კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

 

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1974 წლის 9 დეკემბერს, მისი მეუღლე კი – 1974 წლის 5 ივლისს. ისინი ხშირად ჩხუბობენ. მაინტერესებს, ასტროლოგიურად რამდენად შესაფერისი წყვილია?

პასუხი: გეტყვით, რომ ერთი მშვილდოსანია, მეორე კი – კირჩხიბი, ანუ, ისინი სხვადასხვა სტიქიის წარმომადგენლები არიან, კერძოდ, ერთი ცეცხლის სტიქიაა, მეორე კი – წყლის. წყალი და ცეცხლი კი ბუნებაში ვერ „მეგობრობენ“. სწორედ, ამიტომ არის მათ შორის კონფლიქტური სიტუაცია. მშვილდოსანი აქტიური, მოძრავი, მეოჯახე და ყაირათიანია. რადიკალურად განსხვავებული თვისება აქვს კირჩხიბს. ამიტომ, ვერ თავსდებიან ისინი ერთად. თუ კომპრომისებზე არ წავლენ, არ დაუთმობენ ერთმანეთს, ნებისყოფას არ გამოიჩენენ, ჩხუბი და კამათი გარდაუვალია მათ შორის.

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 25 ივნისს, დილით 10 საათზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო, უშიშროების სფეროები, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე. საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, გასართობი ინდუსტრია, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმე ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1995 წლის 27 დეკემბერს, დილის საათებში. რომელ სფეროში მივაღწევ წარმატებებს და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა, ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთი, ტიბეტი, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ავსტრია. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღებია: ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა, მედიცინის ფართო სპექტრი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფოტოგრაფია, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია.

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 23 აგვისტოს, დილის 4 საათზე. რომელი პროფესია ავირჩიო სამომავლოდ, რომ წარმატებებს ადვილად მივაღწიო?

პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: ხელოვნება, არქიტექტურა, იურისპრუდენცია, დიზაინი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, დიპლომატია, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, სამოდელო ბიზნესი, გინეკოლოგია, საიუველირო საქმე ან ბიზნესი.

 

скачать dle 11.3