კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ღალატობს საკუთარ პრინციპებს გიორგი ნაზარიშვილი, რატომ მოსწონს მას ყავისფერი გოგონები და როდის ხდება მისთვის ცხოვრება უაზრო

სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები” მაყურებელს ყოველ შაბათს ახსენებს თავს და ახალ-ახალი ისტორიებით ართობს. ჩვენი რესპონდენტიც მისი ერთ-ერთი პერსონაჟია, რომელიც შეყვარებულ მამაკაცს თამაშობს. სანდრო, იგივე გიორგი ნაზარიშვილი, მართალია პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ საკმაოდ კარგად ართმევს თავს ამ საქმეს. გარდა იმისა, რომ გიორგი სერიალის გმირია, მისი საქმიანობა ამით არ ამოიწურება, ის სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერიც გახლავთ. უფრო მეტს კი მის შესახებ, მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ. 

 

– პროფესიით მსახიობი არ ხარ, თუმცა გიორგი ლიფონავას გადაღებულ ფილმებსა და სერიალებში ხშირად ჩანხარ. შენს შესახებ რას გვეტყვი?

– გიორგისთან 2006 წლის იანვრიდან ვმუშაობ. ჩემს შესახებ, რა შემიძლია, გითხრათ. პროფესიით ისტორიკოსი ვარ, მაგრამ სცენასთან შეხება ხშირად მქონდა. უნივერსიტეტში სწავლის დროს „კავეენს” ვთამაშობდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, „ენ შოუში“ მიგვიწვიეს ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით, სცენარისტად და მერე დაგვტოვეს. სკეტჩებშიც გადამიღეს. ასევე, ვთამაშობდი სერიალში „საპონი”. გადაცემა იყო „ლიმონი,” რომელიც გიგა ნასარიძეს მიჰყავდა და მანდაც რაღაცეებში მიღებდნენ. „ჩვენ ოფისშიც” ვთამაშობდი. რატი რამიშვილმა გადამიღო ფილმში „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2,” ახლა კი – „ჩემი ცოლის დაქალები.” დათოს მეგობარი უნდა მეთამაშა, რომელიც მეორეხარისხოვანი პერსონაჟი იყო. ორი სერია დამტოვეს, ვნახოთ, როგორი იქნებაო. მერე 3 სერია სტოკჰოლმში გამიშვეს, ახლა ისევ დამაბრუნეს და ვნახოთ, რა იქნება. 

– პროფესიით თუ გიმუშავია?

– არასდროს.

– სანდროზე რას გვეტყვი, ჰგავხართ რამით ერთმანეთს?

– ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭია, არაფრით განსაკუთრებული. არაფრით არ არის გამორჩეული. მე ცხოვრებაში საერთოდ სხვანაირი ტიპი ვარ. გოგომ ისეთი რამ რომ გამიკეთოს, რასაც კატო სანდროს უკეთებს, მასთან მაშინვე გავწყვეტ ურთიერთობას. ერთმანეთს იმით ნამდვილად ვგავართ, რომ მეც წესიერი ბიჭი ვარ. 

– დაოჯახებული ხარ?

– არა. ამითიც ვგავართ ერთმანეთს. 

– შენი გმირი საკმაოდ ეჭვიანია, შენ?

– ეჭვიანი ნამდვილად ვარ, ამიტომ სერიალშიც ბუნებრივად გამომდის მსგავსი სცენების თამაში.  

– შეყვარებული ან გატაცებული ხშირად ხარ?

– გატაცებული ხშირად ვარ. აბა, ისე, უაზრობაა სიცოცხლე.

– კატოსნაირი გოგონები თუ მოგწონს?

– ერთჯერადად კი, ისე – არა. გოგო ბევრნაირია და კატოსნაირი გოგოსთვისაც შეიძლება, რაღაც დროის გამონახვა ერთჯერადად. 

– აბა, როგორი გოგონები მოგწონს?

– გოგო ყავისფერი უნდა იყოს, ცოტა ზაგარი სულ უნდა ჰქონდეს. მომწონს თხელი გოგონები. ქერას და შავგვრემანს არ აქვს მნიშვნელობა. 

– კურიოზულ სიტუაციაში ხშირად ხვდები?

– კი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე კურიოზი არ მაქვს? განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან მეჩქარება. 

– გადაღების დროსაც ჩავარდნილხარ მსგავს სიტუაციაში?

– კი. ლიფტის სცენას ვიღებდით. მოკლედ, ერთ-ერთ სერიაში, მე და კატო კოცნა-კოცნით შევდივართ ლიფტში. კარი დაიხურება თუ არა, კამერა „სტოპს“ ამბობს და კადრიც ჩერდება. უცებ ისე შევედი როლში, რომ კარი დაიკეტა და მე კიდევ ვაგრძელებდი. უცებ გაჩეჩილაძემ გამწია, რას აკეთებ, ხომ არ გაგიჟდი, დაიკეტა უკვე კარიო. 

– მაყურებელი, ალბათ, გცნობს. როგორია ხალხის რეაქცია?

– კი, მცნობენ. ზოგი შტერდება და მიყურებს, ან ნელ-ნელა ჩამივლიან და ასე შემდეგ. ადრეც მცნობდნენ რაღაცეებში რომ მიღებდნენ, მაგრამ ახლა უფრო გაიზარდა მათი რიცხვი. „მარშუტკაშიც“ მცნობენ ხოლმე, მაღაზიაშიც მაძლევენ ნისიად რაღაცეებს ხანდახან და ასე.

– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?

– ბანალურია, მაგრამ უარს არასროს ვიტყვი ბევრს ფულსა და ჯანმრთელობაზე. 

– რა შემთხვევაში შეიძლება, რომ  საკუთარ პრინციპებს უღალატო?

– საქმის გამო, ალბათ, სხვა შემთხვევაში, არასდროს.

– იმედგაცრუების შემთხვევაში, დეპრესიაში ვარდები?

– დეპრესიული არ ვარ, მაგრამ ცოტა მიდრეკილება კი მაქვს. ჩავარდნის ეტაპები მქონია ცხოვრებაში. უკვე გამოსული საქმე რომ არ გამოგივა, იმედგაცრუებული რჩები. ჭაობიდან ისევ თავად უნდა გამოხვიდე და გამოსავალი ეძებო. საკუთარ თავთან, თავად უნდა დაალაგო ურთიერთობა. დეპრესია არ მქონია, მაგრამ ფეხებზე რომ გკიდია ყველაფერი, ასეთი პერიოდი – კი. 

– ისევ სერიალს დავუბრუნდები. ყველაზე გამორჩეულად რომელი სცენის გადაღება გახსენდება?

– პირველ სერიაში ბოლომდე არ ვიყავი კონცენტრირებული, რა უნდა მექნა. ერთ-ერთი რთული, მანქანების შეჯახების სცენა იყო, რომელსაც ერთ კადრში ვიღებდით. 

– პირველ სერიაში იყო სცენა, როცა ნაბახუსევს ავტობუსში გაგეღვიძა. ცხოვრებაში თუ მოგსვლია მსგავსი რამ? ანუ, იქ გაგღვიძებია, სადაც არ ელოდები?

– კი, რამდენჯერაც გინდა. სახლში რომ გგონია თავი და უცებ აზრზე ვერ მოდიხარ, სად ხარ. ხან სად მეღვიძებოდა და ხან – სად. ეს ადრე იყო, ახლა უკვე აღარ. 

– მანდილოსნებისთვის სიურპრიზი ხშირად გაგიკეთებია?

– კი.

– რა სახის?

– ჩემი სახით. მივსულვარ და სიურპრიზი ეს ყოფილა მისთვის.

– რომანტიკული ადამიანი ხარ?

– ჩემი აზრით, ყველა ადამიანი რომანტიკულია, მათ შორის მეც. ზოგს რომანტიკულობა მხოლოდ სანთლის შუქი და ყვავილები ჰგონია. მე ასე არ ვფიქრობ. 

– რისი კომპლექსი გაქვს?

– სიკვდილის შიშის კომპლექსი მაქვს ძალიან. სერიოზულად ვამბობ, ეს ყველამ იცის, ვინც მიცნობს. სხვა რა... ბოლო დროს ცოტა გავსუქდი და ღიპიანი ვარ.  ქალის გვერდები გამიჩნდა და ეს მაკომპლექსებს ძალიან. ამიტომ, დიეტა დავიწყე. ანუ, სწორი რეჟიმით ვჭამ, რაც ჩვენს პირობებში ძალიან რთულია, რადგან სულ გადარბენებზე ვართ. 

– როცა სერიალში საკუთარ თავს უყურებ, როგორი შეგრძნებაა?

– ადრე ვერ ვუყურებდი, მაგრამ უკვე შევეჩვიე.

– არასდროს გინანია, თეატრალურ უნივერსიტეტში რომ არ ისწავლე?

– არა, რადგან, როცა პროფესიას ვირჩევდი, მაშინ დიპლომატიის ისტორია მაინტერესებდა. მერე კი, საერთოდ, განსხვავებულ სფეროში გადმოვერთე. სამსახიობო ფაკულტეტი რომ არ მაქვს დამთავრებული, ნამდვილად არ მინანია. ისეთ რეჟისორთან ვმუშაობ, მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. გიორგი ლიფონავასთან მუშაობით უფრო ვიზრდები და ბევრ რაღაცას მაძლევს. 

– მაყურებელს რას ეტყვის მათი საყვარელი გმირი, სანდროს სახით?

– მგონი, მოსწონთ სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები” და ამიტომ, უნდა უყურონ მას. ცოტა ხანში, უფრო მეტი ინტენსივობით გავალთ ეთერში.

 

 

скачать dle 11.3