კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: ჩემს ახლო ნათესავს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ჩამორთმეული აქვს უფლებები, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულ პერიოდში იგი საჭესთან მჯდომი გააჩერა საპატრულო პოლიციამ და დააკავა. რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მას აღნიშნული დარღვევისთვის? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ მას დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან, სახეზეა დანაშაული. კერძოდ, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას, რაც კვალიფიცირდება, როგორც განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

კითხვა: მაქვს სამოქალაქო დავა ერთდროულად ერთსა და იმავე საქმეზე საქართველოსა და ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასამართლოში. პირველად სარჩელი შევიტანე უცხო ქვეყნის სასამართლოში. მაინტერესებს, როგორ ხორციელდება აღნიშნულ შემთხვევაში სამართალწარმოება და გადაწყვეტილების მიღება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ ერთი და იმავე სარჩელის თაობაზე ერთსა და იმავე მხარეებს შორის მიმდინარეობს სამართალწარმოება საქართველოსა და უცხო ქვეყანაში და ეს სარჩელი პირველად უცხო ქვეყნის სასამართლოს ექვემდებარებოდა, საქართველოს სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას. საქმის წარმოება არ შეჩერდება, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო შესაბამის ვადაში გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან საქართველოში ასეთი გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება. ამასთან, საქართველოს სასამართლო საქმეს წარმოებაში არ მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ცნობილ იქნეს საქართველოში.

კითხვა: გთხოვთ, გვიპასუხოთ, რომელი უფლებები  ჩამოერთმევა პირს ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს ჩამოერთმევა შემდეგი უფლებები: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო საქმიანობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

კითხვა: მაინტერესებს, რა უფლებებით სარგებლობენ საქართველოში უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები და აქვთ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს მათთან შედარებით რაიმე უპირატესობა უფლებების მხრივ?

პასუხი: უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირებს, აქვთ ისეთივე უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება, თუ უცხო ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირების უფლებების შემზღუდველი ნორმები. ამისთვის კი, საჭიროა კანონით ნათლად განსაზღვრული ნორმა.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, გამოძიების რა ეტაპზე აქვს დაცვის მხარეს ბრალდების მხარისგან მტკიცებულებების გადაცემის მოთხოვნის უფლება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე, ასევე, ვალდებულია, ამ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებებიც.

კითხვა: მაინტერესებს, როგორია  საქართველოს სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალური ოდენობა? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: პირველი ინსტანციის სასამართლოში – ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარს; იურიდიული პირებისთვის  5 000 ლარს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში – ფიზიკური პირებისთვის 5 000 ლარს; იურიდიული პირებისთვის – 7 000 ლარს; საკასაციო ინსტანციის სასამართლოში: ფიზიკური პირებისთვის – 6 000 ლარს; იურიდიული პირებისთვის – 8 000 ლარს.

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, რა უფლებით სარგებლობს სამარტოო საკანში მოთავსებული პატიმარი?

პასუხი: სამარტოო საკანში მოთავსებული ბრალდებული ან მსჯავრდებული სარგებლობს პატიმრის ყველა უფლებით, მაგრამ, არსებობს გარკვეული შეზღუდვები, კერძოდ, მას ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა. მას აქვს ყოველდღიურად ერთსაათიანი გასეირნების უფლება. ამასთან, სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი; იქ მოთავსებულ პატიმარს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი; მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს საკითხავი მასალა. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ და, აუცილებლობის შემთხვევაში, სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა ბრალდებულს პაემნის უფლება და, თუ აქვს, რა პროცედურების დაცვით ხდება ბრალდებულთან პაემანი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ 2014 წლის 1 იანვრამდე ბრალდებული სარგებლობს ერთი თვის განმავლობაში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით, პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე.

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, სამოქალაქო ურთიერთობებში, შესაძლებელია თუ არა ქართული კანონმდებლობის გამოყენება იმ უცხოელის მიმართ, რომელიც იმყოფება საქართველოში, არ არის საქართველოს მოქალაქე და გაურკვეველია, რომელი ქვეყნის მოქალაქეა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ ფიზიკური პირი მოქალაქეობის არმქონეა ან შეუძლებელია მისი მოქალაქეობის დადგენა, მის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც მას აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ეწევა ძირითად საქმიანობას; ხოლო, თუ ასეთი არ არსებობს, გამოიყენება საქართველოს სამართალი და სამოქალაქო კანონმდებლობა.

 

скачать dle 11.3