კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად იპოვა “სტაბილური„ გოგო “ბანდეროლის„ გუფიმ

 

24 იანვარს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, წმიდა ბარბარეს ეკლესიასთან, მყვირალა ლურჯი „ჰონდა სივიკი“ გაჩერდა, რომელსაც დიდი რაოდენობით  „რედ ბულისა“ და „კოკა-კოლას“ დაჭეჭყილი ქილები ჰქონდა გამობმული. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, „ბანდეროლის“ დრამერის, გუფის ქორწილი „ლიმუზინითა“ და ფრაკებით.  გურამ მაკალათიამ, იგივე გუფიმ, ცოლად ლიდია ხომენკო მოიყვანა. თამუნა მუსერიძესთან გახმაურებული ურთიერთობის შემდეგ, გუფის ჰქონდა კიდევ ერთი სერიოზული რომანი, რომელიც არ გაოფიციალურებულა და ამ ურთიერთობიდან მას მეორე შვილი შეეძინა. როდესაც ლიდიას ვკითხე, როგორ გარისკა ასეთი არასტაბილური იმიჯის მქონე კაცთან ცხოვრების დაკავშირება,  მიპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა, გუფის პასუხი უფრო საინტერესო იყო – „მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. ალბათ, ისინი იყვნენ არასტაბილურები“.

გუფიმ და ლიდიამ (პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე) ერთმანეთი  გასული წლის გაზაფხულზე იმ ბარში გაიცნეს, სადაც „ბანდეროლი“ უკრავს და სადაც ჯვრისწერაც აღნიშნეს. „ფარენგეიტიდან“ ნაცნობობა პირდაპირ რომანში გადაიზარდა. „დავინახე, მომეწონა. წლობით მეგობრობა არ დაგვჭირვებია ურთიერთობის დასაწყებად. სამაგიეროდ, ახლა ვმეგობრობთ“. წყვილმა ზაფხული ბათუმში გაატარა და სწორედ იქ გადაწყვიტეს დაქორწინება.

ჯვრისწერამ გუფის შესახებ კიდევ ერთი ჭორი უარყო იმასთან დაკავშირებით, რომ სიძე ბუდისტია – მართლმადიდებლური ჯვრისწერა შედგა. წყვილს ექვსი მეჯვარე ჰყავდა, მათგან „ბანდეროლის“ ორი წევრი. გუფის მეჯვარეები იყვნენ – ზიკო ნაზღაიძე, დათო გაგუა, ირაკლი სოხაძე, ხოლო ლიდიას მეჯვარეები – სოსო მჭედლიშვილი, ნინო განჯელაშვილი და მაკა ნარიმანიშვილი.

ჯვრისწერა „ფარენგეიტში“ აღინიშნა. ულამაზესმა პატარძალმა ცოტა ხანში სპორტული ფეხსაცმელი მოირგო და არაჩვეულებრივად გაერთო. გუფიმ ჯვრისწერაზე მორგებული პიჯაკი გაიხადა, კეპი დაიხურა და გაერთო ისე, როგორც ყოველთვის ერთობოდა.

კითხვაზე, რა არის ლიდიაში ის განსაკუთრებული, რაც სხვას არ ჰქონდა, არაჩვეულებრივი პასუხი მივიღე – „მას ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ, ჩემი გიჟური ცხოვრების წესით. ვერასდროს შევიცვლები და ის არც ცდილობს ჩემს შეცვლას“.

 

скачать dle 11.3