კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი მსხვერპლი გახდა ქრისტინე იმედაძე და ვინ უქმნის მას ჯადოსნურ გარემოს

 

– „შუა დღეში” საინტერესო თემა გქონდათ – მამაკაცის ღალატი. არ ვართ იმ ასაკში, რომ, საკუთარ თავზე თუ არ გამოგვიცდია, ერთი-ორი მაგალითი მაინც არ ვიცოდეთ ასეთი. ალბათ, შენი დამოკიდებულებაც ამან ჩამოაყალიბა, რაც ეთერში არ დააფიქსირე.

– რა ასაკშიც არ უნდა ვიყო, ჩემს დამოკიდებულებას, ხედვას არავის მოვახვევ თავზე, არ გავკიცხავ, არ გავლანძღავ. ყველას თავისი სიმართლე აქვს. როდესაც იმ გადაცემას ვწერდით, პროდიუსერებთან რაღაცეებს ვმსჯელობდით და, ჩემი აზრები რომ მოისმინეს, გაოგნებული სახეებით მიყურებდნენ. იმიტომ არა, რომ პრინციპებითა და დოგმებით ჩარჩოში ვზივარ. საერთოდ, ყველასი მესმის, ყველანაირი ისტორია გამიგია, მაგრამ, ჩემთვის ეს ღალატის თემა მიუღებელია. ბუნებით საშინლად მესაკუთრე ვარ, მამაკაცი კი არა, ნათხოვარი კაბა არ მიყვარს. არ ვიცი, როგორი გამოუვალი მდგომარეობა უნდა იყოს, რომ ვინმეს ტანსაცმელი ვთხოვო. შეიძლება, არ არის სწორი, მაგრამ, მიხარია, რომ და არ მყავს და ჩემს გარდერობში არ იქექება (იცინის).

– მამაკაცი ნივთი არ არის.

– მით უარესი! გასაყოფი მამაკაცი ჩემთვის წარმოუდგენელია, მნიშვნელობა არ აქვს, ამ სამკუთხედში საყვარლის სტატუსით ვიქნები თუ ცოლის, ორივე შემთხვევაში წარმოუდგენელია. ცოლი თუ ვარ, მირჩევნია, ადამიანურად დამელაპარაკოს, ამიხსნას და გავუშვა, ვიდრე მატყუოს და ამ ტყუილების ქსელში ორივე ისე გავიხლართოთ, რომ სუნთქვა გახდეს შეუძლებელი.

– კი მაგრამ, გაშვებაც რომ არ უნდათ?

– იმიტომაც არის, რომ, ყოველთვის, როცა ღალატის თემაზე ვიწყებთ საუბარს, ყველას პირველად მამაკაცი ახსენდება და უფრო მას აბრალებენ ყველაფერს. ისიც უნდათ, ესეც უნდათ – ასე არ შეიძლება. რატომ დგამენ ქალები ამ ნაბიჯს? მიზეზი, შეიძლება, ათასნაირი იყოს. ისინიც ისე იწყებენ სიყვარულის ისტორიას, როგორც ცოლთან დაიწყო. ძირითადად, საყვარლები ილანძღებიან, მაგრამ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია, ასე პირდაპირ ვერავის გაკიცხავ. ჩემზე უამრავი ჭორი დადის, მაგრამ, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ასი ჭორიდან ასივე ტყუილია, მსგავს ისტორიებაში ჯერ არ გავხვეულვარ. ვიცი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, წინასწარ გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ, მინდა ღმერთმა ამისგან, მომავალშიც დამიფაროს.

– შენზე ყოველთვის ჭორაობდნენ, რომ ვიღაცის ქმართან დადის, ვიღაცის ქმარს უყვარსო. არ გამიგია ჭორი, სადაც შენ ცოლის ამპლუაში იყავი და ქმარი გღალატობდა.

– ძალიან ცოტა ხანს მყავდა ეს ქმარი და, წელიწად-ნახევარში ღალატი ცხოველობა იქნებოდა. თუმცა, შეიძლება, იყო კიდეც და მე არ გამიგია. საერთოდ, ჩემზე აბსოლუტურად ყველანაირი ჭორი გამიგია – დღეგამოშვებით მათხოვებენ, ვიღაცას ქმარს ვართმევ... მოკლედ, დავიღალე ამ ყველაფრით და, მგონი, უკვე რეაქციაც აღარ მაქვს.

– შენთან საუბრის დროს სულ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს „გოგოშკური” რომანტიზმი დიდი დოზით გაქვს შერჩენილი, ცოტა არამიწიერი ხარ შენს სურვილებში.

– კი, დღემდე მჯერა თოვლის ბაბუის. ცოტა უცხო საზოგადოებაში რომ მოვხვდები ხოლმე, გავაცნობიერე, რომ, ჯობია, გავჩუმდე. რაღაც თემაზე რომ ვსაუბრობთ და მერე გავდივარ, ეგრევე ჩემზე იწყებენ ლაპარაკს. ეტყობა, სასაცილო ვჩანვარ, რადგან ყველა სიტყვა პოზა ჰგონიათ. ეს საშინლად მწყინს, რადგან ძალიან გულწრფელი ვარ – რასაც ვამბობ, იმას ვფიქრობ, რაც, ალბათ, მაინც ჩემი ოჯახის გავლენაა, – ასეთ გარემოში ვცხოვრობ. შარშან და წელს არა, თორემ, აქამდე ყოველთვის მხვდებოდა ნაძვის ხესთან საჩუქრები. ჩემები  სულ ცდილობდნენ, რომ, რაც შეიძლება დიდხანს დამეჯერებინა ზღაპრების და დღემდე მჯერა. მათ მიერ შექმნილი ფონია ასეთი ჯადოსნური. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში მათგან რადიკალურად განსხვავებული, უარყოფითი თვისებებითა და უხეშობით სავსე ადამიანები შემხვედრიან, მაგრამ, არ ვეპუები, არ ვნებდები, მაინც ვცდილობ, ვარდისფერი სათვალე შევინარჩუნო და ეს ჩემი თავდაცვის ერთგვარი ინსტრუმენტია. სხვა შემთხვევაში, ცხოვრება შეიძლება საშინლად ნაცრისფერი იყოს.

– ალბათ, ამ თვისების გამოა, რომ ადამიანებისგან იმაზე მეტს ითხოვ, ვიდრე შეუძლიათ, გააკეთონ.

– ამიტომაც, ძირითადად, სულ მარტო ვარ. რომანები, ურთიერთობები – ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს. რაც ჩემს ქმარს გავშორდი, ერთი რომანიც არ მქონია.

– არ შეიძლება, უფრო მიჰყვე დინებას, არ გქონდეს მოლოდინი, რომ იმ შენს ზღაპრული პრინცშია ყველა ის რაინდული თვისება?

– მე და ჩემი მეგობრებიც ვერასდროს ვთანხმდებით, როდესაც რაღაცაზე ვმსჯელობთ. ყველა მამაკაცი ღალატობს ქალს – ამის მტკიცება, იცი, რას მიშვრება?! ვგიჟდები! სულ ვამბობ, ალბათ, ცხოვრებაში საშინელი მამაკაცები შეგხვდათ-მეთქი. 

– ამას სულ იმეორებს ია ფარულავა.

– კი და ისე ვბრაზდები! (იცინის) შეიძლება, ვიღაცეები ამას ამბობენ იმიტომ, რომ არ უნდათ თავიანთი მამაკაცების ღალატი დაიჯერონ, მაგრამ, მე მართლა ვიცი კონკრეტული მაგალითები, როდესაც წყვილის ურთიერთობაში ეს ღალატი არ არსებობს და მეც ასე მინდა. იმ ჩემს თაყვანისმცემლებს ეტყობათ, ვინც არიან და ამიტომაც არ მინდა მათთან ურთიერთობა. ცოლი – სახლში, ფქვილში ხელებით და, მერე უცებ სხვანაირი გოგოები მოსწონთ – ასე არ შეიძლება. იცი რა, ამ მხრივ ცოლებიც საშინლად სცოდავენ. იმდენად პასიურობენ, იმდენად შემგუებლობა გამოიჩინეს და ისე მარტივად პატიობენ რაღაცეებს, რომ კაციც თავხედდება. ორ ქალს შორის დაეხეტება ეს კაცი და საშინელ ტყუილებში ეხვევა. მეგობრისგან დამალულიც კი მწყინს, თუნდაც იმ მიზეზით, თითქოს ჩემთვის ასე ჯობდა, ტყუილზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

– იოლად ხვდები, რომ გატყუებენ?

– ვცდილობ, კონკრეტული მაგალითები გავიხსენო... ალბათ, კი. ტყუილს ყველა გრძნობს, არ არსებობს. უბრალოდ, ვიღაცეებს ეს ტყუილი აწყობთ. იმდენად არ მიყვარს თავის მოტყუება,  რომ არ არსებობს მსგავსი ფაქტი გადავყლაპო და ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მარტო ვარ. შეიძლება, ჯერ ვერ გავიგე, რა არის სწორი. იაც, მეუბნება ხოლმე, გახდები ოცდაათი წლის და მიხვდები, რომ რაღაცეები უნდა „გაატაროო”. არ ვიცი, რამდენი წლის უნდა გავხდე, რომ ეს მოვახერხო-მეთქი. მაშინ, იყავი ეგრეო, მეუბნება. ჰოდა, ვარ. არ შემიძლია, ვერ მოვითმენ. 

– რა აზრის ხარ ფრაზაზე „ოღონდ მე არ გავიგო”?

– არა, მე უნდა ვიცოდე. ჩემმა ყველა მეგობარმა იცის, რომ, თუ რაღაც გაიგეს, უნდა მითხრან. მირჩევნია, ისეთი ძლიერი ადამიანი მყავდეს გვერდით, რომ, თუ ჩემ მიმართ გრძნობები გაუცივდა, ადგეს და თვითონ წავიდეს, ან, თუ რაღაც პრობლემაა ჩემში, სანამ ვიღაცას გაიჩენს, მანიშნოს, რომ მოსაბეზრებელი გავხდი. ისედაც იგრძნობა, რომ ურთიერთობები ცივდება და, შეიძლება, შენმა მეორე ნახევარმა სხვისკენ გაიხედოს. ინგრევა ოჯახები და ვიცი ისეთი წყვილებიც, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთად არიან, მაგრამ, სხვა ქალის უბედურებაზე აწყობილი ბედნიერების არ მჯერა – უპასუხოდ ხომ არც ერთი ცუდი საქციელი არ რჩება. 

მირჩევნია, ვიყო მარტო და სხვა რაღაცეებზე არ მიწევდეს ფიქრი, ვიდრე ჩემ გვერდით იყოს ადამიანი... ურთიერთობას ხომ ძალიან ბევრი პრობლემა მოჰყვება. საკმაოდ დიდი ტრავმა იყო ჩემთვის ოჯახის დანგრევა, ამიტომ, მეორედ ამ ნაბიჯს ძალიან ფრთხილად გადავდგამ – ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ ეს ურთიერთობა მთელი ცხოვრება გაგრძელდება. ხელახალი მცდელობა ასეთი ადვილი არ არის. ცუდი ადამიანი რომ აღმოჩნდეს, გული ისევ უნდა მეტკინოს, ამიტომ, მაქსიმალურად ვიზღვევ თავს. 

– ცხოვრებაც ხომ ესაა – გეტკინება, გაგიხარდება, ბედნიერი იქნები, იტირებ...

– არც ისე ცოტაჯერ მტკენია და საკმარისია. მიუხედავად იმ ჭორებისა, რომელიც ჩემ გარშემო ტრიალებს, ჩემთვის ოჯახი სიმტკიცესთან ასოცირდება. ოჯახს ერთხელ ქმნი – ასე მჯერა. არასდროს მიფიქრია, გავთხოვდები და, თუ არ გამოვა, გავშორდები-მეთქი, არც ერთი წამით. მინდოდა, ერთად გაგვეტარებინა მთელი ცხოვრება. როდესაც პრობლემები შეიქმნა, ყველაფერი ვცადე, რომ მომეგვარებინა, მაგრამ, შეიძლება, გამოცდილება არ მეყო. ამიტომ, არასდროს დავიწყებ ურთიერთობას, რომელიც, თავიდანვე ვგრძნობ, რომ განწირულია. ამას ყველა გრძნობს, უბრალოდ, გგონია, რომ ეს შეიცვლება, გამოსწორდება. მაგრამ, მე ამის აღარ მჯერა. მოკლედ, მაქვს ჩემი პრინციპები, მცნებები, საიდანაც არც ერთხელ არ გადამიხვევია ჯერჯერობით სუფთად მოვდივარ.

 

 

скачать dle 11.3