კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სიკვდილს პატიმრობა სჯობდა“

უკეთ, ვიდრე სასაფლაოზე

 

„ადამიანთა უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა, არც მეტი, არც ნაკლები, 100 000 სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით (ასეთი მოწინავე პოზიცია იმასაც მოწმობს, რომ მთავარი არა მხოლოდ მონაწილეობაა, არამედ, გამარჯვებაც). ხსენებული ცენტრი ამ თავის მოსაზრებებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს აყრდნობს.

მოვლენები კი ასე ვითარდებოდა: ლონდონური ორგანიზაცია International Centre for Prison Studies-ის მონაცემებით, 2003 წელს ამ ჩვენი ქვეყნის 100 000 მოსახლეზე, სულ რაღაც, 148 პატიმარი მოდიოდა და ამიტომაც 155 სახელმწიფოს შორის 59-ე საპატიო ადგილზეც ვბრძანდებოდით, ხოლო 9 წლის შემდეგ, ანუ 2012 წლისთვის, ისე დავწინაურებულვართ, რომ ახლა უკვე 216 ქვეყანას შორის მეოთხე ადგილისთვისაც გამოგვიკრავს ხელი (100 000 სულ მოსახლეზე 539 პატიმარი გვყოლია). ამ ჩვენს დაწინაურებას კი, თავის მხრივ, პატიმართა რაოდენობის რეიტინგში თვით რუსეთი კიდეც ჩამოუტოვებია და, ზედაც, ჩამოუქვეითებია: მესამედან მეექვსე ადგილზე (ასეც მოუხდებათ!).

მართალია, 216 ქვეყანას შორის მეოთხეზე ვართ, მაგრამ, სამაგიეროდ, მთელ ევროპაში – პირველები.

მეორე მხრივ, არანაკლებ საერთაშორისო (ასევე, ადგილობრივი) კვლევებითაც, ეს ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოთა რეიტინგშიც ბრწყინავს (ყოველ შემთხვევაში, ზემოდან ასე გვაჯერებენ). ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი, ხელისუფლების გარდა ყველა დაპატიმრდება, საქართველოს შეგნებული მოქალაქე, წესით, თავად უნდა ითხოვდეს ხელბორკილებს (რა თქმა უნდა, თუ 100 000-დან იმ 539-ში ჯერჯერობით არ მოხვედრილა). მეტიც, რაკი ყველაზე დიდი უსაფრთხოება (თავის სტაბილურობიანად) სასაფლაოზეა, კაცმა რომ თქვას, კუბოს ისევ ციხე სჯობია. დაახლოებით, ასე პოეტურ-დარდიმანდულად: „სიკვდილი და პატიმრობა, ორნივ ერთად მოდიოდა. შევხედე და შემეშინდა, სიკვდილს პატიმრობა სჯობდა“ (თუმცა ისიცაა, გააჩნია, რა შემთხვევაში).

 

скачать dle 11.3