვალთვალი კიდევ გასაგებია, მაგრამ რას ნიშნავს ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება, გამონაკლის შემთხვევაში, სამუშაო ადგილას, თუ ეს აუცილებელია. ვინ განსაზღვრავს, რა არის აუცილებლობა?! გასაგებია, რომ აუცილებელია პირის უსაფრთხოების, საკუთრების დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნით, მაგრამ ვინ აკუთვნებს ინფორმაციას საიდუმლოებას: სახელმწიფო თუ კერძო პირი?

– მუხლში, რომელიც კანონში გამოყენებულ ტერმინებს განმარტავს, არ არის განმარტებული „საიდუმლო ინფორმაცია“.

– ეს ნიშნავს იმას, რომ სამუშაო ადგილებზე ყველგან შეიძლება სათვალთვალო სისტემების დაყენება, თუმცა იქ მითითებულია, რომ დაუშვებელია ვიდეოთვალთვალი გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში. მაგრამ გამოდის, რომ ამ მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტი ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

– არ შეიძლება, რომ ჰიგიენისთვის განკუთვნილ ოთახში დამემუქროს საფრთხე?

– თუნდაც და, ასევე, იქნებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ხდება სწორედ ჰიგიენისთვის განკუთვნილ და გამოსაცვლელ ოთახებში?! ანუ მესამე და მეოთხე პუნქტი ერთმანეთს გამორიცხავს.

ასევე, საინტერესოა ამ მუხლის მეხუთე პუნქტი: ყველა კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალისა და თავისი უფლებების შესახებ. ამდენი წლის პრაქტიკა მაქვს და ვიცი, რომ ჩვენ, ქართველებს, ძალიან გვიჭირს დიდი ხელშეკრულებების წაკითხვა. ბოლომდე წაკითხვა არ გვიყვარს და ბევრს იმიტომაც დასდებია ბანკების ვალები, რომ ხელშეკრულებები არ წაუკითხავს. წარმოიდგინეთ, ადამიანი იწყებს ან მიდის სამსახურში და მას ახვედრებენ ხელშეკრულებას, 90 პროცენტი ავტომატურად აწერს ხელს კონტრაქტებს.

– გავრცელებული ფრაზაა ჩვენთან: აი, აქ უნდა მოაწერო ხელი. პირადად მე, ყოველთვის რისხვის ობიექტი ვხდები, როდესაც კონტრაქტების კითხვას ვიწყებ. რას ნიშნავს „თავისი უფლებები“? რა უფლებები აქვს ვიდეოთვალთვალის ობიექტს?  

– მე კანონში ვერ ვნახე, სად არის განმარტებული ეს უფლებები. ასევე, ძალიან ზოგადია მეექვსე პუნქტი: მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისთვის განკუთვნილი ფაილური სისტემა. ასეთი ტერმინი არ არსებობს, თუმცა კანონის მეორე მუხლში განმარტებულია, რომ „ფაილური სისტემაა მონაცემთა სტრუქტურიზებული წყება, რომელშიც ისინი დალაგებული და ხელმისაწვდომია კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით.“ ასეთი განმარტებები, ალბათ, მარქსის „კაპიტალში“  თუ შეგვხვდება. სავარაუდოდ, კანონი პირდაპირაა ნათარგმნი უცხოური ენიდან.

– ამასთან, არ არის მითითებული, თუ ვინ აგროვებს ამ ინფორმაციას ქუჩებიდან და სამუშაო ადგილებიდან?

– ზოგადად, ეს არავინ იცის. მეცამეტე მუხლში, რომელიც საცხოვრებელი შენობის ვიდეოთვალთვალს ეხება, ვკითხულობთ, რომ საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენებისთვის აუცილებელია ამ შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა. მაგრამ ვინ აგროვებს ხელმოწერებს? ან როგორ უნდა დაადგინო, რას ნიშნავს ნახევარზე მეტი, როდესაც თბილისში ნახევარზე მეტი ან არ ცხოვრობს თავის მისამართზე, ან წასულია? სადმე ტარდება მცხოვრებლების შეკრება?!

– ალბათ, ამხანაგობებს გულისხმობენ.

– შესაძლოა, მაგრამ კანონში არ არის მითითებული, რომ ეს არის ამხანაგობები.

– „საცხოვრებელ შენობაში დაყენებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესასვლელისა და საერთო სივრცის მონიტორინგი“. ეს საერთო სივრცე კონკრეტულად რას გულისხმობს?

– საცხოვრებელ ბინებს შორის სივრცეს. ანუ სადარბაზოს ვიდეოთვალთვალიც დასაშვებია და შემდეგ ცალ-ცალკე სართულებისაც. თან მიაქციეთ ყურადღება: შესასვლელისა და საერთო სივრცის მონიტორინგი. მონიტორინგი ვიდეოთვალთვალზე ფართო ცნებაა. რას გულისხმობს? თუ არ დამაკმაყოფილა ინფორმაციამ, გადასამოწმებლად აგენტურას გავგზავნი და გავატარებ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას?!  კანონის შესავალში, სადაც ტერმინებია განმარტებული, არ არის მოხსენიებული, თუ რას გულისხმობს  მონიტორინგი. ჩემი აზრით, მონიტორინგი გულისხმობს უფრო დეტალურ შემოწმებას.

– აღნიშნულია, რომ ბინის მონიტორინგი დაუშვებელია, მაგრამ თვალთვალი დასაშვებია, ანუ?

– ბინის შესასვლელის თვალთვალი დასაშვებია მხოლოდ მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში. ეს კანონი ავსებს მეორე კანონს ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შესახებ. თუ იმ კანონთ ოჯახში შემოიდიონენ, ამ კანონით ოჯახამდე მისვლას აკონტროლებენ. 

ძალიან საინტერესოა მეთოთხმეტე მუხლი: „საჯარო და კერძო დაწესებულების შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით შეუძლიათ, შეაგროვონ შემდეგი მონაცემები: სახელი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და სახე, მისამართი, შესვლისა და გასვლის თარიღები და დრო, ასევე, შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის მიზეზები.“

– ვინ უნდა უთხრას ეს მონაცემების შემგროვებელს? მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს ვალდებულება, დავასახელო მიზეზები, სად და რისთვის შევდივარ?

– ეს სცილდება ყველა გონივრულ საფრთხეს. შეიძლება, ნებისმიერ ადამიანი გააჩერო და ჰკითხო შენობაში შესვლისა და გასვლის მიზეზი? ეს დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს. ან პირდაპირაა ნათარგმნი ეს მონაკვეთი, ან გაუგებარია, როგორ უნდა აღსრულდეს ეს მოთხოვნა.

– მითითებულია, რომ ამა თუ იმ სადარბაზოსა თუ ბინაში შესვლის შესახებ ინფორმაცია სამ წელს ინახება...

– სამი წელი ყველაზე მცირე ვადაა. თუმცა აქ მეორე მომენტია: რატომ უნდა ინახებოდეს სამი წლის განმავლობაში, მე სადარბაზოში რამდენჯერ შევედი და გამოვედი?!

– ან ხელში ყვავილი მეჭირა თუ ორი აგური?

– ან გოგონამ რომ ბიჭს აკოცა სადარბაზოში, სამი წელი უნდა ინახებოდეს?! ვის აინტერესებს ეს ინფორმაცია მშობლების გარდა?! ასევე, გაუგებარია, რა განსხვავებაა წაშლასა და განადგურებას შორის. თუ წაიშალა, ესე იგი განადგურდა.

– მოქმედების რა თავისუფლებას აძლევს ეს კანონი არაკეთილსინდისიერ მოხელესა თუ ხელისუფალს? ეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის გარანტია იქნება თუ მოქალაქეების დაშანტაჟების საშუალება? კანონის ბოლოში მითითებულია, რომ პერსონალური ინფორმაციის გამმჟღავნებელი სხვადასხვა თანხით ჯარიმდება: 100 ლარიდან 3 000 ლარამდე.  თუ ჩემს ცხოვრებას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა, პრივატული ინფორმაციის გამჟღავნების გამო, 1 000 ლარით ვიღაცის დაჯარიმება უშველის ამას?

– როდესაც ამერიკაში „პატრიოტის აქტი“ მიიღეს, გასაგებია, რომ ემოციურ ტალღაზე მოქმედებდნენ. მაგრამ ორი-სამი წლის შემდეგ მიხვდნენ, რომ ცოტა ღრმად შეტოპეს. თუმცა დემოკრატიულ საზოგადოებაში სტრუქტურები ერთმანეთს იმდენად აკონტროლებს, რამდენად მართებულად ხდება მოქალაქეებზე ინფორმაციის შეგროვება, რომ საზოგადოება დაცულია. ისევ გავიმეორებ მაგალითს: დანის გამოყენების უამრავი საშუალებაა, გააჩნია, ვის ხელშია ის. იგივე ითქმის კანონზეც: გააჩნია ვის ხელშია კანონი და ვინ როგორ გამოიყენებს მას. ამდენი კითხვა გააჩინა ორმა მუხლმა და წარმოიდგინეთ, დანარჩენი მუხლები რამდენ კითხვას ჰბადებს?!

 

 

скачать dle 11.3